• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ფრაგმენტები

×
ავტორის გვერდი ნატალია კლიაჩარიოვა 00 , 0000 2187
თარგმანი: ნორიკ ბადოიანი
 
მე – ულრიკე მაინჰოფი : 
 
ჩემი ქალიშვილები წერილებს მწერენ. 
მე კი არ შემიძლია ვუპასუხო. 
მე სიტყვების მრცხვენია. 
სიტყვას მხოლოდ დასაწყისში ჰქონდა ძალა. 
და მხოლოდ ღმერთთან. 
მე კი რაღა ვქნა ? 
შენ მომეცი მხედველობა, 
შეგიძლია ნათელმხილველადაც ჩამთვალო. 
მე კი ამ ძღვენისგან – 
სიგნალიზაცია გამომიმუშავდა. 
მე მთლინად – განგაშის შეუწყვტელი სიგნალი ვარ 
ALARM! – 
ვიღაცამ გადამითარგმნა: “იარაღთან!“ 
მაგრამ აქამდე შენ მიმიყვანე. 
შენ მომეცი მხედველობა,სირცხვილი და უძლური სიტყვა. 
მე ავიღე პისტოლეტი ორივე ხელით 
და ვესროლე სარკეს. 
ეს იყო ჩემი პირველი სიკვდილი. 
ნაპრალებიდან ღამემ დაუბერა. 
და მე წავედი. 
მალე ისინიც წავლენ. 
ოღონდ სხვა მხარეს. 
შეწყვეტენ წერას. 
მალე მათ განუმარტავენ, 
რა არის „მკვლელი“.
 
 
 
მე – შამანი ალიოშა:
 
იმ ღამეს ერთბაშად
ყველა ხიდან 
ყველა ფოთოლი ჩამოცვივდა.
ეს   წყალდიდობას ჰგავდა.
ოღონდ მშრალს .
მე მეტყველების უნარი დავკარგე.
და ქალს პარკში მოვპარე ხმა.
ფოთლები მას მკერდამდე სწვდებოდა.
და მე ვიფიქრე :
მაინც ვერ გამოცურავს.
ეს იყო დღისით,
როცა მანქანები ბუქსაობდნენ
და ტრამვაები გაჩერდნენ.
მე ვთქვი მაშინ:
„მე არ ამომირჩევია ეს ტკივილი.
ეს მან ამომირჩია მე.
ხელი მომკიდა და წამიყვანა იქ,სადაც არ მინდა.
ეს თანდაყოლილი კოჭლობაა,
სულის მოტეხილობა,
რომელიც არასდროს შეხორცდება.
უაზრობაა გკითხო: „რატომ“.
მე მხოლოდ „მაპატიეს“ ვამბობ.
რომ ყოველთვის უკან ვიხევ.
და ამ ჩავარდნებში გკარგავ შენ
და საკუთარ თავს.
 
მე – მთვრალი თათარი ქალი სასადილოდან:
 
ჩემმა კაცმა მხოლოდ სიტყვა „მე“ იცოდა.
ის ლაპარაკობდა საკუთარ თავთან საკუთარ თავზე.
კამათობდა კიდეც : „მე ასეთი ვარ ? არა,მე სხვანაირი ვარ!“
თავს ისე მარტოსულად ვგრძნობდი.
მე მინდოდა,
რომ მას ერთხელ მაინც ეთქვა: „შენ ასეთი ხარ!“,
რომ ცოტა მაინც ელაპარაკა ჩემზე.
ის კი ვერ ხედავადა.
მე ყველა მის მეგობართან ვწვებოდი.
ვფიქრობდი,
იქნებ,მათ უთხრან რამე ჩემს შესახებ.
და მაშინ ის შემამჩნევს.
მე  ცუდი სენი შემეყარა.
სამი აბორტი გავიკეთე,
ტუჩები დამისკდა.
მაშინ მან თქვა:
„განა მე ცუდი ვარ ? არა-  მე კარგი ვარ!“
და გამაგდო სახლიდან.
მე ვრეცხავ ჭურჭელს სასადილოში.
მე ვიძინებ ტრამვაებში და
დავდივარ პარკში.
მე ვსვამ ღამღამობით და ვუყურებ მის ფანჯრებს.
მე მის გვერდით  ვხედავ სხვას.
ის იხდის შავ კაბას.
მის სხეულზე ნაცნობი ბზარებია.
ის ეხეთქება მას.
ყოველ ღამე.
ის აცრემლებული იძინებს.
 
 
მე – ედიტ პიათის მოჩვენება:
 
Je n’ suis qu’une fille du port,
une ombre de la rue…
იქედან მოყოლებული , რაც  გადავიყვარე,
მე სულ მეშენია,რომ ის მოკვდება.
მან კი,მართლაც,დაიწყო ავადმყოფობა,ავადმყოფობა…
მაგრამ მე ხომ მხოლოდ იმიტომ გადავიყვარე,
რომ  თვითონ მოვკვდი…
Je ne regrette rien…
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული