• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბავშვიყლაპია

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 1876

ეს ლექსი დაიწერა, როცა გოგიტა აბაშიძე შიმშილით გარდაიცვალა. დავწერე და კარგა ხნით დავივიწყე, მეშინოდა,  პათეტიკური არ გამოსულიყო. არც შევცდარვარ – პათეტიკურია. ანუ ისაა, რასაც გამუდმებით გავურბივარ წერის დროს.  მაგრამ, ვფიქრობ, არის მომენტები, როცა გარდაუვალია,  იყო პათეტიკური.  ავტოაპოლოგია გამომივიდა. ზოგჯერ ეგეც გარდაუვალია.  

პ.შ.

--------------------------------------------

ის (ბავშვი) შიმშილით მოკვდა.

შემასმენელმა შემასმინა, რომ

ერთპირიანი ზმნა ორპირია.

ენობრივი ლოგიკიდან გამომდინარე,

მე ვზივარ ორპირ ქარში

და პირი თოთო ბავშვებით მაქვს სავსე.

ოჯახის ექიმის რეკომენდაციით,

კარგად ვღეჭავ, მადიანად ვტკვირავ ქორფა ძვლებს,

ხორცს ვაგემოვნებ, სასაზე ვიდნობ,

რათა მომნელებელმა სისტემამ საიმედოდ აითვისოს.

ყველაფერი კარგად არის,

ტუჩებზე შერჩენილ ნამცეცებს ვიწმენდ (ჰიგიენა მნიშვნელოვანია)

და ძვლებს ხმაურით ვაფურთხებ.

კარი გამიღე, სამშობლოვ,

ძუძუებით რძე მომაქვს, პირით – ბავშვები,

შენ კვება გჭირდება,

შენ ავად ხარ!

 


ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული