- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ კენ ლოუჩთან
თარგმანი ინგლისურიდან : ალექსანდრე გაბელია
კენ ლოუჩს არ სცალია პენსიაზე გასასვლელად. ფილმი -"მე,დენიელ ბლეიქი" მკაცრად აკრიტიკებს ნეოლიბერალური შევიწროების აქტებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ოთხმოცი წლის ასაკში მოიგეთ მეორე პალმის რტო. და ამბობთ : "ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხმა ნახოს ეს ფილმი"
კენ ლოუჩმა დააანონსა პენსიაზე გასვლა, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ გადაეღო კიდევ ერთი ფილმი, წასულიყო სამართლიან გზაზე და დაბრუნებოდა სოციალურ-რეალისტური ტრადიციის მარგალიტებს, როგორებიცაა, მაგ: Raining Stones. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დამქირავებელზე დარტყმა. ფილმი ხელოსნის შესახებ სკანდალურ ამბავზე მოგვითხრობს. მას გულის შეტევა აქვს და ინსტიტუციონალიზებული შევიწროებით ნაკარნახევ გამოუსადეგარ სიკეთეებს ეჯახება. ამან მოაგებინა კენ ლოუჩს მეორე პალმის რტო.
ათი წლის წინ, ფილმით The Wind That Shakes the Barley, შენ მოიგე პირველი ოქროს პალმის რტო . ფილმი ირლანდიელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას გვიამბობს. მეორე ოქროს პალმის რტო, როგორც ჩანს, შენი შემოქმედების უფრო ტიპური ნიმუშია. ელოდით ამ წარმატებას?
სრულებითაც არა. გულწრფელად არც იმას ვვარაუდობდით, რომ ფილმი კანში მოხვდებოდა. სცენარისტი პოლ ლავერტი, პროდიუსერი რებეკა ო'ბრაიანი და მე შევთანხმდით იმაზე, რომ Jimmy's Hall შემდგომ, ჩვენ ძალიან ზუსტი და დაძაბული ფილმი უნდა გადაგვეღო. მას უნდა ჰქონოდა უსამართლობის გამოემჟღავნების ძალა. "მე, დენიელ ბლეიქი" გვიამბობს ძალიან მარტივ ამბავს: პირდაპირს და შეულამაზებელს. გადაღებები ხუთ კვირაზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ძალიან გაკვირვებულები ვიყავით, რომ ოქროს პალმის რტო ასეთმა მოკრძალებულმა ფილმმა აიღო. ეს არის უზარმაზაცი ბიძგი. ტრიუმფი ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ხალხმა ეს ფილმი ნახა. მადლობა ოქროს პალმას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა კინოში და ნახავს "მე, დენიელ ბლეიქს".
შეგიძლია დაადასტურო, რომ დენიელ ბლეიქი არაა შემთხვევითობების უიღბლო მსხვერპლი, უფრო მეტად სისტემის, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უთხრას უარი სიკეთეებზე?
ეს აბსოლუტურად საუბედურო შემთხვევაა. სახელმწიფო უმუშევრებისთვის მკაცრი რეჟიმია, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობისა თუ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, და საერთოდაც ყველასთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. თავს არ შეგაწყენთ ყველა ფიგურით, თუმცა საფუძველი დასკვნის მიღმაა. ექიმები, რომლებიც განსაზღვრავენ, რომ თქვენ სამუშაოსთვის უუნარო ხართ, უარყოფილები არიან იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ექიმები არ არიან. ისმება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე.
რატომ ხდება ?
ეს ეკონომიკური სისტემა წარმოშობს სიღარიბეს, უმუშევრობას და სერიოზულ უთანასწორობას. სახელმწიფოს არ სურს, რომ ხალხში ცნობიერება გაიზარდოს და ამის შემდგომ მათ მოითხოვონ სისტემური ცვლილებები. მაგ: ჩემს ქვეყანაში 1.6 მილიონი უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს და ამასთან, 5.5 მილიონი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ისინი ვერ გამოიმუშავებენ საცხოვრებლად საკმარის თანხას. თუ არ გსურს, რომ იშიმშილონ, შენ მათ ფინანსურად უნდა დაეხმარო. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაგარწმუნოს, რომ შენი უბედური მდგომარეობა შენივე დაუდევრობის ბრალია და ეს არ არის შედეგი: შეუფერებელი და იდეოლოგიურად შეუსაბამო (დელუზიური) სისტემის. ისინი გიმტკიცებენ, რომ შენ თუ ვერ მონახე სამსახური, ეს შენი CV-ის ბრალია. ან ასობით ბიუროკრატიული წვრილმანის, რომლის შედეგადაც განადგურდი, აქ კი "არაა არჩევანი", მაგრამ შენ იძულებული ხარ დაისაჯო.
დენიელ ბლეიქი თვითნებურად ეხმარება მარტოხელა დედას, რომელიც ეყრდნობა "საკვების ბანკს"( food bank ) და აგრეთვე იღებს დახმარებას ახალგაზრდა მეზობლებისგან... შესაძლებელია უფრო მეტი იმედი დავამყაროთ ხალხის მიერ გამოხატულ სოლიდარულ აქტზე, ვიდრე სამთავრობო ინსტიტუტებზე?
