• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა

×
ავტორის გვერდი ანა ნიკოლაძე 30 აგვისტო, 2016 2364

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - რეკავს მაღვიძარა. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - სანამ იხსენებ ვინ ხარ და რა დღეა. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - შხაპში, სანამ ტვინი ბოლომდე გაიღვიძებს. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - სამსახურისკენ გზაზე, ვალუტის კურსთან ერთად. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ქალაქის ყველა ბილბორდზე. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ყველა პოლიტიკოსის საარჩევნო სლოგანი. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ღეჭავ და ყლაპავ ყველა ლუკმასთან. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - „ალოს“ მაგივრად გესმის ტელეფონზე. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - კითხულობს დედაშენი შენს ცივ, თვალღია გვამთან. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ – სექსის დროს ყურში გეჩურჩულებიან. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ყველა ჩართულ და გამორთულ ტელევიზორში. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - ძილის წინ, გაზეთში, ჩაისთან. 
„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - სიზმარში.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული