ავტოპორტრეტი, 1968





პროზა

ავტოპორტრეტი, 1968




თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე (მცირედი შემოკლებით)
 
ჩიკაგო: იქ დავიბადე, 1928 წლის 16 დეკემბერს. ცივი ქალაქია, ქალაქი - განგსტერებისთვის; ასევე რეალური ქალაქიც არის და ეს მომწონდა. საბედნიეროდ, ჩემი მშობლები მალევე გადავიდნენ კალიფორნიაში, სადაც მივხვდი, რომ ქარიანი ამინდის გარდა, შეიძლება კარგი და კეთილი ამინდიც არსებობდეს. დანარჩენი კალიფორნიელებისგან განსხვავებით, მე არ ვიყავი დაბადებული კალიფორნიაში. (იმ დროისთვის ერთი წელი შემისრულდა) 
 
მიანიშნებდა თუ არა მაშინ რამე, რომ მწერალი გავხდებოდი? დედაჩემი (ის დღესაც ცოცხალია) წერდა და იმედოვნებდა, რომ წარმატებას მიაღწევდა. არაფერი გამოუვიდა, თუმცა ნაბეჭდი სიტყვის ფასი მან მასწავლა... მაშინ როცა მამაჩემი თვლიდა, რომ სამყაროში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, ხუთის ვიყავი, ისინი რომ გაშორდნენ. მამაჩემი წავიდა რენოში (ნევადა). დედა, მე და ემი ბებია, ბაბუა და დეიდა დავრჩით ბერკლში დიდ ლურჯ ძველ სახლში.
 
კოვბოური სიმღერები ჩემი მაშინდელი გატაცება იყო. საერთოდ, მუსიკა ყოველთვის მთავარ როლს ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი - კოვბოის კოსტუმს ვატარებდი, ვუსმენდი კოვბოურ სიმღერებს რადიოში. ეს და კიდევ კომიქსები, ქმნიდნენ ჩემს სამყაროს.
 
უცნაურია, რომ ბავშვმა, რომელიც დიდი დეპრესიის დროს იზრდებოდა, არაფერი იცოდა მის შესახებ.   მე არასოდეს გამიგია ეს სიტყვა. რათქმაუნდა, ვიცოდი, რომ დედაჩემს არასოდეს ჰქონდა ფული, მაგრამ ეს ცოდნა  გარემომცველ სამყაროზე არასოდეს განმიზოგადებია.  მეჩვენებოდა, რომ ჩემს გარშემო უსახური საზოგადოება  - ქალაქის ქუჩები თუ სახლები - იმის შედეგია, რომ ყველა მანქანა შავია. ტრანსპორტის მოძრაობა ისე გამოიყურებოდა, როგორც დაუმთავრებელი დაკრძალვის ცერემონია, მაგრამ გასართობიც გვქონდა.  ზამთარში 1934 წელს დედამ ვაშინგტონში წამიყვანა. მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავდა რეალურად ცუდი ამინდი. მაგრამ მომეწონა. ზამთარში - ციგურები და ზაფხულში კი - როლიკები. ვფიქრობ, რომ ამან დამიმახინჯა გონება - იმ ფაქტთან ერთად რომ მუდმივი საცხოვრებელი არ გვქონდა. მეგობრებთან ვცხოვრობდით. თითქმის ორი წელი. თავს არცთუ ისე კარგად ვგრძნობდი. ამიტომ სპეციალურ სკოლაში გამგზავნეს, „რთულად აღსაზრდელი ბავშვებისთვის“.  „რთული“ ვიყავი იმ გაგებით, რომ ჭამისა მეშინოდა. ჩვეულებრივ სკოლამ კი ვერაფერი გააწყო ჩემთან, ყოველ თვიურად ვიკლებოდი წონაში. საერთოდ არაფერს ვჭამდი. პირველად, იმ დროისთვის ჩემი ლიტერატული ნიჭი პოეზიის სახით გამოვლინდა. პირველი ლექსი დავწერე:
 
ჩიტუნია ხის ტოტზე ზის
და მიყურებს.
მე ვუყურებ იქვე კატას. 
დრო გავა და ჩიტუნიას
ფისუნია გადაყლაპავს.
 
ეს ლექსი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მშობელთა კრებაზე და ჩემი მომავალიც განისაზღვრა (თუმცა, მაშინ ეს არავინ იცოდა). შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ დავდიოდი სკოლაში - რომელსაც ვერ ვიტანდი; ვაგროვებდი მარკების კოლექციას (რომელიც დღემდე მაქვს), კიდევ რასაც აკეთებენ ხოლმე ბიჭები? - ვთამაშობდი ბურთით, ვკითხულობდი ახალ კომიქსებს. კვირაში 10 ცენტს, რასაც ჯიბის ფულად  მაძლევდნენ, ჯერ ტკბილეულზე და შემდეგ კი კომიქსებზე ვხარჯავდი. უფროსებს სჯეროდათ, რომ კომიქსები, როგორც ლიტერატურული პროდუქტი მალე გაქრებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კიდევ იყო საკვირაო გაზეთები,  სადაც ყვებოდნენ გაცოცხლებულ მუმიებზე, დაკარგულ ატლანტიდასა და სარგასოს ზღვაზე.  გაზეთს „ამერიკან უიკლი“ ერქვა. ამას ფსევდო-მეცნიერებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მაშინ, ოცდაათიანებში, ჩვენ გვჯეროდა ამ ისტორიების. ვოცნებობდი, სარგასოს ზღვაში დაკარგული ყველა ხომალდის და მეკობრეების ოქროთი სავსე სკივრების აღმოჩენაზე. დღეს უკვე მესმის, რომ წარუმატებლობისთვის ვიყავი განწირული. ეს იყო ჩემი ბავშვური ოცნებების დასასრული.
 
სადღაც 1939 წლეს დედაჩემმა უკან ბერკლიში დამაბრუნა. სახლში კატები მოვიყვანეთ. ბერკლის ისეთ რაიონში ვცხოვრობდით, რომელიც იმ დროისთვის თითქმის დაუსახლებელი იყო. გარშემო მხოლოდ თაგვები და კატები ტრიალებდნენ. მეჩვენებოდა, რომ კატები ნებისმიერი სახლის აუცილებელი ნაწილი იყო - და ამაში დღემდე დარწმუნებული ვარ. (ახლა ორი კატა გვყავს, მაგრამ უილლისი - ხუთ ჩვეულებრივ კატას უდრის (მას კიდევ მივუბრუნდები.))
 
და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ფანტასტიკა. დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა  წამეკითხა ყველაფერი. მაგრამ ბიბლიოთეკარები მეუბნებოდნენ, რომ მათთან ამდენი „ფანტასტიკური წიგნი არ ინახებოდა“. ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი წიგნები ბავშვებს ფანტაზიების სამყროში გადაიყვანდნენ და „რეალურ“ სამყაროსთან ადაპტაციაში შეუშლიდნენ ხელს. სინამდვილეში ინტერესი ოზის შესახებ ჩემი პირველი გატაცება იყო ფენტეზით და შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკით. 
 
ოცის ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალი. მგონი, „სტირინგ საიენს სტორიზი“ ერქვა. რედაქტორი დონ უოლჰაიმი, რომელმაც მოგვიანებით (1954 წელს) ჩემი პირველი რომანი იყიდა... შემდეგ კიდევ რამდენიმე. ჟურნალს შემთხვევით წავაწყდი. სამეცნიერო პოპულარულ ჟურნალს ვეძებდი. გაკვირვებული ვიყავი. რა იყო ეს ისტორიები მეცნიერებაზე? თავიდანვე ამოვიცანი ის მაგია, რომელსაც ადრე ზღაპრებში ვპოულობდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგია ჯადოსნურ ჯოხთან კი არა მეცნიერებასთან იყო დაკავშირებული. ისტორიები მომავალში ხდებოდა, სადაც მეცნიერება უდიდეს როლს ითამაშებდა. ეს დრო უკვე მოვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ მაგია - ეს მეცნიერებაა, მეცნიერება მომავლისა კი მაგიის ტოლფასია. მომავლის მეცნიერება დაგვეხმარება. ასევე დიდი საფრთხის მატარებელიც არის, მთელი თავისი ატობური ბომბებით. მაგრამ მეცნიერებამ გაცილებით მეტი სიცოცხლე იხსნა, ვიდრე შეიწირა. ეს უნდა გვახსოვდეს. 
 
უფროს კლასებში ფირფიტების მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ვწმენდი, ვასუფთავებდი, თუმცა კლიენტებთან ურთიერთობა არ მქონდა. აი, სად გამოჩნდა ჩემი ოდინდელი სიყვარული მუსიკისადმი, რომელზეც ჯერ კიდევ თეთრი ლაქები შეჩენილიყო. თხუთმეტი წლისას შემეძლო ნებისმიერი სიმფონიის და ოპერის, კლასიკური მელოდიის გამოცნობა, რომელსაც კი წაიღიღინებდნენ ან დაუსტვედნენ.  ამიტომაც პირველ კლერკად დამაწინაურეს. მუსიკა და ფირფიტები მთელი ჩემი ცხოვრება იყო. ვგეგმავდი, რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრების საქმედ მექცია. კარიერულ კიბეზეც ავიწევდი და ბოლოს მაღაზიის მენეჯერი გავხდებოდი, შემდეგ კი - მფლობელი. საერთოდ დავივიწყე ფანტასტიკა. აღარ ვკითხულობდი. ფანტასტიკა დარჩა იქ, სადაც რჩებიან ხოლმე ბავშვობის გატაცებები.  მაგრამ მე ისევ მინდოდა წერა. რამდენიმე მოკლე მოთხრობა დავწერე, რომელთა დაბეჭდვაც ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ მინდოდა. (თუმცა ეს ვერასოდეს მოვახერხე). თანდათან მთელი თანამედროვე კლასიკა წავიკითხე: პრუსტი და პაუნდი, კაფკა და დონ პასოსი, პასკალი - მაგრამ აქ უქვე ძველ ლიტერატურაში გადავდივართ. ჩემი სია შეიძლება უსასრულოდ გააგრძელო. უბრალოდ ვიტყვი, რომ მე მივიყე მთელი ცოდნა ლიტერატურაზე, ანაბაზისიდან დაწყებული და „ულისეთი დამთავრებული. 
 
ჩემი დაბრუნება სფ-სთან ძალიან უცნაურად მოხდა. ენტონი ბუშერის, ჩემს საყვარელ მეგობარსა და სფ-ში დაფასებული ადამიანს, ერთ ადგილობრივ რადიოში მუსიკალური პროგრამა მიჰყავდა, მე ვუსმენდი ამ გადაცემას, იმიტომ რომ კლასიკური მუსიკა მაინტერესებდა. ერთხელაც შევხვდი, - ის იმ მაღაზიაში მოვიდა, სადაც ვმუშაობდი და ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა. მივხვდი, რომ ზრდასრული და სერიოზულ, ნაკითხ და განათლებულ ადამიანსაც შეიძლება უყვარდეს სამეცნიერო ფანტასტიკა. ტონი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და თავისი გამოჩენით სამუდამოდ შეცვალა მისი მიმართულება.
 
ტონის მიჰყავდა ყოველკვირეული კურსები დამწყები ავტორებისთვის. მივედი და ტონიმ ყურადღებით წაიკითხა ჩემი პირველი საცოდავი მცდელობები. მან არაფრით გამოარჩია არაფანტასტიკური ნაშრომები, მაგრამ ფანტასტიკური კი ძალიან მოეწონა. 
 
ამან გადამწყვეტინა ფენტეზის ჟანრში სულ უფრო და უფრო მეტი მეწერა, შემდეგ კი სამეცნიერო ფანტასტიკაზეც გადავსულიყვავი. 1951 წელს, 21 წლის ვიყავი, მაშინ მივყიდე ჩემი პირველი ისტორია, ციცქნა მოთხრობა ჟურნალ „ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკას“, რომლის რედაქტორიც ტონი ბუშერი იყო. ისტორიები  სხვა ჟურნალებსაც გავუგზავნე, საბოლოოდ, „პლანეტ სტორიზ“-მა შეიძინა ჩემი მოთხრობა. მაღაზიიდან წამოვედი, დავივიწყე კარიერა და დავიწყე წერა. (არ მახსოვს როგორ ვაკეთებდი ამას, ვმუშაობდი შეუსვენებლივ, ყოველ ღამე ოთხ საათამდე). სამსახურიდან წამოსვლიდან ერთი თვის თავზე ჩემი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალებსი „ასტაუნდინგი“ (ახლანდელი „ანალოგი“) და „გალაქსიში“. კარგადაც იხდიდნენ, იმ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ მწერალი ფანტასტი ვიყავი და არასოდეს დავიხევდი უკან.
 
1953 წელს მოთხრობებები 15 სხვადასხვა ჟურნალს მივყიდე. ერთი თვის განმავლობაში, ივნისში, ერთდროულად  17 ჟურნალში. მოთხრობას მოთხრობაზე ვაცხობდი და ყველას ყიდულობდნენ. მაგრამ ამ მოთხრობების უმრავლესობა მეორეხარისხოვანი იყო. ორმოცდაათიანების დასაწყისში არცთუ ისე მაღალი სტანდარტები გვქონდა. თან ბევრი ისეთი ტექნიკური დეტალის შესახებ არ ვიცოდი, რომელიც წერის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, საკვანძო მომენტის პრობლემა. მაგრამ მოთხრობებს ვყიდიდი და კარგადაც გამოვიმუშავებდი. მახსოვს ვიღაცამ ვან-ვოგტთან გადამიღო ფოტო, ვიღაცამ კი თქვა, „მოხუცი და ახალგაზრდა“. მაგრამ როგორი აგდებული დამოკიდებულებაა „ახალგაზრდას“ მიმართ! და რა დაკარგა ფანტასტიკამ, როცა ვან-ვოგტი მოკვდა.
  
ვიცოდი, რომ სერიოზული პრობლემები მქონდა. მაგალითად, ვან-ვოგტი ისეთ  რომანებს წერდა, როგორიც არის „სამყარო ნული-ა“. მე არა. იქნებ, ამაში იყო საქმე. იქნებ რომანის წერა უნდა მეცადა.
 
თვეობით ვემზადებოდი. ვამზადებდი პერსონაჟებს და იდეებს, ერთმანეთთან გადახლართულ სიუჟეტურ ხაზებს და ყველაფერი ეს ჩავრთე წიგნში, რომელიც დავწერე. ის დონ უოლენჰაიმმა იყიდა და დაარქვა  „მზიური ლატარეა“. ტონი ბუშერმა მშვენიერი რეცენზია დაწერა. „ასტაუნდინგშიც“ დადებითი შეფასება მივიღე, „ინფინიტში“ დეიომნ ნაითმა კი მთელი თავისი სვეტი მიუძღვნა.
 
და აქ კარგად დავფიქრდი. მეჩვენებოდა რომ მოთხრობები არ იყო ისეთი პოპულარული, მათში არც ისე კარგად იხდიდნენ. გადავწვიტე რომანებზე გადავსულიყავი. დავწერე „სამყარო, რომელიც ჯონსმა შექმნა“, შემდეგ კიდევ ორი. შემდეგ რომანი, რომელიც გარღვევა იყო ჩემთვის: „თვალი ცაში“. ტონი ბუშერმა მას „წლის საუკეთესო რომანი“ უწოდა. მართალი ვიყავი, რომანები მოთხრობებზე უკეთ გამომდიოდა. ფული არაფერ შუაშია, მომწონდა რომანების წერა. 
 
არჩევანზე რომ მიდგეს, რომელი ჩემი რომანები გადაურჩებიან მესამე მსოფლიო ომს,  დასაწყისში „თვალს ცაში“ ამოვირჩევდი. შემდეგ „კაცს მაღალ კოშკში“, „ჯიბეში სიკვდილით“. „სულიერ იარაღს და „ბოლოსწინა ჭეშმარიტებას“.
 
ესენი კადრს მიღმა ტოვებენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს: „სამი სტიგმატი პალმერ ელდრიჩის სხეულზე“. მეშინია ამ წიგნის; იქ ვლაპარაკობ აბსოლიტურ ბოროტებაზე, ის დავწერე როცა  რწმენის კრისიზი მქონდა და გადავწყვიტე დამეწერა რომანი, რომელშიც ადამიანის ფორმაში პერსონალიზებულ აბსოლიტურ ბოროტებაზე ვილაპარაკებდი.
 
ალბათ კიდევ ორი წიგნი უნდა გამოვარჩიო,: „ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრო-ცხვრები?“ და კიდევ ერთი, რომელიც ჯერჯერობით სახელის გარეშეა. „ანდროიდი“ კარგად გაიყიდა და მასზე ფილმის გადაღებასაც გეგემავენ. ჩემს ცოლს წიგნი მოსწონს. მე ის ერთი მიზეზის გამო მომწონს: იქ აღწერილია საზოგადოება, რომელშიც ნამდვილი ცხოველები იშვიათია. კაცს, რომელსაც ნამდვილი ცხვარი ჰყავს, ამ ცხვრის მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობს. უილისი, ჩემი გრძელუდა კატა, ჩუმად დადის წიგნის ფურცლებზე, ის ჩემთვის ისეთივე ძვირფასია. გააგებინე მათ, მეუბნება ის, რომ დღესაც დიდი ფასი გვაქვს, ცხოველებს. ის ამბობს ამას, მას შემდეგ რაც შეჭამს მთელ რძეს, ბავშვისთვის რომ ვათბობდით. შემდეგ ჯერზე მას მოუნდება ფანტასტიკური რომანების წერა. ვიმედოვნებ, რომ დაწერს, მაგრამ ერთასაც ვერ გაყიდის.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.