• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

Heliogabalus

×
ავტორის გვერდი ალექს სევეროვი 01 იანვარი, 2015 2292

თარგმანი: ცოტნე ცხვედიანი

 

ამბობენ:

არსებობენ ლიდერები,

რომლებიც არ ისწრაფვიან ბელადობისკენ,

რომ ისინი ვერ გარყვნა ძალაუფლებამ.

არ ტკბებიან ფუფუნებით.

რეპორტიორები  მათზე გატაცებით ყვებიან,

გვიჩვენებენ მათ

მატარებელში,

იაფფასიან ნომერში,

უბრალოდ ჩაცმულებს,

მოკრძალებულებს,

გრძელ რიგში მორჩილად მდგომებს,

მდიდრული სასახლეების გარეშე,

ოქოროს უნიტაზის გარეშეც,

შეზღუდული სახელისუფლებო ბერკეტებით,

მათზე ამბობენ:  ''ის ერთ-ერთი ჩვენგანია''.

 

სკეპტიკოსები ცდილობენ ეჭვები გაგვიჩინონ,

იტყვიან:

თავმდაბლი ლიდერების ზურგს  უკან

ყოველთვის დიქტატორი იმალება,

რომელიც რეალურად მართავს

და რომ ის  სინამდვილეში

თვალთმაქცი და

მონაა,

რომელიც ძალაუფლების ნარჩენებითაც კმაყოფილდება

 შენ ჩემო პრეზიდენტო,

ეცადე ეჭვები გამიფანტო,

მოდი დავსხდეთ და მე

ჰელიოგაბალუსზე გიამბობ,

ერთადერთ სახალხო ლიდერზე

და იქნებ შენც

მასავით გამოხვიდე გლახაკებთან ქუჩაში

უარი თქვა მოკრძალებულობაზე

და მთელი შენი დიდებულებით

ტრაკი მისცე

უსახლკაროებს,

ლოთებს,

უიმედოებს,

რადგან ძალაუფლების სიყვარულის ცოდვას

მხოლოდ ამგვარი ღვაწლით  გამოისყიდი.

 

ჩემო პრეზიდენტო, ესტუმრე მუშებს,

ბნელ მაღაროში და ღრმა მინეტი გაუკეთე.

გამიხარდება თუ კუნილინგუსის ტექნიკასაც აითვისებ

(გენდერული ბალანსის დასაცავად)

ჩემო პრეზიდენტო,

იქნებ იაფფასიანი აბებით დაუძლურებული

ჩემი ყლეც ფერზე მოიყვანო.

და როცა ხალხი გიხილავს:

 ქუჩაში წაკუზულს,

მუხლებზე დამდგარს,

ჩვენსავით...

დარწმუნდებიან, რომ ნამდვიალდ

იცნობ ჩვენს ტკივილს

და

ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული