XYZ თაობა





პოეზია

XYZ თაობა




თარგმანი: ნორიკ ბადოიანი

 
ვებ-დიზაინერების და მენეჯერების თაობავ 
ვუიაერისტების და სოციოპათების თაობავ 
მანიაკების და ტერორისტების თაობავ 
პორნოკრატების  და ტელევარსკვლავების თაობავ 
პიდორების  და პიდარასტების თაობავ 
პუშერების  და ბროკერების თაობავ 
ბანკირების  და პათოლოგოანატომების თაობავ 
იმპოტენტების  და ბრმაყრუმუნჯების თაობავ 
ტოპ-მოდელების  და ენერგეტიკული ვამპირების თაობავ 
ქილერების და კორპორატიული აგენტების თაობავ 
კოსმეტიკური  ქირურგების და კიბერმაუპატიურებლების თაობავ 
სორტირული ყლისმწოველების  და არამზადების თაობავ 
კურიერების  და სისადმინების თაობავ 
მძღოლების  და ქვეითადმოსიარულეების თაობავ 
ვინერების  და ლუზერების თაობავ 
მართლმადიდებლების  და სატანისტების თაობავ 
გოიმების  და არიფების  თაობავ 
გამყრელების  და გადამგდებების თაობავ 
მძღნერისმჭამელების და მძღნერისმქექველების თაობავ 
ესთეტების  და პატიმრების თაობავ 
ომონოველების  და ლიმონოველების თობავ 
მკვდრების  და ცოცხლების თაობავ 
მოტეხილების  და გატეხილების თაობავ 
ალკოჰოლიკების  და ჰიპოტონიკების თაობავ 
დაქანცულების და  დანძრეულების თაობავ 
დიადების  და უდიადესების თაობავ 
ოპტიმისტების  და ექსტრემალების თაობავ 
ბელადების  და ბოზების თაობავ 
ყლეზემკიდიების  და თვითმკვლელების თაობავ 
ზომბების  და ბარბების თაობავ 
ლათინური ანბანის ყველა ასოს თაობავ 
 
მე ვლაპარაკობ შენი სახელით ჩემო დიადო უვარგისო თაობავ 
მე უფლება მაქვს ვისაუბრო შენი სახელით თუმცა მე არ ვარ ალენ გინსბერგი 
და არავის მოუცია ჩემთვის ამის უფლება 
მაგრამ მე ვერ მოვიცდი სანამ მას მომცემენ 
მითუმეტეს რომ მას არასდროს  მომცემენ 
მე ხომ ალენ გინსბერგი არ ვარ 
და მე არ შემიძლია ლოდინი 
იმიტომ რომ მე რუპორი ვარ ჩემი თაობის 
მე ვარ მაცნე და თვალყურისმდევნელი მისი აბსოლუტური შეუმდგარობის 
მე მოწმე ვარ მისი სრული გადახდისუუნარობის 
მისი უუფლებობის 
და უვარგისობის 
 
მე ვაცხადებ: 
გაუმარჯოს გადასახადებისარგადამხდელების  თაობას 
ჯარის ვალდებულებისარმქონეთა თაობას 
არსადდარეგისტრირებულების თაობას 
რომლებმაც ყლეზე დაიკიდეს ყველა და ყველაფერი 
მე ვტკბები შენი წელში მოხრილი დევნილი გარეგნობით 
შენი სიფათით 
შენი ეშმაკური ღიმილით 
შენ ჩემი ახდენილი იდეალი ხარ 
შენ აღთქმული ოცნება ხარ მთელი ჩემი დამათრობელი ცხოვრების 
მშვენიერი როგორც სხეულის ფრაგმენტები 
გაფანტულები ქვაფენილზე ივლისში 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.