- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი: ლუკა ეხვაია
ეს ლექსი წყაროთა უმეტესობაში ხორხე ლუის ბორხესის სახელს უკავირდება. არსებობს მისი არაერთი ვარიაცია. ზოგი წყარო დონ ჰეროლდს მოიხსენიებს მის ავტორად. სანამ ავტორის ვინაობა გარკვეულა, ტექსტს ანონიმი ავტორის სახელით ვდებთ.
კიდევ ერთხელ რომ მომცემოდა ჩემი ცხოვრების განკარგვის უფლება,
მომდევნო ჯერზე, შევეცდებოდი მეტი შეცდომა დამეშვა,
სრულქმნილებისკენ სწრაფვაზე ხელს ავიღებდი,
უდარდელობას მივეცემოდი,
უფრო სასრული ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ,
მართლაც, ნაკლებ რამეს მივიღებდი სერიოზულად,
ჰიგიენურობასაც მოვუკლებდი,
მეტ რისკს გავწევდი,
უფრო მეტს ვიმოგზაურებდი,
უფრო ხშირად ვუყურებდი მზის ჩასვლას,
მეტ მთას დავლაშქრავდი,
მეტ მდინარეს გადავცურავდი,
მოვინახულებდი ისეთ ადგილებს, სადაც არასოდეს ვყოფილვარ
შევჭამდი მეტ ნაყინს და ნაკლებ მწვანე ლობიოს,
მეტ რეალურ პრობლემას შევეჭიდებოდი და ნაკლებ - წარმოსახვითს,
მე მივეკუვთნებოდი იმ ხალხს,
ვინც ცხოვრობს წინდახედული და პროდუქტიული ცხოვრებით,
თითოეული წუთი ჩემი ცხოვრების ასე მიიწურა,
რაღა თქმა უნდა, მხიარული მომენტებიც მქონდა,
მაგრამ დროში დაბრუნება რომ შემძლებოდა,
შევეცდებოდი მხოლოდ სასიამოვნო მომომენტები შემეგროვებინა.
თუ ჯერაც არ იცი - ეს სწორედ ისაა, რისგანაც ცხოვრება შედგება,
არ დაკარგო წამი!
მე ვიყავი მათგან ერთ-ერთი, ვინც არასოდეს არსად მიდის
თერმომეტრის,
ცხელი წყლით სავსე თერმოსის,
ქოლგისა და პარაშუტის გარეშე,
კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ვიცხოვრო -
მსუბუქად აღკაზმული ვიმოგზაურებდი,
კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს ვიცხოვრო -
შიშველი ფეხებით მუშაობას შევეცდებოდი
გაზაფხულის დადგომიდან შემოდგომის მიწურვამდე,
ფორნით მეტს ვისეირნებდი,
მზის ამოსვლას ხშირად ვუყურებდი
და ბავშვებთან ერთადაც ხშირად ვითამაშებდი,
ნეტავი, კიდევ ერთი ცხოვრება მეძლეოდეს,
- მაგრამ უკვე 85 შემისრულდა -
და მე ვუწყი, რომ აღსასრულის გზას ვადგავარ.