• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

იმანუელ დაიხარა და ბალახს შეეხო

×
ავტორის გვერდი იოკაი კამი 06 იანვარი, 2016 1876
(ნაწყვეტი)
.
იმანუელ აპატიე შენ თავს რომ ჯვარზე დაგტოვეთ.
აპატიე შენ თავს რომ არ იღიმოდი.
შენი ღიმილი მამაშენის სიტყვებმა შეცვალა.
აპატიე შენ თავს რომ 
შესაძლოა ახლა იღიმი და დაეჭვება არ შეგიძლია.
აპატიე შენ თავს რომ 
შეგიძლია ადამიანს ცოდვებზე ელაპარაკო.
აპატიე შენ თავს რომ
არ შეგიძლია მამაშენს ახალი აზრი უთხრა და იდეები შესთავაზო.
აპატიე შენ თავს რომ
არ შემიძლია დაგაფიქრო შენ ისედაც ყველაფერი იცი.
აპატიე შენ თავს რომ
შეუძლებელია დასრულდე.
აპატიე შენ თავს რომ პატიება უსასრულოა 
და ეს ტყუილი გადატანითი მნიშვნელობით გამოიძახე.
აპატიე შენ თავს რომ
შეუმჩნეველი ფიქრივით მომხიბვლელი ხარ
და რომ შენი მომხიბვლელობა აზროვნებას ვეღარ განიცდის.
აპატიე შენ თავს რომ უარყოფა 
უნდა დაბრუნდეს სიტყვის შესაძლო გაგებაში.
აპატიე შენ თავს რომ ღმერთი არ იყავი 
და ადამიანებს როცა ასწავლიდი ადამიანი არ გახდი.
იმანუელ ვხედავ ძველ მარანს 
და ვხედავ ფიქრობს ახალი კედლები შეაწუხებდა
და ბებერ ხეს რომელიც ცდილობს ნაყოფიერი ტოტები გამოისხას
რომ არ უარჰყონ და ცეცხლში არ დაწვან.
აპატიე შენ თავს რომ ადამიანებიც ასე არიან
აპატიე შენ თავს რომ შენს სიტყვებს ფატალური გრძნობებით შეისწავლიან.
აპატიე შენ თავს რომ როცა მეტყვი ცოდვები მიგეტევა 
და სახეზე სიხარულს შეგატყობ.
როცა მეტყვი შენ არაფერი მიგეტევა
და მწუხარებას შეგატყობ.
აპატიე შენ თავს რომ მამა ალბათ ტყუილის სიმართლეს 
საუკეთესოდ გრძნობს რომ ალბათ კითხვებიც არ გიჩნდებათ.
აპატიე შენ თავს რომ ადამიანები გიცავენ.
როგორ შეგიძლია ასეთი მშვენიერი იყო.
მომეცი ცოტა სურვილი და ღმერთობისგან დაგიცავ.
მე დავემსგავსე რომანტიულ მეძავს 
ამიტომაც გთხოვ მაპატიე.
ფიქრებს გრძნობები ინახავს
რაც შეიძლება არ ახსოვდეს სიტყვებს. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული