• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

აქ არაა ბედნიერი სიყვარული

×
ავტორის გვერდი ლუის არაგონი 09 იანვარი, 2013 2478
ინგლისურიდან თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
 
ადამიანი ჭეშმარიტად არასდროს  არაფერს ფლობს,
არც საკუთარ ძალას, არც სისუსტეს,  გულს
და როცა შლის მკლავებს,  მისი ლანდი ჯვარედინი ხდება
და  როცა ცდილობს გულში ჩაიკრას ბედნიერება,  ის ანადგურებს მას.
მისი ცხოვრება  უცხოა,  მტკივნეული განხეთქილებით სავსე.
აქ არაა ბედნიერი სიყვარული.
 
მისი ცხოვრება  ტყვიების გარეშე დარჩენილი ჯარისკაცის გზის იდენტურია,
და  მოკაზმულია  სხვადასხვაგვარი ბედისწერით.
რატომ  უნდა  ადგნენ ისინი  დილით
როცა ღამე მათ უმოქმედოებსა  და განუსაზღვრელებს  პოულობს,
წარმოთქვი ეს სიტყვები,  ჩემო სიცოცხლევ,  და დაიოკე შენი ცრემლები
აქ არაა ბედნიერი სიყვარული.
 
ჩემო ლამაზო სიყვარულო,  ჩემო ძვირფასო სიყვარულო, ჩემო ცრემლებო,
ჩემში გატარებ ტვირთად, დაჭრილი ჩიტის მსგავსად.
და  გვადევნებ თვალყურს სიცხადის გარეშე, 
 ნებას მრთავ, გამოვტოვო სიტყვები,  რომლებიც ერთად დავწანით.
  შენი დიდი თვალები კი უცაბედად  კვდება 
აქ არაა ბედნიერი სიყვარული.
 
მაშინ, როცა  ჩვენ შევიცნობთ  ცხოვრებას, უკვე  გვიანია,
გთხოვ, ნება დართე  ჩვენ გულებს ღამღამობით  იტირონ უნისონში,
რამდენი უბედურება მიაქვს მაინც სიმღერას,
რამდენი  სინანული უნდა გავიღოთ გულის ცახცახისთვის,
რამდენი ცრემლი - გიტარის მელოდიურობისთვის
აქ არაა ბედნიერი სიყვარული.
 
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე,
არ არსებობს სიყვარული, რომელიც არ გალურჯებს,
არ არსებობს სიყვარული, რომელიც არ განადგურებს
არ არსებობს სიყვარული, რომელიც არ ამოიზრდება ტირილიდან,
აქ არაა ბედნიერი სიყვარული
მაგრამ ეს ჩვენი სიყვარულია.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული