- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ცუდი ლექსის აპოლოგია
ყოველთვის მსურდა, დამეწერა ცუდი ლექსები,
მაგრამ ეს ისეთ ტიტანურ შრომას მოითხოვს,
იძულებული ვარ, გენიალურ ლექსებს დავჯერდე.
ტანკა ტანკისა და ტანკას შესახებ
(დიდ მწერალს - ჯემალ ქარჩხაძეს)
ტანკისტმა ლულა შემართა,
ტანკისტმა კი – კალამი.
მაგრამ ყოველთვის ტანკისტი იმარჯვებს.
პოტენციურობა
ეს ლექსი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ სანამ საწერ მაგიდამდე მივბარბაცდი,
გადამავიწყდა.
მამა
ბოლოს ისე გამელოტდა,
აზრები მოუჩანდა.
უფლის მონოლოგი
კიდევ კარგი, რომ არ ვარსებობ.
––––––––––––––––––––––––––
მესამე ლექსები – იხ: რუსთველი