სამწუხაროდ, ეს ასეა. სახელმწიფო ყალბია, როცა ნაღებ ხალხს წარმოადგენს და ავიწყდება მეორე მხარე. ჩვენი ინსტინქტები ძლიერია. ადამიანი სოციალური არსებაა. ჩვენ კარგი მეზობლები გვჭირდება. მაგრამ პოლიტიკოსები ქმნიან საკუთარ პოლისებს - საერთაშორისო კომპანიების მეშვეობით, რათა მხარი დავუჭიროთ. ესაა ნეოლიბერალიზმი. დაშლა ყველაფრის, რაც მფარველობს და იცავს მუშას, ასუსტებს გაერთიანებებს, ამცირებს ხალხთა შორის მხარდაჭერის სურვილს. მათ შორის, ვისაც ნამდვილად უჭირს. აქ კი ყველაფერი პრივატიზებულია.
ახლა, განათლებაც და ჯანდაცვაც საერთაშორისო მეგაკორპორაციებზეა გადაბარებული. საბერძნეთს კი აიძულეს, გაეყიდა ყველაფერი, რასაც ფლობს, რათა დაფაროს დავალიანება, რომელსაც რეალურად ვერასდროს დაფარავს; ხოლო კორპორაციები სვავებივით ნადირობენ.
ფილმის შექმნა კვლევის, წერის, გადაღების, მონტაჟის და სხვა ბევრი საქმის ერთობლივი პროდუქტია . რომელი სტადიით ხარ ყველაზე მეტად გატაცებული?
კვლევის ეტაპი ძალიან საინტერესოა. მონტაჟიც შესანიშნავი პერიოდია, რადგან შენ უნდა დაიწყო მუშაობა დილით, ცხრა საათზე, კარგი ესპრესო მიირთვა ათზე და წახვიდე სახლში ხუთის ნახევარზე. ამას დიდი უპირატესობები აქვს; მაგრამ გადაღებაა, რა თქმა უნდა, ყველაზე ამაღელვებელი პროცესი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს გვერიდება მოსალოდნელი საფრთხისგან დისტანცირება. ხელს ვუწყობ ხალხს უამრავ სივრცეში. მაგრამ შენ ყოველი დღის ბოლოს, ვალდებული ხარ დაასრულო ყველა სცენა, რომელთა დასრულებაც დაგეგმილი გქონდა. თუ დილით რაიმე არასწორად მიდის, შეშლილივით უნდა იმუშავო, რათა დღის მეორე ნახევარში შეცდომები გამოასწორო. ეს არის ადრენალინის მოზღვავების ზენიტი.
აჩვენებ, რომ რაიმე დაბრკოლება ამაღელვებელი სამუშაოს ნაწილია, თუ ისინი უბრალოდ მაცდურად ჩნდებიან?
ფილმის გადაღებისას, დილით ადრე უნდა ადგე და მთელი დღის განმავლობაში ჩქარ ტემპში იმუშაო. ეს დამღლელია, მაგრამ მაინც მოვახერხე. ყველაზე დამღლელი პროცესი ისაა, რომ რეჟისორის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა ყველას სტიმულირება. უპირველესად ვგულისხმობ შემოქმედებით და ენერგიულ მხარეს. ბევრი ნერვიული შემოტევა უნდა გადალახო, კარგი ფილმი რომ გადაიღო. ნერვიული ენერგიის გარეშე არაფერი გამოდის.
ახალგაზრდა რეჟისორები, როგორებიც არიან ანდრეა არნოლდი (Fish Tank) და კლიო ბარნარდი (THE SELFISH GIANT) შენით არიან შთაგონებულნი, მაგრამ შენ თავს რომელ ახალგაზრდა რეჟისორში ხედავ?
არც ერთ ბრიტანელ რეჟისორში. იტალიელმა ნეორეალისტებმა და რამდენიმე ნაკლებად ცნობილმა აღმოსავლეთ ევროპელმა რეჟისორმა გამიკვალეს გზა. მიყვარდა ვაიდა, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა და ამასთანავე სამოციანი წლების ჩეხური კინო. განსაკუთრებით მომწონდა მილოშ ფორმანისა და ირჟი მენზელის შემოქმედება. შთაგონებული ვიყავი ადამიანების მიმართ მათი უხვი და მზრუნველი დაკვირვების გამო. ამასთანავე ისინი გამოირჩეოდნენ დახვეწილი იუმორითა და ღრმა ჰუმანურობით.
ძმები დარდენები არიან „მე,დანიელ ბლეიკის“ კო-პროდუსერები. შენ მათი ფილმი დაამარცხე და მოიგე ოქროს პალმის რტო. ამ ყველაფერს თქვენს შორის დაძაბულობა ხომ არ გამოუწვევია?
ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ. რეგულარულად ვსაუბრობთ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში ჩვენი სასაუბრო თემა ფეხბურთია. მათ Standard Liège შესახებ მიამბეს. მათი ფილმები სიამოვნებას მგვრის და ვაფასებ მათ შემოქმედებას. კონკურსი არ ცვლის ჩვენს გზებს. ფილმებს არ იღებ ვიღაცებთან წინააღმდეგობის მიზეზით, არამედ იღებ გაზიარებისთვის. დარდენები ჩემს გუნდში არიან და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გავაგრძელებას მაშინაც კი, როცა ინგლისი ტოვებს ევროკავშირს.
Brussels / 26/10/2016 - 16:48 / Niels Ruël © BRUZZ
-------------------------------------------------------------------------------
ასევე იხილეთ: ინტერვიუ რაინერ ვერნერ ფასბინდერთან