ROLL ON STONES





პოეზია

ROLL ON STONES




 

მთარგმნელი: ნორიკ ბადოიანი 
 
ბიჭებო პროვინციული ქალაქების პროლეტარული რაიონებიდან
თქვენი ღარიბული უბნების პატარა საძინებლებში
თქვენ კითხულობდით ჭკვიანურ წიგნებს
ოცნებობდით
ანძრევდით
სწავლობდით ენებს
წერდით ლექსებს
ძალიან ბევრ ლექსს
ორიგინალში კითხულობდით რილკეს რემბოს ჯოისს  გონგორა არგოტეს
 
ზაფხულობით ლოთაობდით  მყუდრო ჩრდილიან პარკებში
ბნელ ბუნაგებში
და საშიშ ფლეტებზე ზამთარში
ეწეოდით ადგილობრივ განჯაბასს
სვამდით თერმობირთვულ რძეს
ჭამდით პურს ექსტრაკტით
იღვიძებდით სტუმრად
გიყვარდებოდათ და ოცნებობდით
მიილტვოდით ამაღლებულისკენ
 
რატომ იყავით იქ   თქვენი ლექსებით და ენებით ბუნდოვანი პროვინციული ქალაქების პროლეტარულ რაიონებში
რისთვის?
ვის სჭირდებოდით იქ?
 
იმისთვის რომ 30 წლისათვის პატიოსნად გეღიარებინათ თქვენი სრული გაბანკროტბა
სულიერი ინტელექტუალური და ესთეტური
და მოგეკლათ თავი
ან შემთხვევით გადარჩენილიყავით
 
რა დაგრჩათ ბიჭებო ამ პირქუშ ცივ არაცოდნისმოყვარე მეგაპოლისში
არა მეგაპილისში არამედ მეგაზონაში
მეგაიკაშიარამედინტერზონაში
ნებაყოფლობითი მონებისთვის და ზეკებისთვის
რა საჭირო ხართ აქ თვენი მოუნანიებლობით
თვენი ლექსებით და ენებით
თქვენი პროვინციული ლტოლვით ამაღლებულისკენ
სად აღმოჩნდებით 5 წლის 10 წლის 15 წლის შემდეგ
 
ეს არც ისე მნიშვნელოვანია
სამყარო ვიწროა
ცხოვრება რთული
თქვენ კი  არა გაქვთ სამშობლო
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.