- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
„ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს.
მე მოგცემ ძალას, მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.“
ი.ჩარკვიანი
I
ჩვენ ვერ დავივიწყეთ წარსული
და მომავლის შექმნა გვიჭირს
აწმყო კი პერმამენტულად არ გვწყალობს
მაგრამ, როგორც ერის ერთ-ერთი მამათაგანისგან ვიცით,
მომავალი მაინც ჩვენია..
ისინი ამბობენ რომ ღმერთი მოკვდა
არადა ღმერთი ახლა ჩემს ოთხში ზის
და შავ "მალბოროს" ეწევა
და ბედნიერია
რადგან ამდენი ხნის შემდეგ ნორმალურ
გარემოცვაში მოხვდა ..
II
რა ხდება?! რას ვაკეთებთ ამ უდაბნოში?!
ხმამამაღლა არ იფიქრო თორემ ნაცისტური პოლიცია მოგვაგნებს
რა ნაბიჭვრები არიან
მაგათი დედაც
სად არიან ისინი ?!
სადა ხარ ჩემო სიყვარულო ?!
მისი იდუმალი ღიმილი ?!
მას არასოდეს მოვენატრები ?!
გუშინ კაფე გალერიში ბიჭი მომკვდარა
და ქვედა სართულზე თურმე მუსიკას მაინც უკრავდნენ
აბა რა show must go on
სანამ ცოცხლები ვართ გავატრაკოთ
არ გეწყინოთ მაგრამ ქართველი გეები უმრავლესობა იმაზე ბნელია
ვიდრე ის ხალხი ვისაც ისინი დასციანიან
არ მანაღვლებს დამიძახეთ ჰომოფობი
სიმართლე უნდა ითვქვას ,ამ დედანოტყნულ დროში
სადაც სუნთქვა მიჭირს
სადაც მოწყენილობისგან ვკვდები
სადაც სიმართლის თქმას ყველა ერიდება
მე უნდა ვთქვა სიმართლე
(ბოლოსდაბოლოს სიმართლე ხომ უნდა ითქვას)
რადგან მე ერთადერთი რაციონალურად
მოაზროვნე ადამიანი ვარ ამ ქალაქში
მე ბოლო პატრიოტი ვარ
ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით
მე მინდა ვიხსნა ჩემი ქვეყანა ამ ლიბერალებისგან ,
რომელთაც უნდათ გამოაყლევონ ჩემი
ნაწამები სამშობლო.
III
მე კეთილი ვარ
რადგან არ გეუბნები რომ მიყვარხარ
და არც შენ გაჟიმვას ვფიქრობ
რადგან ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც უნდა მოხდეს
ხდება შემთხვევით.
IV
რეალობა ამაზრზენია
და საშინლად მოსაწყენი
ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება
თვითმკვლელობაა,
მაგრამ მახსენდება რომ ჯერ გზაში ვარ
და დანიშნულების პუნქტამდე ჯერ კიდევ შორია.
სიმართლე რომ ვთქვათ ზოგადად საშველი არ არსებობს
თუ გინდა ათასობით ჯვარზე ეცვი
არადა ვიცი, ერთი კაცი
რომელიც მხოლოდ ერთ ჯვარზე ეცვა
და ახლა საკამოდ პოპულარულია,
მასზე ფილმებს იღებენ, წიგნებს წერენ
და ყვებიან უამრავ უცნაურ ისტორიას
და საერთოდაც ეს ჩვენი გმირი არც ისე ცუდი ტიპია
უბრალოდ იდეალისტია და ხანდახან სისულელეებს ჩმახავს
ისე რა ჩემი საქმეა ყველას თავის ჯვარზე გაუმარჯოს.
V
და მაინც ისმის კითხვა,რა ვქნათ ჩვენ
XXI საუკუნის დაბნეულმა შვილებმა
რომლებიც დაბადებიდან დაღლილები ვართ.
თაობა, რომელიც იაფასიან ტაბლეტებზეა შემჯდარი
თაობა, რომელმაც მშობლები დაკარგა
თაობა, რომელიც სიყვარულის ნაკლებობას განიცდის
თაობა, რომელიც ვერ აჯანყდა, როცა ამის დრო ოყო,
თაობა, რომელმაც ვერაფერი იგრძნო
გარდა ეგზისტენციური შიშებისა
რომლებსაც ვერაფრით იცილებს.
და მაინც რა ვქნათ
ჩვენ XXI საუკუნის დაბნეულმა შვილებმა ?!