• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სუბლიმაცია

×
ავტორის გვერდი დიტო ხუფენია 07 იანვარი, 2015 2711

გაიღვიძე!

პულსებს შორის შეიმოწმე სიჩუმე.

არაფერია უფრო სიცოცხლისუნარიანი, ვიდრე სიკვდილი.

არაფერია უფრო მოძრავი, ვიდრე სიკვდილი.

გაიღვიძე და იარე.

გვერდი აუარე თანატოლებს,

რომლებიც ტურისტებივით გამოწყობილნი ბოდიალობენ მშობლიურ ქუჩებში.

გვერდი აუარე "გემო-ვნებიან" გოგონებს,

მამიკოს ბიჭებს ავტომანქანის ამორტიზატორებს რომ უბლაგვებენ გარეუბნებში.

გაიღვიძე

და იარე! იარე!

შენ არ გაქვს მგლის მუხლები

და არც მანგუსტის სისწრაფე,

ასე რომ, დიდ ხანს ნუ შეფერხდები

ოპოზიციელ ორატორებთან,

ან ენიგმატურად მოსაუბრე ლაწირაკებთან

(თავს რომ ხელოვანებს უწოდებენ),

კარგ შემთხვევაში, ისინი ივანიშვილის ბაღში გაიდგამენ ფესვებს.

გაიღვიძე და იარე!

შენთვის შუქნიშანზე, მხოლოდ ერთხელ უნდა აინთოს წითელი!

შენთვის შუქნიშანი ოპონენტის შუბლია!

გაიღვიძე და მიმოიხედე:

ჯარი ბიზნესია,

პოლიტიკა ბიზნესია, რწმენა ბიზნესია,

განათლება ბიზნესია, ომი ბიზნესია,

მედია ბიზნესია,

მემარცხენეობა ბიზნესია (მემარჯვენეების),

პროტესტი ბიზნესია,

დუმილი - შეგუება.

უნივერსიტეტის აუდიტორიებში, ყოველდღიურად,

იმაზე მეტი სტუდენტი კვდება,

ვიდრე 9 აპრილს.

გაიღვიძე!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული