- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
შე ბებერო ბოზო,
სისხლისმღვრელები და ცბიერები აქე, ჰომეროსო.
აქე ყველა, ვინც ანგრევს ქალაქებს,
გამაუპატიურებლები, ხარბები აქე.
აქე ხალხის ხალხზე საომრად აღმძვრელი,
ომის საშინელება შენი მდიდარი ენით სანდომად აღწერე.
მე დეზერტირების ვიქნები მესიტყვე,
უნდა გავიხსენო გონჯი ჯარისკაცი - თერსიტე.
თერსიტე... თერსიტეებს თერსიტეებიან
სასაკლაოზე მიერეკებიან.
თერსიტე, რომელიც აგინებს
აგამემნონს და აქილევსს.
თერსიტე, რომელსაც არ სურს სამშობლოდან შორს დახრან მატლებმა,
თერსიტე, რომელსაც ცოლ - შვილი და კერა ენატრება.
თერსიტე, რომლის გული ყოველთვის
შინდამაბრუნებელ ხომალდებს მიელტვის.
თერსიტე, იარაღი
ბრძოლის ველზე რომ მიალაგა.
ის ხედავს, თვითონ დახოცილთა სისხლის ჭაობში ეფლობა,
გამარჯვებით კი მხოლოდ მეფეები და მხედარმთავრები სარგებლობენ.
ნათარეშალიც, ნადავლიც -
მეფეებს და მხედარმთავრებს.
არ გაძღა მათი მუცელი,
თერსიტე, შენ გაუძელი!
ოქრო და ვერცხლი მიეცი, დიაცნი
ყლეზე მიაცვი
და იყოს შენი საკბილო,
რაც იმათ ისიამტკბილონ.
თუკი ეს ხვედრი ვერ ზიდე,
გაპამპულაონ თერსიტე.