• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

საქართველოზე

×
ავტორის გვერდი ჟაკ ბრელი 14 იანვარი, 2015 3600

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

ბრელის შემოქმედებაზე მუშაობისას, საფრანგეთის "ნაციონალური აუდიოვიზუალური ინსტიტუტის" (INA) საცავში გადავაწყდი სატელევიზიო გადაცემა Discorama-ს 1966 წლის ვიდეოჩანაწერს, რომელშიც მომღერალი იხსენებს თავის ტურნეს სსრკ-ში. იგი განსაკუთრებული გატაცებით ლაპარაკობს საქართველოზე. ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან, რომელიც გადაცემის რეჟისორის, რაულ სანგლას და ბრელის შვილის, ფრანს ბრელის ნებართვით, ვთარგმნე და კრებულში შევიტანე.

მთარგმნელი

 

"ტურნეს დროს უამრავ ხალხს შევხვდი... აღტაცებული ვარ სიკეთით და თავაზიანობით, რაც იქ ვიხილე და რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში... ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია! საქართველოში, თითოეულ სუფრას ჰყავს... დამავიწყდა... ჰო – "თამადა", და ეს კაცი სიტყვით გამოდის ყოველ ათ წუთში. ფეხზე დგება. მხოლოდ მასთან ერთად სვამენ. ცალკე დალევა არ შეიძლება... და იწყებს სიტყვის თქმას. ჰყვება, თუ რა კავშირია ქალის სხეულსა და მთის ფერს შორის მზის ჩასვლისას... და ამას ჰყვება, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებრად, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ, რომ ეს კაცი იმპროვიზირებს, ქმნის ერთგვარ პოეზიას დღის, სიტუაციის, თანამესუფრეების განწყობის და საუბრების მიხედვით... და ეს სავსებით ფანტასტიკურია! ქეიფობ და თან ერთგვარ პოეტურ რომანს ესწრები, რომელიც ამ ქეიფისას ვითარდება ქართული ღვინის, ხილის და უამრავი კერძის თანხლებით... და ეს კაცი ისევ დგება და ისევ ყველა უსმენს... მშვენიერია, მშვენიერი! რაღაც, პოეზიით თერაპიის მსგავსია. არაჩვეულებრივ შედარებებს აკეთებენ. ხშირი თემაა "ქალი". ქალს უკავშირებენ უამრავ რამეს... ადიდებულ მდინარეს, რომელიც ჰგავდა ქალს, რომელსაც დაშორდნენ... და ეს არ არის მითი. ცოტათი მართლაც ასე ცხოვრობენ, ახერხებენ წონასწორობის შენარჩუნებას პოეზიასა და იმ რეალობას შორის, რომელიც იქ არის საბჭოთა სისტემის სახით. ბევრს არ მუშაობენ – გაცილებით ნაკლებს, ვიდრე აქ. გაცილებით მეტი დრო აქვთ. ცხოვრება თვალსა და ხელს შუა არ ეცლებათ... ძალიან მოვიხიბლე. დამატყვევეს."

 

კრებულიდან "ფრანგული შანსონი"

 

წყარო: http://www.ina.fr/video/I00008474

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული