არავითარი საიდუმლო





პოეზია

არავითარი საიდუმლო




რა?
 
ბებერ კატებს განუწყვეტლივ სძინავთ.
ჩამომხრჩვალი ტელეფონის ყურმილი, დაუმარხავი ჰკიდია ოთახს!
სიტყვებმა დამალეს საკუთარი მოსაზრება და შიშები,
უკვე იშვიათად,თანაც, განწყობის მიხედვით უბრუნდებიან, 
გარდაცვლილი პოეზიის, აყროლებულ სტომაქებს.
მათ ვერ გაანადგურეს, მსოფლიოს ვერცერთი, დადგმული სილამაზე
და ყველა ცდა,უიმედო სტირპტიზი აღმოჩნდა...!
კითხვებმა დაკარგეს აქტუალობა,
დაემსგავსნენ ყოფილ ქალებს,რომლებიც აღარ სვამენ საკუთარ თავებს
არც შენი ტვინის ჰემისფეროში, არც შენს პენისზე!
და ზიხარ!
ალბათ ელოდები, როდის შეძლებ თავიდან დაიწყო
ცხოვრება-
,,სისულელისა და მათემატიკური გონის ნაბიჭვარი რეალობა,,
ტრუიზმებს იენელებს ოქროს უნიტაზში.
შური ხეებისადმი, რომლებიც ფანჯრების მიღმა
მუტანტი ზომბებივით ირწევიან...
და არ ადარდებთ კონცეფცია საკუთარი დანიშნულების!
აქ არაფერია სასიცოცხლო,
მხოლოდ მოლოდინის ვულგარულად ამოყრილი ბაყვები.
და სოციალური კუჭის უმოქმედობა...
ყველანი ვეჯახებით ამგვარ მარტოობას,
როცა ზიხარ გახეხილ დივანზე,
სადაც იგივე პოზაში მამაშენი იჯდა...
ირგვლივ ყველაფერი, შენს მიღმა არსებობს,
შენივე საჯდომიც კი...
განიცდი მხოლოდ სირცხვილს-სიბრთხილეში გაფლენგული ცხოვრების გამო,
ზიხარ და ელოდები,როდის დაიწყება ყველაფერი თავიდან,
ან  ალბათ, უფრო  როდის დამთავრდება!
 
არავითარი საიდუმლო
ეკლესია-
რელიგიურ -ეთიკური ემბრიონებით სავსე, სანაგვე საოპერციოში!
ოჯახი- 
საკასო აპარატებით ლეიბებს ქვემოთ!  
გზამკვლევი წიგნები,,,როგორ გავხდეთ ბედნიერნი,,ან ,,როგორ გავიხანგძლივოთ ორგაზმი,,!
კბილები  ზედმეტად  თეთრები... პროჟექტორ გადაყლაპული ყბებივით!
სიყვარული-
განსაკუთრებით რომანტიული სიყვარული,რომელმაც არ იცის სად აქვს კლიტორი!
მანქანები, ეკსკლუზიური საქონელ,  პლატონიდან ჰენრი ფორდამდე.
პლასტიკური ქირურგია -ერთადერთი გადარჩენილი იდეოლოგია !
თავისუფლება, პორტატულად  გაჩხერილი სენდვიჩის პურებში.!
არსებობს რამე ამაზე დამრთგუნველი?!...
სად არიან ცდუნებები...ემოციური პროსტიტუტები,
მიფურთხება ავტორიტეტთათვის და დაკაწრული ზურგები!
ფასდაუკვრელნი, სუპერმარკეტების ბოლო თაროებზე...
ისხლიტავენ თქვენს  გაყინულ მზერას მობილური ტელეფონებივით...
ხელოვნურად დაწებებულ წამწამებს მიღმა!

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.