• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მასსა სიზმართა წესად

×
ავტორის გვერდი გიორგი კაპანაძე 03 მაისი, 2021 2308
 
ჯოჯოხეთურად მწველსა და გავარვარებულ; სიმხურვალის ღვთაებრივ ნიშნულთან მისულ და ხელი-ხელ გადახვეულ.. ტრიალ-უკაცრიელ ალაგას, ზედ შუა წელზედ… უჟმური ხვატისაგან არაქათგამოცლილი, საწყალობლად დადამბლავებული და გალურსული… ხელ-ფეხ-ჩლიქის სრული დეგენერაციითა და მოწყვეტით.. თვალგაშტერებული, აგონიის ქიმზე გასულ-გამოსული… შუასაუკუნეობრივ მეომრული სისასტიკესავით; საკუთარი თანამებრძოლების მიერ მკვდართა საუფლოს მაგისტრთთათათვის, ხრიოკ მიწაზე, მეფის მოწინავე არმიის ჯარისკაცივით…მისივე ბეცობისა და მძიმე ტვირთობის გამო უპატრონოდ დატოვებული..უსულოდ, უმოძრაოდ…თვალებდაკარგული…მზის ღვთაებრივი სისასტიკით სავსე სხივებისგან დაღალული წევს აქლემი ბენო და სიკვდილის სასიამოვნოდ ამაზრზენ სურნელს,  მოხუცის სისხლძარღვების არითმიისებურად მფეთქავი დახრუკული ცხვირის ნესტოებით, ხარბად ისრუტავს… საიდგანაც სიკვდილის უჯრედები… მთელს ორგანიზმსა და ხელშეუვლებელ სულს მეტასტაზივით ხარბად ეწაფება და გაღარიბებული აზნაურივით საწყლობელ.. მზის სხივების კავალერიისაგან კარალიოკის ჩირივით გამომშრალსა და დაძაბუნებულ აქლემის სულსა და სხეულს ზანტად..მეტანიით..სასოებით ისრუტავს…
 
ბენოს გარშემო, თვალშესაწვდენ ტერიტორიას, წრედ მიუყვება - თავჩალმაგადავლებული ბედუინისებრი არსებების მთელი კოჰორტა… თვალ-უპეგაშტერებულნი, პირნერწყვმომდგარნი, შავტაიჭხეზემიბმულნი, სულმოუთქმელად ელოდებიან..იცდიან, ითმენენ, იკავებენ-აკავებენ.. გასაცოდავებული აქლემის კიდევ უფრო-გასაცოდავებას. კბილებს ილესავენ, ცოცხლად შექმნილ-ბუნებისმიერშეზავებულ - ,,ბენოს ჩიფსების”- ჭამისაგან მიღებული სიამოვნების წინასწარ წარმოდგენისდა გამო…
 
ბუნების მიერ, უნებურად და მაცდურად შექმნილ გულისგამაწვრილებელ დუმილში.. დისონანსი, მთელი ამ ვაკხანალიის უსტაბაშთაგან, მხოლოდ, დემეტრე მეფის მიერ სისხლის სიგელით დამტკიცებულსა და პატივმინიჭებულ სამშობლოდან უგზო-უკვლოდ გადაკარგულ, სიზმართმხილვევლსა და სიზმართა მიერ შთანთქმულ, კეთილშობილურად უმეცარსა და ღვთაებრივად გაქსუებულ მისტიკოს მისიონერ - ჯორჯო კაპანელის შეაქვს, ვაგლახად შივასა, ალლაჰისა, ბუდდისა, კალისა და მისთანანი…
 
კეთილშობილი აზნაური..კაპანელი, მისდა უნებურად, სიზმრის მაცდური და ვნებაამშლელი დაძაბულობის გამოისობით იმყოფება ამ ღირსშესანიშნავად ულმობელ ალაგას. ჯორჯიო არც სახელლის და არც მემკვიდრეობის წმინდა (თუ წმინდა მემკვიდრეობის) შენახვისა და შთამომავლობასა ზედა გადაცემის მოტრფიალე და მოამაგე არ გახლავთ და ვინიცობაა, საქართველოს რომელიმე სამთავროში შეგხვდეთ და დიონისეს მიერ დალოცვილი და კურთხეული სითხის თანხლებით ლაზღანდარობა, თუ ფალოსოფიურ-მისტიური თემების განხილვა და ჩაყოლა(ჩათრევას ჩაყოლა სჯობია,  მოგვეხსენება..) გთხოვოთ, ან მოგთხოვოთ… მერე თქვენ იცით და თქვენმა კაცობამ… მაგრამ მე ჩემის მხრივ მტკიცე უარს შემოგთავაზებდით პასუხად, მაგ ოინბაზურ და სახელ-სახედამკარგველი სიამოვნების მიღებისაგან თავის ასაცილებლად და უღმერთოდ მტკიცე უარის თქმას… თქვენივე სულის მარად და მარად უცვლელად და ღვთაებისმიერი შთაგონების მიერ შეუბღალავად არსებობისდა გამო…
 
აზნაური ჯორჯო, მტკიცედ მაგრამ მისივე სულის მიერ ახლოს ვერ მიკარებულ; იგნორირებულ და შეუცნობელ ზმანებაში.. მაინც რაინდისებური ფიცის სიმტკიცით მიიწევს წინ და წინ და ღმერთებს ბალი ათი შაურადაც არა სთვლის, მაშინ როდესაც, ,,იგი არს, რაც არს და მისსა ზედა”.. 
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული