• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

Kompligam B ინექცია კუნთში

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 07 იანვარი, 2016 3901

 

მაგიდაზე მიდევს შპრიცები, 
დაჩხვლეტილი ტრაკიდან წვეთავს,
წითელი Kompligam B
და თავბრუ მეხვევა.

 

მე უნდა გავხდე მაგარი, 
ძალიან მაგარი...
უნდა ამიდგეს იმდენზე, 
იმდენ ხანს და იმხელაზე
რომ მთელი ქალაქი გადავტყნა.

 

უნდა მივატოვო ჩემი პასიური ბუნება, 
ეროტიკული სიზმრები, 
სადაც მეზობლის სიძე 
მისი ქორწილიდან მიტაცებს და მე მჟიმავს.

 

აღარ მოვნიშნავ ყვავილებით კრებულებში საყვარელ ლექსებს, 
არ ვუყურებ გოდარს,
აღარ მოვუსმენ კალასს
და არ წავიკითხავ კაფკას.

 

ისე უნდა ავიყენო,
ისე რომ ყველა პოტენციური დედა 
ჩემმა ყლემ გადატყნას
და ჩემი შვილები მოედონ
ამ უსახურ ქალაქს.

 

ქუჩის აკადემია გვასწავლის -
''მოსატყნავი უნდა მოიტყნას''
დილით არაჟანს შევჭამ და საღამოს ბანანს. 
მოსატყნავი უნდა მოიტყნას!

 

უნდა მიერთვას ყველას ვინც იმსახურებს, 
პირველ რიგში ღმერთს, 
ამდენი უსიყვარულობისთის სამყაროში,
მისი დამქაშებიანად,
თუკი არსებობენ საერთოდ...
მერე ბებიაჩემს, ბიცოლაჩემს, 
დედაჩემს, მამაჩემს
და ყველა არამკითხეს
ვინც ადამიაენებს უდგენს,
როგორ შეასრულონ სექსუალური ფუცქცია.
იმდენხანს, იმდენს ვტყნავდი ყველა ასეთ ტრადიციულს 
არატრადიციული ხვრელებიდან,
რომ დიქცია დაჰკარგვოდათ და გოდებად ქცეულიყვნენ.

 

ყველას ვისაც ჰგონია, 
რომ ჩემი პირველადი ფუნქცია გამრავლებაა
წამოვიცვამდი წამლებშეშხაპუნებულ ყლეზე 
და ცრემლებს ვაღვრევინებდი.

 

*
ახლა კი...
ახლა კი გავურბივარ 
მწარე შპრიცებმომარჯვებულ
საკუთარ ხელებს.
და ვეხვეწები, 
ვეხვეწები
ნუ გადამაქცევს ყლეამდგარ მანქანად.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული