• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მოცულობითი ჰაიკუები

×
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 16 იანვარი, 2014 1928

ჰაიკუ შურისძიებაზე

 

ჯიჰადი გამოცხადებულია.

ნაკუწებად ქცეულ პრეზიდენტს

მაკდონალდსიდან ვუყურებ.

 

*   *   *

ობოლი აფრიკელი

დედას ელტვოდა,

დედას... დედას?..

სადღა გყავს დედა? –

გაიფიქრა სალდათმა.

 

*   *   *

ეკრანი ციმციმებს –

ღმერთი ზარს მიშვებს...

არ დავურეკავ...

 

 

*   *   *

ბილბორდზე გაკრულ

მადონას პლაკატს ცოტაც

და ლიფი გაძვრება...

 

*   *   *

ზიმერის დაკრულს

ვეღარ გაუძლო ბახმა...

''სიკვდილი 2''...

 

Vermis sum

დიახ, იქ ვბობღავ

სადაც ყველანი წახვალთ... –

თქვენში ვიქნები...

 

ჩვიდმეტმაისელი "მამაო"

 

დაჭრილი ღმერთი

უსუსურად უყურებს...

''მე მაინც მოვკლავ!''

 

თალიბებს

 

მუჰამედი გათავდა, –

აქლემმა შიდსი აჰკიდა

და უდაბნოში მიაგდო.

 

ნიცშეს

მე მივაგენი ზე–ადამიანს,

მივაგენი შენი მინიშნებებით,

მაგრამ ჩემშივე მოვკალი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული