• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

INSOMNIAC

×
ავტორის გვერდი ილია დობაძიშვილი 13 იანვარი, 2012 1887

,,ხან მე დავუკარ მოყვასთ თავი,

ხანაც ისინი ჩამომეთხოვნენ

გზის დასასრულს კი, ვისოს მთებში, შემოდგომაა.”

მაცუო ბაშო

 

 

იმპოტენტი ვარ

ამასთან ჩემი ყველა, დანარჩენი კუნთი ატროფირებულია.

ამას გარდა კი, ალბათ არსებობს კიდევ უამრავი მიზეზი, გამომწვევი ჩემი ინსომნიის,

თუმცა, არ ვიქნები ადეკვატური თუ ერთ  სვეტად წამოვჭიმავ ყველა მიზეზს და ვარაუდს; აქედან გამომდინარე კი, მცირე დოზით, და კიდევ უფრო მცირე ხნით, თემიდან გადავალ, როგორც დროებითი, ფეხით მოსიარულე ავტომობილების სავალი ნაწილის გადაკვეთისას, ერთი ტროტუარიდან მეორეზე, და ისიც შუქნიშნის ფეხით მოსიარულეთა, ნებადამრთველი ნიშნის ამოქმედების დროს.

 

რა ამის პასუხია და: არც ერთი სამედიცინო თუ სამეცნიერი კვლევის არ მჯერა.

მით უფრო ამ კვლევაში მოყოლილი მონაწილეების.

და საერთოდ ანალიტიკოსების არსებობის.

 

ბოლო დროს, საშინელი, შემოქმედებითი სტერილურობის ქვეშ ვარ; არადა კაცმა რიგითი უელბეკს რომ დაეკითხო: ,,როდესაც სხვებში შიშსა და ზიზღნარევ სიბრალულს გამოიწვევთ, იცოდეთ, რომ სწორ გზას ადგახართ. შეგიძლიათ, წერა დაიწყოთ’-ო. გასაოცარია ამ ციტატიდან აღტაცებაში, მხოლოდ იმ ფაქტს მოვყავარ რომ ორივეს მივაღწიე.

 

ესეიგი, არასწორ გზას ვადგავარ.

 

გოგონას რომელიც მეტროში გვერდით მომიჯდა, რომელიღაც მცენარის სუნის ჰქონდა.

მგონი ლიმონის

და გავდა კატას.

 

ვუსმენდი Charles Mingus – Work song და მეტრო არ იყო ჩვეულებრივად გაძეძგილი.

ერთ-ერთ სადგურზე მოსაწევად გამოვედი.

კატაც.

 

ქურთუკის ზედა მარცხენა ჯიბიდან ვიღებ წიგნაკს, რომელშიც თითქმის ყოველდღიურად უმნიშვნელო წვრილმანებს, მცირე დაკვირვებებს, საყვედურებს და უმნიშვნელო გარემოებებს ვინიშნავ; ყოველივეს აბზაცის გარეშე. წიგნაკს გვერდებიდან ვხსნი რეზინის სამაგრს, და ვაძრობ სიგარეტს, დარჩენილი სამიდან ერთ ღერს.

სიგარეტის ფილტრი, თაფლისფერია.

კატა შედარებით ახლოს მოდის.

 

აცვია: მკერდთან მჭიდროდ მომჯდარი მუქი ფერის შიგადაშიგ კუბოკრული მაისური, რაც ლოგიკურია, კიდევ უფრო მჭიდროდ მომჯდარს ხდის მის შიგადაშიგ კუბოკრულ მაისურს მიღმა მონანიავე მკერდს. თუმცა უკეთესი იქნებოდა არ ცმოდა ბიუსჰალტერი და უფრო მკვეთრი ყოფილიყო, მისი ერთმანეთისადმი იდენტური ორი ზე/მდგომი ძუძუსთავი. მსუბუქი, ყავისფერი ფეხსაცმელი; ასევე ყავისფერი შარფი, და ყავისფერ შარფსა და ფეხსცმელზე, იგივე ტონალობის გაცილებით ბევრად მუქი მინი კაბა. და პაწია უფერული ხელჩანთა.

 

სიგარეტს ვუკიდებ.

 

-საზიზღარი ჩვევაა; სანთებელა გააქვს?-ამბობს კატა.

-ყველა საზიზღარი ჩვევა სავალდებულო არ არის-ვამბობ მე და სანთებელას ვუწვდი.

სანთებელა მაქვს.

..პაუზა

ვეწეევით.

 

საპირისპიროდ მოძრავი მეტროს ვაგონები არღვევენ ამ შუალედურ სიჩუმეს.

-შეიძლება, მართალიც ხარ.-ამბობს კატა.

-შეიძლება-ვამბობ მე.

-აქედან შორს ცხოვრობ?-თან გულწრფელად ურტყამს ნაფაზებს.

-არც ისე შორს.. საცხოვრებელი ადგილი დიდი ხანი არც არის რაც შევიცვალე.. აქამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. თუმცა, რაც უნდა მოინდომო აქედან შორს მაინც ვერ იცხოვრებ.

-მწერალი ხარ?-შედარებით გარკვევით გამოთქვამს ამას.

-არა, იმპოტენტი.... თან უძილობა მაწუხებს, და ამიტომ ვლაპარაკობ ბევრს და უაზროდ, პირველივე შესაძლებლობაზე.

-ბევრს არ ლაპარაკობ.

-ვცდილობ.

-ალბათ ამის გამო ქალებთან კონტაქტიც აღარ გაქვს.

-მთლად ასეც არაა.

-....-არაფერს არ  ამბობს კატა.

-....-არაფერს არ ვამბობ მე.

-ვერ გაქვს კარგი ამბავი.

-ნამდვილად.

-იქნებ არ იყო შესაბამისი ბოლო შეხვედრა?-ამბობს კატა.

-არ ვიცი, ვერ გამოვრიცხავ.

-უძილობა რატომ გაწუხებს?

-არ ვიცი.. რეჟიმში არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ბოლო დროის ფონზე მიჩვევის ამბავსაც ვერ დავარქვამ. უკვე რამოდენიმე თვე გადის თითქმის.

-გასაგებია.

-შენ რას საქმიანობ?

-ოფიციანტი ვარ.

-ალბათ ძნელია.

-თავიდან კი.. ხომ იცი, ყველაფერი მიჩვევაზეა.. თან თუ სხვა გზა არა გაქვს..

-ასეა.-ვამბობ მე.

-ასეა კი.-ამბობს კატა.

-მძულს ეს ქალაქი.

-დაგეთანხმები,, თან გკითხავ, რატომ?

-დეტალების გამო.

-მაგალითად?

-მაგალითად ის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთი კონკრეტული სახეობის მგზავრებს, ამ ტრანსპორტის... დაუშვათ ავტობუსის, მიხედვით განსაზღვრავენ იქ მყოფ ადამიანთა სოციალურ სტატუსს..

-მართალი ხარ.

-ყველაზე დასანანი ის არის რომ, ჩვენც დასაქოქი თოჯინებივით ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით.. არანაერი განსხვავება და ამას ყოველ დღე ვადასტურებთ.. და ვამტკიცებთ.

..პაუზა

მთელი ეს დრო ერთი ყურსასმენი, რაღა თქმა უნდა ყურის გავლით, ტვინში რომელიღაც კონკრეტულ ნაწილთან მაქვს მიერთებული და ღმერთების ტემპში მიედინება: Charles Mingus – Work song და თითქოს იმ ზემო ხსენებულ ტვინის რომელიღაც კონკრეტულ ნაწილში ეს უკანასკნელი კომპოზიცია მატერიალიზდება, ხელს მიქნევს და მომიწოდებს: დამშვიდდი!

-რას უსმენ?-ამბობს კატა.

-ჩარლზ მინგუსს.

-არ ვიცი.

-ჯაზს აზის.

-ოო, კოლტრეინები..

 

სინეკდოქე

 

-ოო, ეგ არის.

-შენ რას საქმიანობ, გარდა იმისა რომ იმპოტენტი ხარ და კიდევ უძილბოა გაწუხებს.-კატა იცინის.

-მე ვთამაშობ.

-თამაშობ?

-მეტონიმია.

-ანუ?

-ანუ.. ოფიციალური განმარტებით რომ გითხრა, ეს არის გადარქმევა, და კიდევ უფრო კონკრეტულად, მოვლენის ცნების ან საგნის ერთი სახელწოდებიდან მეორეთი შეცვლა მათი მეზობელობის შედეგად.

-მაგალითად?

-მაგალითად: შენ ხედავ ბავშვს, რომელიც დაუშვად ჭამს ბამბის ნაყინს ყველა თითით, პარალელურ რეჟიმში ამ ყველა თითით ცხვირს იჩიჩქნის, შემდეგ იღებს იგივე ამ ყველა თითს ცხვირიდან და ისევ ბამბის ნაყინის ჭამას განაგრძობს, ისევ იმ ყველა თითით. ამას ამჩნევს მამა, რომელიც დაუშვათ ბამბის ნაყინის გამყიდველ ქალს ეფლირტავება... მოკლედ ამ შვილის საქციელს ამჩნევს მამა, უფრო მეტიც, მამა ამას გარკვევით ხედავს და უყურებს.. შემდეგ შვილს უღიმის.. და ბამბის ნაყინის გამყიდველთან ფლირტს მშვიდად განაგრძობს.. აქედან დასკვნა: შვილი ხომ ყლეა? აი მამაც ყლეა!

..პაუზა

 

-ასე ვარქმევ სახელებს, ერთიდან მეორეს.-თან ვუღიმი-ამ უცენზურობის გამო კი ჩემი მხრივ ბოდიშს გიხდი.-ვამბობ მე და ვაგრძელებ-თუმცა ფაქტის კონსტატაცია, როგორც ასეთი, ცენზურას არ ექვემდებარება.

 

..პაუზა

 

-სიმართლე გითხრა მე ბევრი არ მესმის.-ამბობს კატა და თან იცინის.

-სიმართლე გითხრა ეგ უკეთესია.-ვამბობ მე.

-მას მერე, თუ გიცდია სხვასთან?-კატა უბრუნდება თემას.

-რა?

-გადამოწმება-თან იღიმის. ჩემი წინასწარი ვარაუდით, კატა პოტენციური ნიმფომანია.

-არა. სულ სამი დღის წინ შემემთხვა, დროც არ მქონდა.- მე ვითომ ახლა ვხვდები რაზეა საუბარი და ვპასუხობ.-სულ სამი დღის წინ..

-ხო, მაგრამ.... დასაწყისში ისე დარწმუნებით თქვი.

-საკუთარ თავთან, მარტო დარჩენილმაც რამოდენიმეჯერ ვცადე. და ალბათ ამიტომ.

..პაუზა

 

ყინვისგან ყველა თითი დაკოჟრილი და წითელი მაქვს.

-მე აქვე ვცხოვრობ,-ამბობს კატა.

ვერ გამორიცხავ რომ არსებობდეს ამას გარდა კიდევ რამოდენიმე რადიკალური გზა.

 

 

ცოტა ფეხით გავუყევით. მიუხედავად იმისა რომ ელექტრო ტაბლო გარკვევით გვიჩვენებს და ზოგ შემთხვევაში გვაიძულებს და გვარწმუნებს რომ კვირების განმავლობაში, ამ დაუმახსოვრებელ ქალაქში -13 გრადუსია გაბმულად, მე ამ ფაქტს და მით უფრო ამ კონკრეტულ მომენტში, ნამდვილად არ ვეთანხმები.

 

კატასთან მალევე მივედით. სახლი ვიწრო და დახუთული იყო. თუმცა ამას არანაერი გადამწყვეტი მნიშვნელბოა არ ჰქონდა. ამიტომ, გამორთული ტელევიზორის მოპირდაპირე ტყავის სავარძელში ჩავესვენე. კატა სააბაზანოში შევიდა, მცირე ხანში საცვლების ამარა დაბრუნდა მომიახლობდა და მკითხა:

-ყავა?

-ყავა.-ვუპასუხე მე.

სამზარეულოსკენ მიმავალს თვალი გავაყოლე და მივხვდი რომ რაღAცით ბევრზე მეტად მიმიზიდა, ამიტომ ყავას მთელი შინაარსით დაველოდე. ყავა მალევე მოამზადა, რამოდენიმესგან განსხვავებით. სამზარეულოდან ყავაზე მეტად, კატას სუნი მოდიოდა. სამზარეულოდან შემოსვლისთანავე, ღამის სანათი ჩართო და ჩემ გვერდითა სავარძელზე შესაშური სიმსუბუქით მოკალათდა ფინჯანი მომაწოდა და მიყურებს.

-რა გქვია?-ვეკითხები კატას.

-შენ?-მკითხა რომელიღაც მონოტონური პაუზის შემდეგ.

-მაქსიმილიან ბ.-ვეუბნები კატას.

-უცნაურია.-ამბობს კატა. ყავის ფინჯანს ჩვენ წინ, მდგომ დაბალ მაგიდაზე დგამს და მეკითხება-გინდა ვცადოთ?

-ვცადოთ.-ვეუბნები გულახდილად. და ყავის ფინჯანს მეც იმავე მაგიდაზე ვდებ.

 

ჩემ მოპირდაპირედ ცოტა ხანს გაშეშებული დგას და პირდაპირ სახეში მიყურებს, შეგნებულად თუ გარკვეული პატივისცემის ანდა უფრო მადლიერების ნიშად არც მე ვხრი თვალებს და მეც მას ვუყურებ. შემდეგ მუხლებზე დგება, შარვალზე ქამარს და ელვას ერთ მოძრაობად  ხსნის, ხელებს სავარძლის სამკლავურებზე ვაწყობ და ვჭიდებ. თავს ზემოთ წამითაც არ წევს, მარცხენა ხელით ანუსსა და ყვერებს შორის მანძილს ნაზად ეფერება და უიმედოდ დავარდნილ ასოს მთალიანად პირის ღრუში იტენის. დაახლოებით ვხედავ, ან უფრო ვგრძნობ რასაც ვეხები თუმცა უმთავრესი უკან მრჩება. კატა გულმოდგინედ ატრიალებს ენას მარჯვნიდან მარცხნივ, პირდაპირ და პირიქით. თუმცა ის ის იყო ვიფიქრე რომ ფორდი თავის ფორდშია, და სამყაროში ყველაფერი რიგზეა-მეთქი რომ მივხვდი, სინამდვილეში უშედეგოა ეს ყველაფერი. ჭერს ავყურებდი. მთელი ამ დროის განმავლობაში, წელში პნევმატური პისტოლედი VIGILANTE REVOLVER  მაქვს გაჩრილი, მოდელი: CCP8B2,  ტყვიის სიჩქარე (მ/წმ): 142, დატენვის მექანიზმი: CO2,  მჭიდის ტევადობა: 10 კლასიკური ან 6 BB,  ტყვიის ტიპი: კლასიკური/BB,  სიგრძე: 28.9, წონა: 0.9, კორპუსი: მეტალი/პლასტიკი, მოძრავი იმიტაცია.

 

მე მაქსიმილიან ბ. არ მქვია.

კატას ექსპერიმენტი ჩავარდა.

 

ეს კატამაც კარგად იცის.

 

პისტოლეტს ვიღებ ჩემ ფეხებშორის მისაბაძი მონდომებით ჩაყვინთულ კატას, თAვიდან რამოდენიმე მილიმეტრის მოშორებით პისტოლეტს შუბლს ზემოთა ნაწილში ვაბჯენ და  ექვს, მიზანმიმართულ ტყვიას ვესვრი მხოლოდ თავის არეში; საჭიროების შემთხვევაში , კიდევ რამოდენიმე ვაზნაა პერსპექტივაში

 

ხმის ამოღებას არ ვაცდი. თუმცა, თავი არც კი ამოუწევია. დამცველის გადაწევის ხმა თუ ვერ გაიგო ალბათ. მეორე ტყვიის შემდეგ სრულიად უგონო მდგომარეობაში ეცემა იატაკზე. დანარჩენი ოთხი ტყვია კი საყვედურებივით ცვივა მის კეფაზე და ოდნავ მაღლა. ოთახში მხოლოდ საათის ისტერიული წიკწიკი ადასტურებს ელემენტარულ არსებობას. სავარძლიდან ფრთხილი მოძრაობით ვდგები ფეხზე, ქამარს და ელვას ვიკრავ, პერანგს და ქურთუკს ვისწორებ. გასასვლელი კარისკენ მივდივარ, წამით უკან ვტრიალდები და ვხედავ რომ კატას თეთრი ტრუსი აცვია, ვარდისფერი ბაფთით მარცხენა თეძოზე, და ტრუსის ყველაზე საინტერესო კუთხე მსუბუქად სველია; მისი თავიდან მომდინარე სისხლის წვრილი, თუმცა საოცრად წყნარი ძარღვები, იატაკის ყველა ჭრილში მშვიდი თავდაჯერებულობით მიედინება, ამასთან იატაკზე რამოდენიმე, დაახლოებით თოთხმეტამდე მწერი გვერდის აუქცევლად კვეთს ერთმანეთს და ტელევიზორი ისევ გამორთულია.

გზად ბევრი ნაცნობი მხვდება, ყველას ვესალმები, დანარჩენ ყალბ საუბარს არავისთან ვამაბ.

 

ადამიანები რიგებში დგანან.

რიგები უამრავია, გარდაუვალი და დაუძლეველი.

ბინაში ვბრუნდები.

დენის ჩამრთველთან ზეპირად მივდივარ.

ძაღლს თავზე ხელს ვუსვამ, ძაღლის თვალები არის ბევრად მეტყველი და ღრძილები ლურჯი. რეზინისძირიან ფეხსაცმელს და ქურთუკს ერთ მოძრაობად ვიხდი, და ჩემი თეთრი ფერის წინდები მისაღები ოთახის ნათურაზე ბევრად მკვეთრია.

მისაღების ოთახის ნათურა სამოც ვატიანია

სიგარეტს ვუკიდებ.

სიგარეტის ფილტრი თაფლისფერია.

 

რაც შეეხება ჰანეკეს, ის ჩემი კინოს სანტა კლაუსია; და სწორედ ამიტომ საჩვენებელი თითით ვრთავ მონიტორს. რომელიღაც ინტერნეტ საიტზე შევდივარ, კატეგორიულად მივუთითებ ათასჯერ ნანახ 71 FragmenTe Einer Chronologie Des Zufalls-ს. და ერთიანად ვეფლობი სავარძელში და ვიწყებ ყურებას და სამოცდათერთმეტივე ფრაგმენტს გულწრფელად ვუყურებ, თუმცა, ასევე გულწრფელად შევეცი მაიკლ ჯექსონს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული