Password: ****





პროზა

Password: ****




-გ..გამარჯობა. მე ლიკა ვარ. პირველად ვარ თქვენთან.

-ჰო ვხედავ.

-დიახ. ქუჩაში ვნახე გაკრული პატარა ფურცლის ნაგლეჯი, დავინტერესდი და მაქედან მოგაგენით.
-მერე? რას ეძებთ აქ? - ნასიამოვნები ჩაცინების შემდეგ იკითხა მოსაუბრე მამაკაცმა.
-რავი.. საინტერესოა რას მეტყვით ისეთს საკუთარ თავზე, რაც მე არ ვიცი თავად.
   მამაკაცმა დააჭირა ღილაკს. ჩამოსრიალდა თეთრი ეკრანი და დაფარა ფანჯარა საიდანაც მკვრივად ღრუბლიანი თბილისი ჩანდა. გონებაში 8 სხვადასხვა გზით უკვე მოკლა გოგონა. ეკრანზე ლიკას პირადობის მოწმობა გამოჩნდა.
-თქვენ ხართ ლიკა ტაბატაძე დაიბადეთ თბილისში 1990 წელს.-დაიწყო მან მონოტორული ხმით-, ცხოვრობთ ვაჟაზე მარტო. დედ-მამა და 16 წლის ძმა ზუკა ვაკეში. მუშაობთ საქართველოს ბანკში, გყავთ მერსედესი ე კლასის. თავისუფალ დროს ძირითადად ატარებთ თიკასთან, ნინისთან და მარიამთან ერთად, რომლებიც თქვენი მეგობრები არიან.(როცა მეგობრები თქვა ხმაში ირონია შეეპარა მამაკაცს) ღია პირადი ურთიერთობა არგაქვთ ამ ჯერად არავისთან, 4 თვის წინ გყავდათ შეყვარებული ნიკუშა. სამაგიეროდ ნინის ქმართან ჟიმაობთ ორ კვირაში ან კვირაში ერთხელ, გააჩნია თქვენს განრიგს. ცდილობთ არ გამოტოვოთ წვეულებები სადაც ცნობილი სახეები ირევიან, რადგან თქვენი მიზანი მაღალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა. ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ დანარჩენებს დაანახოთ საკუთარი უპირატესობა, რომლის მისაღწევადაც ხშირად საუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც არ გესმით და იღებთ მრავალ სურათს პოპულარულ ადამიანებთან. შემდეგ Facebook-ზე ტვირთავთ და ელოდებით ხალხის რეაქციას. (მამაკაცი რასაც ამბობდა დამადასტურებელი ფაქტები ეკრანზე ისახებოდნენ) გგონიათ, რომ უსმენთ ჯაზს, რეალურად კი ეს პოპი და სოულია. გიყვართ ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარის ტარება, რომელიც ამავდროულად მიჰყვება მოდის ტენდენციებს. თქვენი ნაცნობებიდან უმეტესობა ფიქრობს, რომ ნამდვილად წარმატებული ადამიანი ხართ, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავთ. ბევრიც ფიქრობს, რომ თავში გაქვთ ავარდნილი, მაგრამ ყველა გეპირფერებათ პირისპირ, ამიტომ ნუეცდებით გარკვევას მაინც ვერ მიხვდებით, კარგად იციან თავიანთი საქმე. ზოგმა თქვენზე კარგად. საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ ყლე ხართ ლიკა. თქვენ ცხოვრობთ მძღნერში, რომლის სუნსაც ვერ გრძნობთ და ვერც იგრძნობთ. ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ უკვე და სულში გაქვთ მჭიდროდ ჩალაგებული ეს ყველაფერი. მიზეზი კი ის არის, რომ დედ-მამა არ გაქცევდათ სათანადო ყურადღებას გარდატეხის ასაკში. ისინი არ ინტერესდებოდნენ თქვენი სამეგობრო წრით და არ გითითებდნენ შეცდომებზე, რამაც საბოლოოს სირად ჩამოგაყალიბათ.
  ლიკას თავბრუ დაეხვა და სკამიდან გადმოვარდა.
-შემოდით და წაიყვანეთ. სანამ წაიყვანდნენ მაჯის ქვედა მხარეზე ბეჭედი დაასვა.
   ლიკამ თავის საწოლში გაიღვიძა. გონებაში ბუნდოვანი ფიქრები უტრიალებდნენ წინა დღის შესახებ. ეს ყველაფერი სიზმარი ეგონა სანამ ხელზე ბეჭედს დაინახავდა. სულ აერია წარმოსახვა და რეალობა. კიდევ 10 წუთი იყო ლოგინზე წამომჯდარი. შემდეგ პირჯვარი გადაიწერა, დაწვა და გააგრძელა ძილი.
   
                                                                        *

  ირაკლიმ ეკრანი ისევ ზემოთ აასრიალა. თბილისი უკვე ბინდში ხმაურობდა, იცინოდა, ყვიროდა, კვნესოდა… დიდხანს უყურებდა ქალაქს, რომელიც ერთნაირად უყვარდა და სძაგდა. თითი დააჭირა ღილაკს: ,,სალომე შემოდი” . სამუშაო მაგიდაზე დაიკმაყოფილა ვნებები და უკანვე გაუშვა გოგონა, წელზე გაჩენილი სილურჯით. სიგარეტით ხელში დაუბრუნდა სავარძელს და ბავშვობაში დაბრუნდა.
  4 წლის ბიჭი დარბის ოთახიდან ოთახში ჩუმ-ჩუმად. ბებია დამალობანას ეთამაშება. ,,გუგუუ” ისმის მისი ხმა, რომელიც ახლა არ ახსენდება როგორი იყო, მაგრამ მის გაგონებაზე ყოველთვის გუგული ახსენდებოდა. ნანახი არ ჰყავდა ბავშვს ფრინველი, მაგრამ ყოველთვის ხატავდა წარმოსახვაში ყავისფერ-ნაცრისფერ არსებას თეთრი წინწკლებით. პროპორციულობას დიდი გულმკერდი უკარგავდა, ის სულ ტოტზე იჯდა და “გუგუუ”-ს იძახდა. ირაკლიმ ახლაც არ იცის გუგული როგორია. ხან ფარდის ქვეშ, ხან პიანინოსა და კედელს შორის. ბებიამ ყოველთვის იცოდა სამალავი, მაგრამ არასოდეს იმჩნევდა. შემდეგ ის გარდაიცვალა. სოფლის სახლს მოკალდა დიდი ბებია, ტოტზე ჩამომჯდარი არაპროპორციული ფრინველი. ირაკლის არ ახსოვს ნახა თუ არა ცხედარი, მას მხოლოდ შეგრძნება ახსოვს. სიკვდილის. ღრუბლიანი ცის მიღმა არსებული ადგილის, სადაც დიდი ბებია ცხოვრობს.
  ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-შემო გაბრიელ.
-მივიყვანეთ.
-ძალიან კარგი. დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ. დაგირეკავ როცა დამჭირდები.
-ნახვამდის
  ირაკლი იქვე დივანზე წამოწვა და დაიძინა. დაესიზმრა ხალხით სავსე რომის კოლიზეუმი. თავად გლადიატორი იყო,  შუაგულში იდგა პუბლიკა კი იმპერატორის სახელს ყვიროდა. ის ესვენა ტახტზე. ნიღბით, რომლიდანაც ორი დამცინავი სფერო იმზირებოდა. იმპერატორმა ხელი აღმართა და გააღეს კარიბჭე. ღმუილით გამოცვივდნენ გამძვინვარებული ვეფხვები. ფრთხილი ნაბიჯებით შემოუარა ორმა მხეცმა მებრძოლს და ერთდროულად გაექანნენ მისკენ. ოსტატურად მოკლა ორივე. კოლიზეუმმა იქუხა: ,,ჰერაკლე!” თავისუფლება მხოლოდ ახლოს იყო. იმპერატორის წამოდგომამ დაადუმა ხალხი. სამყაროს მფლობელმა ნიღაბი მოიხსნა. იქიდან აფროდიტეს მშვენიერმა, გამძვინვარებულმა სახემ გამოანათა მიწა გასკდა და გლადიატორი ჩავარდა სიშავეში.
 -მარიამ!..
 
                                                               *
   

კოშმარმა ღამის 4 საათზე გააღვიძა ირაკლი. ძილის შებრუნება არც უცდია, ადგა და აბაზანაში შევიდა.

                                                                   *
  
     ლიკამ გადაწყვიტა მოენახა მამაკაცი, რომელმაც დაუნგრია წარმოსახვა საკუთარ თავზე, მოსპო ყველანაირი მიზანი მის ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა, რომ ცარიელია, რომ ლამაზად შეფუთული ხორცის ნაჭრის მეტს არაფერს წარმოადგენს. ლიკამ გადაწყვიტა მოენახა ირაკლი და მოეკლა. არ იცოდა ვინაობა, მისამართი, ნომერი, მხოლოდ გარეგნობა. ამ ინფორმაციით კი ის ვერაფერს მოახერხებდა. შენობაში კი თვალახვეული მიიყვანა ოთხმა მამაკაცმა. დარეკა ქუჩაში მიკრულ ნომერზე, შეუთანხმეს შეხვედრის ადგილი, ჩასვეს მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მიიყვანეს ირაკლისთან.
-გისმენთ.
-დედა როგორ ხარ? (ლიკა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი “სიყვარული” ჩაექსოვა სიტყვებში)
-მშვენივრად. როგორ გაგახსენდი?
-რავი მოსვლა მინდა და ხოიქნები დღეს სახლში?
-კი, შვილო.
-მამა და ზუკა როგორ არიან?
-შენს ძმას ისევ პრობლემებიაქ სკოლაში, ყელში ამოვიდა მაგის უმსგავსო საქციელები და გია ბათუმიდან მოდის ახლა 1-2 საათში ჩამოვა. სახლში დაგხვდებით ყველა საღამოსთვის.
-კარგი, მოვალ საღამოს.
     ეს სპექტაკლი იმისთვის გაითამაშა, რომ მამის რევოლვერი მოეპარა სახლიდან.

                                                                   *

     ირაკლი თავის სავარძელშია მოკალათებული უკვე ორი საათია და წითელ ღვინოს წრუპავს. თავისი დიდი ფანჯრები დაბურული აქვს, რათა მზე არ შემოუშვას. ღილაკზე თითს აჭერს.
-გაბრიელ დღეს თუ ვინმემ დარეკა არავინ მოიყვანოთ.
სიგარეტს მოუკიდა და გააგრძელა ფიქრი მარიამზე, უფრო სწორად, შემთხვევაზე რის გამოც დაკარგა ის. ეს შემთხვევაც არ იყო. არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, არც უღალატია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია, უბრალოდ დაკარგა. უყვარდა და ახლაც უყვარს, მაგრამ ირაკლი ვერ გამოხატავდა ბოლომდე ვერასდროს საკუთარ თავს. ფიქრობდა უამრავ რამეს, მაგრამ გაკეთებით ან თქმით ცოტას თუ დაანახებდა ქალს, რომელიც ვერ იქნება სრულყოფილი მის გარეშე. როდესაც ერთად იყვნენ, მოულოდნელად გაჩუმდებოდა ხოლმე, ჩაფიქრდებოდა და ხმას არ იღებდა დიდ ხანს. ან ზოგჯერ საერთოდ არ დაუკავშირდებოდა ერთი-ორი დღით. მობეზრდა მარიამს. დაძლია ლტოლვა და წავიდა. ახლა მისი თრთვილისფერი სხეული სხვის საწოლში დევს, სხვის ხელებს უჭირავს გაუხედნავი ცხენის სადავე. ირაკლიმ რა თქმა უნდა ყველაფერი იცის მათ შესახებ, თითქმის ყოველი დეტალი. იცის რა სირიც არის გიორგი სირბილაძე. იცის, რომ მისი გულგრილობის ბრალია მარიამის მასთან ყოფნა. გზაც იცის როგორ გამოასწოროს ყველაფერი, ათასნაირი გეგმა აქვს შემუშავებული, მაგრამ განხორციელება არცერთს არ უწერია. თვითონ ხომ არ მოეწონებინა ვიღაც გამოსირებულს, რომელმაც თავისი უაზრო ხასიათის გამო დაკარგა მარიამი, უკან დაბრუნებაზე ეჩალჩა. თანაც არ არის დარწმუნებული დაუბრუნდება თუ არა, გრძნობს რომ უყვარს, მაგრამ მხოლოდ სიყვარული აქამდეც არ იყო საკმარისი. გიორგის პოპულარობისაც ეშინოდა, რადგან მასთან დაპირისპირება გამოიწვევდა ყურადრების მიქცევას, რაც საქმეს გაუფუჭებდა.
-სალომე შემოდი!
ორგაზმში გადაზარდა თავისი ბრაზი და მელანქოლია. სილურჯეზე ისევ აჭერს თითს, ტკბება სიამოვნებისა და ტკივილის ჭიდილის ცქერით სალომეს სახეზე. გავიდა ოთახიდან გოგონა, თვითონ სიგარეტს მოუკიდა და თავი უკან გადაზნიქა. ჩაეძინა.

                                                               *

      ლიკა უკვე დაბრუნდა სახლში და რევოლვერი უჯრაში შეინახა. მამამისი ვერაფერს მიხვდებოდა, რადგან არასოდეს აქცევდა იარაღს ყურადღებას. ლიკას სამსახურიდან შვებულება უკვე აღებული ჰქონდა და ემზადებოდა ძებნისათვის. თავიდან იფიქრა ისევ დაერეკა ნაპოვნ ნომერზე. მოჩხრიკა ჩანთაში და იპოვა, მაგრამ ნომერი გათიშული იყო. ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ თვითონ ვერ შეძლებდა სამიზნის მონახვას, ამიტომაც გადაწყვიტა დაექირავებინა ორი სპეციალისტი. მათ აუხსნა ყველფერი და დეტალებში აღუწერა ირაკლის სახე. ამ ყველაფრის შემდეგ ნინის ქმარს დაურეკა.

                                                              *

      უკვე ოთხი თვე გავიდა რაც მარიამი არ უნახავს. ამ შეგრძნებით დამძიმებული დააბიჯებს ოთახში ირაკლი და თან ლიკას უთვალთვალებს. მის პირველივე შემოხედვაში დაინახა ვისთანაც ჰქონდა საქმე და ელოდა ლიკასგან ამ გადაწყვეტილებას. მისი შეჩერების უამრავი ვარიანტი დატრიალდა ირაკლის ტვინში, მაგრამ არაფერს არ აპირებს. მხოლოდ დააკვირდება. ხედავს მაძებრები დაგეზილი ავჩარკებივით როგორ ცდილობენ მისი სუნის აღებას და მიგნებას, მაგრამ უშედეგოდ. ლიკას ერთერთი გზა შემდეგი კლიენტის გამოცნობაა. შეხვედრის ადგილის გაგება და გაბრიელის მანქანისთვის გაყოლა. ეს ყველაფერი კი ძალიან რთულია, რადგან 2 მილიონი ადამიანიდან შეუძლებელია სამიზნის განსაზღვრა, ავტომობილი და შეხვედრის ადგილი სხვა იქნება, ასევე ტელეფონის ნომერიც. მეორე გზა კი ბედისწერაზეა დამოკიდებული. ირაკლი უნდა გავიდეს შენობიდან და შემთხვევით გადაეყაროს სადმე მაძებრებს. მხოლოდ ეს აშინებდა მას, მაგრამ კვდება ისე სურს მარიამის დანახვა, თუნდაც შორიდან რამოდენიმე წამით. ხვალ ის და გიორგი სავახშმოდი მიდიან, გამოიყენებს ამ შანსს. ახლა კი უნდა დაიძინოს, უნდა დაასვენოს ფიქრისა და მოლოდინისგან გადახარშული ტვინის უჯრედები. ღილაკს თითი დააჭირა:
- სალომე, ყველა წადით.
     
                                                                *
   
       მარიამი უბრალოა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც ჩანს მის გარეგნობაში გამორჩეულობა. მისი არსების მაგნიტური მისტიკა თვალებს უჩხვლეტს ირაკლის და გულს უტბორავს სიყვარულით, სევდით, შიშით, იმედით, უიმედობით… მარიამი ფანჯრიდან იყურება და თავს აჩვენებს გიორგის, რომ უსმენს, მისი გონება კი ოკეანის სიღრმეში დააბიჯებს.
-ხვალ სერიოზული შეხვედრაა და მინდა ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდე.
-როდის არ ვარ? - გამომწვევად უყურებს მარიამი
-ხო, მაგრამ ხვალ განსაკუთრებით უნდა ანათებდე!
-კარგი.- ელეგანტურად მოსვა ჩაი.
     ამ დროს კი ირაკლი ნეტარებაში ტივტივებდა, მაგრამ სიფრთხილეს არ კარგავდა. უკვე წასვლის დრო დადგა. სწრაფად დაამუხრუჭა ნეტარება და შეუმჩნევლად გავიდა კაფედან. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოიშორა სახიდან ნიღაბი და დაიბრუნა საკუთარი სიფათი. თვალებთან გათხაპნილი გრიმით საცოდავი შესახედაობა ჰქონდა და ზიზღით მოიწმინდა სახე.
     მანქანა გააჩერა შენობასთან და გადმოვიდა, იქვე გაკოჭეს. შეათრიეს ცარიელ შენობაში და დასვეს იქ სადაც ლიკა იჯდა რამოდენიმე დღის წინ. 15-20 წუთში ისიც მოვიდა, აღელვებული და გაოცებული.
-ეს არის! ეს ოთახია! ეს სახე! ეს დამცინავი თვალებია! - ისტერიულად უხარია ლიკას და ხელში რევოლვერს ათამაშებს. ფეხებთან ესროლა ირაკლის და თავზარი დასცა. შემდეგ შუბლზე მიადო იარაღი.
-კარგად გახსოვს ხო რაც მითხარი? რაც მაჩვენე!? შენ დამანახე სიმართლე. დამანახე, რომ არაფერი ვარ მყრალი ტყუილის გარდა. გმადლობთ! თქვენ ცხოვრების აზრი დამიკარგეთ! - ლიკას თვალები მრისხანებას და ისტერიკას აფრქვევენ ირაკლის სახეზე. ის გრძნობს, როგორ ეცემიან პატარა ნაპერწკლები ღაწვებზე და როგორ უწვავენ კანს - რისთვის გააკეთე ეს?! რატომ მაინცდამაინც მე?! რატომ ლიკა ტაბატაძე და არა სხვა!! ისევე წაგართმევ სიცოცხლეს, როგორც შენ წამართვი. ჯერ მითხარი რატომ მე? ძალიან კარგი… ამ ორი ჯენტლმენის დახმარებით… - ირაკლი ნელნელა ძვრებოდა სხეულიდან და კარგავს ცნობიერებას - ძალიან კარგი… ძალიან…. - ლიკას კივილი უფროდაუფრო ბუნდოვნად ესმის. ეკრანზე მხოლოდ ორი სიტყვაა გამოსახული “სიკვდილი.სიცოცხლე”. არჩევანი.

                                                                    *

-რა საჭიროა მეტი ცხოვრება, უკვე ხო ვიცხოვრე.
-ასეთი მართლა არ არის საჭირო.
-როგორი ასეთი?
-როგორიც შენ გაქვს.
-შენ რაიცი მე როგორი ცხოვრება მაქვს? მე თვითონ არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ შენ რაიცი?!
-ვიცი, რადგან მე შენ ვარ. არ იცი რისთვის ცხოვრობ, იმიტომ რომ შენ თავში ცხოვრობ. ჩაკეტილ შენობაში ზიხარ, რომელშიც არავინ იცის შენი სახელის გარდა სხვა რამე. სიბნელიდან უთვალთვალებ სხვებს. აგროვებ მათ სახელებს, მისამართებს, მოქმედებებს, ემოციებს. ზოგჯერ ცდებს ატარებ და ამის გამოა საკუთარი თეთრი ვირთხა რომ იარაღს გიმიზნებს შუბლში.
-უბრალოდ მომწონს, როცა ვხედავ მათ, როცა ვიცი მათზე. მაგრამ ეს არაფერია. ეს ჩემში არაფერს ცვლის, არც მათში, გამონაკლისების გარდა. მაინც მაწუხებს სულის სიღრმიდან სევდა, უკმაყოფილება, ბრაზი. ყველამ იცის სადაც ვიმალები, “გუგუუ” მეძახიან, მაგრამ მაინც ვერ გამოვდივარ, მეშინია, რადგან არვიცი გუგული როგორია. მეშინია არ იყოს ისეთი, როგორიც წარმომიდგენია. ყავისფერ-ნაცრისფერი, თეთრი წინწკლებით, გამობურცული გულმკრდით ჩამომჯდარი ფრინველი ხის ტოტზე. ამიტომ მირჩევნია ვიმალებოდე, თუნდაც იცოდნენ სად.
-მეც მეშინია იმედგაცრუების, მაგრამ შენ მარტო მე არ მეკუთვნი. მარტო ჩემთვის არ ცოცხლობ. შეხედე მარიამს! ხომ გიყვარს ასე ძალიან. შენი სისუსტის გამო ის სხვასთან არის. თან გიორგი სირბილაძესთან. შენი სილაჩრის გამო მარიამის სულს დინგით თელავენ ღორები. დედა? ბოლოს როდის ნახე მარტო დარჩენილი დედა? შენი გაუბედაობის გამო შვილის ნახვა აუხდენელ ოცნებად აქვს ქცეული. შენი ძმა კი მალე გაჩხერას დაიწყებს ვინმემ თუ არ მიაქცია ყურადღება. ხალხი, რომელიც გიყვარს რა მდგომარეობაშია შენ კიდევ გაქცევაზე ფიქრობ. ბოლოჯერაც ივაჟკაცებ და შენზე უარეს ნაგავს მოაკვლევინებ თავს.
-და შენ რა გინდა? რისთვის ცხოვრობ.
-მე ფრენა მინდა, ციხიდან გამოსვლა. მე ვცხოვრობ იმისთვის, რომ გიყვარდეს, გძულდეს, გეშინოდეს, გიხაროდეს, იმედი გქონდეს.. საკუთარი ცხოვრებით ტკბებოდე, მე თუ ჩამკეტავ შენც საკანში აღმოჩნდები. მე თუ დამმალავ არავის დაჭირდები, არავის ეყვარები, ვერავინ დაგინახავს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ვიცხოვროთ!
      ირაკლიმ ბეჭედზე თითი მიიჭირა და ოთახში დამაძინებელმა ნივთიერებამ გაჟონა, მეორედ ენდო იღბალს. პირველად არ გაუმართლა და დაიჭირეს ახლა კი მთავარია პირველს გაეღვძოს.


                                                                       *

-მე ვარ გააღე!
მარიამი შეხტა და უკან გაიწია კარიდან, იქვე დაჯდა იატაკზე. ირალკიმ კიდევ ერთხელ დააკაკუნა და გამოაფხიზლა აკანკალებული გოგონა. გონზე მოსულმა დაწყნარება სცადა და კარი გააღო, მაგრამ მაინც ვერ მალავდა იმ საშინელ შინაგან რხევას, რომელიც ტალღოვნად ვრცელდებოდა მის სხეულში.
-შემოდი და დაჯექი, მოგიტან რამეს.
-წყალი მარტო.
  მარიამი გავიდა სამზარეულოში და ცივი წყალი მოუტანა ირაკლის, როცა მასთან მივიდა შეჩერდა, დაფიქრდა და შეასხა სახეში. მეორე ჭიქა მოიტანა და მაგიდაზე დაუდგა. ირაკლიმ წყალი მოსვა და დაიწყო მშვიდად ლაპარაკი.
-შენობა მქონდა, სადაც ვიჯექი და ეკრანებიდან ვუთვალთვალებდი მთელს ქალაქს. შენც კი. (მწარედ ჩაიცინა). ამ საქმემ თავისი მსგავსი გამხადა. გულჩათხრობილი, უემოციო, ჩუმი. მეგონა ეს ყველაფერი უსაფრთხო იყო და ვერაფერი გამაჩერებდა. იქ ჩემს ოთახში არაფრის მეშინოდა, რადგან ჩემი არავის არაფერი მიჰქონდა, ჩემსას ვერავინ ხედავდა. არ მეშინოდა იმის, რომ ვინმე გამასულელებდა, ვინმე ზედმეტად ჩამთვლიდა, ვინმე მიმიღებდა და მერე მიმატოვებდა. იარაღი სანამ არ მომიშვირეს და სანამ სიკვდილთან არ ვიცეკვე, მანამდე ვერ მივხვდი ასეთი ცხოვრების უაზრობას, უმიზნობას. შიშის გამო ვიცხოვრე აქამდე, გაქცევის გამო. სიყვარულიც კი ვერ დაგანახე ბოლომდე ამ კომპლექსის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისაგანაც გავიქეცი და მარტო მიგატოვე, ჩემს პრაგმატულ გამომეტყველებასთან. შენგან ველოდებოდი გარანტიას, 100%-იან ალბათობას, რომ არ წახვიდოდი. მხოლოდ ამის შემდეგ გავაღებდი ყველა კლიტეს და მოვშლიდი ყველა საზღვარს, მაგრამ ეს ვერც შენგან, ვერც დედისგან, ვერც ძმისგან, ვერავისგან ვერ მივიღე. შიში კი ყოველთვის მერეოდა და არ აძლევდა ჩემში მყოფ ირაკლის ნებას გადავერჩინე. მე არ ვაპირებ პატიების ან დაბრუნების თხოვნას. თუკი ისევ გიყვარვარ თვითონ დაბრუნდები, როცა იგრძნობ ჩემს თავისუფლებას, გამარჯვებას შიშზე.
   ირაკლი წამოდგა და კარისკენ გაემართა, მარიამის საწვიმრად მომზადებულმა თვალებმა გააცილეს ის.

                                                              *
 
   უფსკრულში ჩავარდნილმა გლადიატორმა გაახილა თვალები და იგრძნო თავისუფალი ვარდნისაგან მოდუნებული სხეული. ჰერაკლემ ბოლომდე დაჭიმა ყველა კუნთი და წამიერად ერთ წერტილში შეიკუმშა... საბრძოლო მოედნის ნაპრალიდან სინათლემ ამოანათა და ყურების გამსკდომი ხმაური ამოიტანა. ამოფრინდა უამრავი ბეღურა და გარს შემოერტყა მთელს კოლიზეუმს ჟივილ-ხივილით. ბოლოს ალმოდებულმა არწივმა შეჰკივლა სიღრმიდან, გაარღვია ჩიტების გუნდი და ცისკენ გაემართა ხმაურიანად.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.