მე მიყვარდა პორნოვარსკვლავი<br>





პროზა

მე მიყვარდა პორნოვარსკვლავი




ბილი ჩვენს პატარა კუნძულზე დიდი, ჭრელი ქვეყნიდან ჩამოვიდა. მე ის გავიცანი ახალ წელს, 5-6 თვით ადრე, სანამ პორნოვარსკვლავი გახდებოდა. მთვრალი ვიყავი. დახეული ტანსაცმელი მეცვა. ის კი საეჭვოდ სუფთა ჩანდა... ჩაბნელებულ ბარზე გვქონდა სექსი. ერთ ხელს ყელზე მიჭერდა, მეორეთი მაკავებდა, რომ არ დამეკბინა: “არ დამამჩნიო, ხვალ სამსახურში მივდივარ”. რა სამსახური, დარწმუნებული ვიყავი, ვიღაც სხვა ჰყავდა. ბარი ნელ-ნელა მიტყავებდა ზურგს და ეს ტკივილი უფრო მსიამოვნებდა. დროდადრო, ჩემი კივილით ვაღვიძებდი ბარის მეორე ბოლოში მიძინებულ რამდენიმე ადამიანს და ბილის კატას.

ეს რაღაც ახალი იყო, განსხვავებული ემოცია. მერე აღმოჩნდა, რომ მარტო მე არ ვგრძნობდი ამას. ჩვენს პატარა ბნელ კუნძულზე დამშეული ხალხი ცხოვრობდა. შიოდათ ყველაფერი - გართობა, სექსი, სიახლე, ფული, ერთმანეთი. სულ ჭამდნენ და მაინც შიოდათ. მერე ჭამა კლავდათ და მაინც მშივრები კვდებოდნენ. ბილი კი, ყველასთვის ახალი იყო, გემრიელი, კალორიული ლუკმა. თვითონ ბილისთვის კი ჩვენ ვიყავით კარგად შერჩეული სამომხმარებლო ბაზარი, სადაც ის შექმნიდა პორნოინდუსტრიას და ვარსკვლავი გახდებოდა. მისი გათვლები ადვილად გამართლდა. მან შეძლო შემოეტანა პორნო იმ კუნძულზე, სადაც არ არსებობდა სექსი და ძირითადად ხელის გადახვევით მრავლდებოდნენ, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები კი წეროებს მოჰყავდათ.

რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ვცხოვრობ კუნძულზე, სადაც ბილი არის უკვე ღმერთიც და ანტიქრისტეც, პოლიტიკოსიც და პოეტიც, ფილოსოფოსიც და წარმატებული ბიზნესმენიც. ზოგი მის გამო თავს იკლავდა,ზოგს სძულდა და მისი მოკვლა უნდოდა. ის იყო პატარა ბავშვების მისაბაძი მაგალითი და თინეიჯერი გოგონების პირველი სექსუალური ფანტაზია. “კარგად ისწავლე" - ეუბნებოდნენ დედები შვილებს, - "და რომ გაიზრდები, ბილივით წარმატებული იქნები".  

ბილის გულისთვის, ჩემმა მეზობელმა ცოლი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა, იმიტომ რომ ბოზებში მოსიარულე ვანო ბიძიას თავისი ცოლი ეზიზღებოდა, თორემ რატომ უნდა მოკლა მეუღლე ფრაზისთვის: “ისე გამჟიმე, როგორც ბილიმ - ანა, ფილმში “ვნებიანთა მოდგმა".

ბილის რაღა თქმა უნდა აღარ ეცალა ჩემთვის. მეც უკვე აღარ ვამაყობდი, რომ ოდესღაც ის ჩემი იყო და გული მერეოდა ჩემი მეგობრების აღფრთოვანებულ ფრაზებზე, დორბლმომდგრები რომ წარმოთქვავდნენ: “აუ, კიდევ მოყევი რა, როგორ იტყნაურეთ ახალ წელს შენ და ბილიმ” ქუჩაში გასვლა მეზიზღებოდა, ყველგან ის იყო. ბილბორდებზე შიშველი სხეულით და ვნებიანი გამოხედვით, თვალებით რომ ამბობდა: “ყველას გაგროზგავთ”. ქვემოთ კი წარწერა: “ბილი ფანტით გრილდება”. ყვითელი პრესაში “სკანდალური” სათაურები: “რატომ არ მოტყნა ბილიმ თიკო სადუნიშვილი და რას უპირებდა მას ბიჭოლა”. წარწერები აფიშებზე: “სულ მალე!!! ერთი მსახიობის თეატრში, თქვენს თვალწინ დაანძრევს ბილი," "ეწვიეთ სამშაბათამდე ბარს “პაემანი ბილისთან”და თქვენ შეიძენთ ორ ბილეთს ერთის ფასად!!!” ის ჩემს სახლშიც იყო, ტელევიზორშიც, ინტერნეტშიც; მომხიბლავი და თავდაჯერებული ღიმილით გვთავაზობდა შეგვეძინა ტრენაჟორი, რათა გვქონოდა მასავით სექსუალური მუცლის პრესი, გვასწავლიდა რა ფრაზები გვეთქვა სექსის დროს პარტნიორისთვის. ის ეხმარებოდა უპატრონო ბავშვებს. უშენებდა პატრიარქს ვილებს, სადაც თეთრი ბედაურები დაჯირითობდნენ. ის გამუდმებით კამერების, ფოტოობიექტივების წინ ტრიალებდა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ბილით.

ბოლოს როცა ჩემს მყუდრო ქუჩაზეც აღმართეს დიდი ბილბორდი მისი გამოსახულებით და ერთ კვირაში ვანო ბიძიას გოგო მერვე სართულიდან გადახტა, მე ბილის მოკვლა გადავწყვიტე. ერთ ჩვეულებრივ, შემოდგომის მზიან დღეს, ავიღე მამაჩემის რევოლვერი და გავეშურე რევოლუციის მოედნისკენ, სადაც ბილი პრესკონფერენციას ატარებდა. "რატომ უნდა მომცეთ ხმა და ტრაკი საპრეზიდენტო არჩევნებში?" ხალხში დავდექი და მის გამოჩენას დაველოდე. სანამ მოვიდოდა ვფიქრობდი, რატომ ვკლავ. იმიტომ რომ მძულს თუ იმიტომ რომ მენატრება? ფიქრში გართულმა მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი და მივტრიალდი. ბილი იყო. მიღიმოდა თავისი სულელური ღიმილით. ვუყურებდი და ვფიქრობდი, "როგორ მძულს ეს ნაბიჭვარი!". ის-ის იყო რევოლვერს მოვკიდე ხელი და ჯიბიდან ამოღება დავაპირე, რომ იქვე ვანო ბიძია დავინახე, რომელიც აპირებდა ესროლა ბილისთვის. ”აქაც კონკურენცია!”-მეთქი, გავიფიქრე და ბილის გადავეფარე. ტყვია ყელში მომხვდა.

სადღაც მქონდა გაგონილი, ადამიანი რომ კვდება მისი ტვინი ცოტა ხანს კიდევ ცოცხლობსო. ჩემი ტვინი ცოცხლობდა და ვგრძნობდი როგორ იღვრებოდა ძალიან ბევრი სისხლი ყელიდან სხეულში. ვერაფერს ვხედავდი და საერთოდ არ მაწუხებდა საკუთარი უმწეობის განცდა. ვიცოდი, რომ ტვინი გაითიშება მალე და აზრი აღარ აქვს არაფერს. ტკივილი არ მიგრძვნია. მერე წარმოვიდგინე რას აკეთებდა იმ მომენტში დედაჩემი, ვხვდებოდი რომ ალბათ ძალიან ახლოს იდგა ჩემს სხეულთან. ცოტა სინანულმაც გამიელვა, რა მალე დამთავრდა მეთქი ჩემი სიცოცხლე- ვერაფერი მოვასწარი, არადა რამდენი რაღაც შემეძლო... რამდენჯერ გამიგია, იცხოვრეთო ყოველი დღით ისე, თითქოს ის არის უკანასკნელი...ეგრე რომ მეცხოვრა, ამ მზიან შემოდგომის დღეს, ბილის მოსაკლავად ხომ არ გამოვეშურებოდი, სულელური რევოლუციის მოედანზე...ხო, მაგაზეც გული დამწყდა, მზიან დღეს რომ მოვკვდი და არა ჩემს საყვარელ წვიმაში. ბოლო აზრი ის იყო, რომ დამაინტერესა სად მოვხვდებოდი სიკვდილის მერე და ჩემი ტვინიც გაითიშა.

ჯოჯოხეთისა და სამოთხის ნაცვლად, სიკვდილის შემდეგ ჩემს საწოლში აღმოვჩნდი. ნახევარწუთიანი, შოკით გამოწვეული გაშეშება, ხავილმა ჩაანაცვლა. მობილურს დავხედე. ბილის მესიჯი იყო მოსული:”რას შვები, ისვენებ?” სიტყვაძუნწი ბილის მშრალი და საქმიანი მესიჯი. ვუპასუხე: “ბილი, მე შენ ალბათ აღარ გნახავ". ეს “ალბათ” იმიტომ მივწერე, რომ არ მინდოდა ძალიან მკაცრად გამომსვლოდა, ან მინდოდა დამეტოვებინა მისთვის იმედი, ჩემთვის კი უკან დასაბუნებელი გზა ან უბრალოდ იმიტომ რომ არასდროს გამომდის დავსვა წერტილი.
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.