• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უკუარსი

×
ავტორის გვერდი რასელ ედსონი 00 , 0000 2268

ფილოსოფოსები

თარგმანი: ნინო გოგუა

მე ვფიქრობ, მაშასადამე, მე ვარსებობ, თქვა კაცმა. პასუხად, დედამ თავში წარმოარტყა სიტყვებით – მე თავში წამოვარტყი ჩემს შვილს, მაშასადამე მე ვარსებობ.

– არა, არა! შენ არასწორად გაიგე, წამოიყვირა კაცმა. – მე ვურტყამ, მაშასადამე, ჩვენ ორივე ვარსებობთ – დამრტყმელი და დარტყმული, თქვა კაცის დედამ.

მაგრამ ამ დროს კაცს ცნობიერება წაერთვა. ქვეცნობიერად კი მას არ შეეძლო ფიქრი. მაგრამ დედამისს შეეძლო. და მან იფიქრა, – მე ვარსებობ, და ასევე არსებობს ჩემი გონებაწართმეული შვილი, თუნდაც ის ამას ვერ ხვდებოდეს.

 

უკუარსი

თარგმანი: პაატა შამუგია

 

სარკის მეორე მხარეს შებრუნებული სამყაროა,

სადაც ავადმყოფი იქცევა კარგადმყოფად,

სადაც ჩონჩხები აღდგებიან მიწიდან

და პირველი სიყვარულის ლორწოს მოიცილებენ

 

საღამოობით მზე უბრალოდ ამოდის

შეყვარებულები კივიან, რადგან ერთი დღით გაახალგაზრდავდნენ

და მალე ბავშვობა გაძარცვავს მათ სიამოვნებებისგან

 

ასეთ სამყაროში ბევრი რამეა სამწუხარო,

რაც, თავისთავად, ბედნიერებაა.

 

 

შემოდგომა

თარგმანი: ნინო გოგუა

 

იყო ერთი კაცი, რომელმაც ორი ფოთოლი იპოვა,

შევიდა სახლში და მშობლებს უთხრა – შეხედეთ, ხე ვარ.

პასუხად მათ უთხრეს, ეზოში გასულიყო,

რადგან თუ მისაღებ ოთახში გაიზრდებოდა, მისი ფესვები ხალიჩას დააზიანებდა.

მან თქვა, რომ თავს ისულელებდა და სინამდვილეში ხე არ იყო, და ფოთლები დაყარა.

 

და მისმა მშობლებმა თქვეს – შეხედე, შემოდგომა დადგა.

 

 

სათამაშოების გამკეთებელი

თარგმანი: ნინო გოგუა

 

სათამაშოების გამკეთებელმა გააკეთა სათამაშო ცოლი და სათამაშო ბავშვი.

გააკეთა სათამაშო სახლი და სათამაშო წლები.

მან გააკეთა სათამაშო, რომელიც დაბერდებოდა და მომაკვდავი სათამაშო.

სათამაშოების გამკეთებელმა გააკეთა სათამაშო სამოთხე და სათამაშო ჯოჯოხეთი.

 

მაგრამ, ყველაზე მეტად, მას სათამაშო მძღნერის გაკეთება უყვარდა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული