- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: პაატა შამუგია
ამ წუთას ვკითხულობ კირკეგორის ციტატებს (რედაქტორი გორდონ მარინო), დიდი დანიელი ფილოსოფოსის ბრწყინვალე გამონათქვამების ნაკრებს. მას თავის ეპიტაფიაზე ასეთი წარწერის გაკეთება სურდა: "სულ ცოტაც და, გავიმარჯვებდი, და მთელი ბრძოლა უცებ დამთავრდებოდა." მიყვარს ფილოსოფიის კითხვა. ბევრი ფილოსოფოსი ისეთი არაპოლიტკორექტულია - ისინი უპირისპირდებიან სტატუს კვოს, უპირისპირდებიან ღმერთსაც კი. ნიცშე ჩემი ფავორიტია. ის უბრალოდ გიჟი იყო. ნიცშე რომ ჭეშმარიტად გაიგო, შენი IQ, სულ მცირე, 300 მაინც უნდა იყოს. ფილოსოფიის გარდა, ყოველთვის ვკითხულობ წიგნებს ისტორიის შესახებ. ვიღაც ძალიან ბრძენს უთქვამს, წარსული - ეს აწმყოა მხიარულ ფერშიო. ყველაფერს ვკითხულობ ალექსანდრეზე, გადმოვწერე "ალექსანდრე დიდი მაკედონელი, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო"- სინ პატრიკის ავტორობით. ალექსანდრე ყველას გიგანტი ჰგონია, სინამდვილეში ჯუჯა იყო. "მირჩევნია, ცოტახანს ვიცხოვრო დიდებაში, ვიდრე დიდხანს - უსახელოდ" , - თქვამ მან. მე ისე დაკავშირებული ვარ ამ ფრაზასთან!
რა მელოდა მე - შესვლა-გამოსვლა ციხიდან, შეიძლებოდა, ესროლათ და მოვეკალით, ან ქუჩაში ჩხუბი ჩვეულებრივი ქურდივით. ალექსანდრე, ნაპოლეონი, ჩინგიზ ხანი, თვით ცივსისხლიანი სუტენიორი აისბერგ სლიმიც კი, ყველანი დედიკოს ბიჭები იყვნენ. ალექსანდრე ამიტომაც მიიწევდა წინ. მას არ სურდა, სახლში მისულიყო და დედამისს ეუფროსა (ედომინანტა) მასზე.
ზოგადად, მაბოდებს წერილების კოლექციის შეგროვებაზე. შენ ფიქრობ, რომ ღრმა შეგრძნებები გაქვს? წაიკითხე ნაპოლეონის სასიყვარულო წერილები ჟოზეფინასადმი. ის გაფიქრებინებს, რომ სიყვარული სიგიჟის სახეობაა. ან წაიკითხე ვირჯინია ვულფის უკანასკნელი წერილი ქმრისადმი, დაწერილი მანამ, სანამ ჯიბეში ქვებს ჩაილაგებდა და მდინარეში გადაეშვებოდა.
მე არ ვეტანები მსუბუქ საკითხავს, მხოლოდ ღრმა, ღრმა რამეები. მე მსუბუქი კაცი არა ვარ.
დეკემბერი 13, 2013, WSJ.com
--------------
კარიკატურის ავტორი: სებასტიან კრუგერი