ვინ ვარ მე,
როცა საკუთარ ქვეყანაში
მისიონერივით დავბორიალობ
და ვერაფერს ვცვლი...
ვინ ვარ მე,
როცა ყველაფერს შეგუებული
კონფორმისტი ნაძირლები
თვალებში მიყურებენ
და არ სცხვენიათ...
ვინ ვარ მე,
როცა საკუთარი თავის მცველმა
პოლიციამ დამნაშავედ მაქცია
და 2000 ლარიანი გირაო
დამაკისრა დროებითი
თავისუფლების სანაცვლოდ...
ვინ ვარ მე,
თუ თავისუფლებად ჩემს მიწაზე
მოგზაურივით ხეტიალი მიმაჩნია...
ვინ ვარ მე,
როცა პროკურორის გაყინული სახის
წინ საკუთარ ცრემლებს ვახრჩობ საყლაპავ მილში...
ვინ ვარ მე,
როცა ჩემს უკან მდგარი ოჯახის გამო
არ შემიძლია სათანადო პასუხი გავცე
პლოიციური სახელმწიფოს აღმასვლას...
ვინ ვარ მე,
თუ კი ფულის გარეშე
საკუთარი თავის დაცვაც „ქართულ ოცნებას“ უტოლდება...
ვინ ვარ მე,
როცა საკუთარი სახელმწიფო ჩემი მტერია
და მე მაინც ამაყად ვცდილობ მის სიყვარულს...
ვინ ვარ მე,
როცა ღმერთის მითის მხოლოდ მაშინ მწამს,
როცა მიჭირს,
როცა მითის რწმენაც დიდი ვერაფერი ნუგეშია...
ვინ ვარ მე,
როცა პოლიციის უფროსი
ჩემზე კითხულობს,
რა ჯიშის ვარ...
(რაც მთავარია თქვენი ჯიშის არა ბატონო პოლიციელო)
და ვინ ვარ მე,
როცა ამ ყველაფერს ვწერ
და საკუთარი არსებობის არ მეშინია...