- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი: შოთა პაპავა
აი რა უნდა ქნა შენ: გიყვარდეს დედამიწა და მზე და ცხოველები, გეზიზღებოდეს სიმდიდრე, იყავი შემწყალე ყველას მიმართ, ვინც ამას ითხოვს, დაიცავი სულელები და შეშლილები, მიუძღვენი შენი შრომა და შემოსავალი სხვებს, გძულდეს ტირანები, არ იდავო ღმერთის შესახებ, ხალხის მიმართ მოთმინება და შემწყნარებლობა გამოიჩინე, არ მოუხადო ქუდი შენი არაფერს ნაცნობს ან უცნობს ან რომელიმე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, იარე თავისუფლად ძლიერ გაუნათლებელ ხალხთან და ახალგაზრდებთან და ოჯახების დედებთან, წაიკითხე ეს ფოთლები ღია ჰაერზე შენი ცხოვრების ყოველი წლის ყოველ სეზონში, გადაიაზრე ყველაფერი რაც უსწავლებიათ შენთვის სკოლაში, ეკლესიაში, ნებისმიერ წიგნში, უარი თქვი ყველაფეზე რაც შეურაცხყოფს შენს სულს, და თავად სხეული შენი გახდება დიდი ლექსი და შეიძენს მდიდარ სიმწყობრეს არა მხოლოდ მის სიტყვებში არამედ მისი ტუჩების ჩუმ ნაპრალებში და სახეში და შენი თვალების წამწამებს შორის და შენი სხეულის სახსრების ყოველ მოძრაობაში.
ნაწყვეტი "ბალახის ფოთლების" შესავლიდან
1855