- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
არავინ არ ვიყავი მე
მოძრაობდა სამყარო გაუჩერებლივ
და არავინ არ ვიყავი მე.
სეირნობდა ხალხი ჩემს გარშემო და არავინ არ ვიყავი მე.
იდგა გაზაფხული და მღეროდნენ ჩიტები
და არავინ არ ვიყავი მე.
ვახშმობდნენ მდიდრები ძვირადღირებულ რესტორანში,
ქათმის სტეიკით და მშრალი ღვინით
და არავინ არ ვიყავი მე.
უკრავდა ცოცხალი ბენდი რუსთაველის გამზირზე
და სიმღერები სხდებოდნენ ხეებზე და არავინ არ ვიყავი მე.
იცინოდნენ ადამიანები ერთმანეთის მიმართულებით
და არავინ არ ვიყავი მე.
უყვარდათ ადამიანებს ერთმანეთი და სულებში აფათურებდნენ ხელებს,
და არავინ არ ვიყავი მე.
ვსუნთქავდი ნოტიო ჰაერს და ფილტვები მევსებოდა გაზაფხულით და არავინ არ ვიყავი მე.
თანდათან კვდებოდა სიცოცხლე ჩემში და მიჭირდა ახალი სიცოცხლის პოვნა
და არავინ არ ვიყავი მე.
"იპოვე შენი გზა"
ეწერა ჩემს კეტებს,
დავდიოდი ყოველდღე ამ კეტებით და ვერ ვიპოვე ჩემი გზა მე.
"როდის დასრულდება ეს ძიება"
იძვრებოდა ჩემს ტვინში ტრანსფარანტები,
მაგრამ ვერ ვპოულობდი პასუხს,
და არავინ არ ვიყავი მე.
მიყვარდა ჩვეულებრივ
და მიყვარდა აღმაფრენით
და არავინ არ ვიყავი მე.
არ ვიყავი მარტო,
ჩემს გვერდით იყო მთელი სამყარო,
მაგრამ მაინც არავინ არ ვიყავი მე.
ეს იყო პასუხი ჩემი მთელი ცხოვრების,
რომ არავინ არ ვიყავი მე.
და ვერ გავექცეოდი ამ მოცემულობას,
რომელიც მომანიჭეს მე.
* * *
რა ყლეობაა.
შენ წევხარ მიტოვებული.
შენს საწოლში.
დაჩაგრული და შეურაცხყოფილი.
ისე როგორ ტრაკში მოტყნული ქალიშვილი გოგონა.
არადა შენ ხარ კაცი.
კაცი რომელიც არ უნდა ტიროდეს, როცა ეცემა.
არ უნდა ფიქრობდეს
დარტყმის სიმძიმეზე.
და არ ჭირდებოდეს,
თბილის სიტყვები გასამხნევებლად.
რა ყლეობაა.
რომ რკინის არ ხარ.
და გემჩნევა კვალი.
გემჩნევა სიყვარული.
გემჩნევა თითოეული მოქმედება.
რა ყლეობაა.
შენ ხარ მიტოვებული და მივიწყებული.
წყეული ხარ შენ.
არასრულფასოვანი პოეტო.
არასრულფასოვანო მხატვარო.
არასრულფასოვნებაში გაჟღენთილო ყლეო.
შენ მინიმალისტურო ოცნებების მქონევ.
ნაზი ლექსების პატრონო.
ასეთი ლექსები მხოლოდ ქალებს მოსწონთ.
და შენც გიხარია,
რომ ეს ასეა.
ხანდახან ამაყობ კიდეც.
თავისუფლება !
უპირველეს ყოვლისა სიტყვას.
სიტყვას რომელიც პირზე გადგება.
გადმოფურთხება !
მხოლოდ შენი სახე ისვრება,
ამას ვერ ხვდები,
და კვლავ აგრძელებ,
იმ ქვაბში ხარშვას,
რომელშიც უკვე დიდი ხნის წინ ჩაგიშრა წყალი.
გულწრფელობა იარაღია
და რამდენჯერაც დააპირე გამოყენება
იმდენჯერ მოკვდი,
ახალ ახალ სიკვდილში მოკვდი.
ასე აგრძელებ.
ექსპრომტად სიკვდილს,
ვერავინ გამჩნევს.
თვალებს დაბლა ხრი
და კომპლექსი გაქვს ისევ სიცოცხლის.