• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დონორები

×
ავტორის გვერდი რიშარდ კრინიცკი 07 იანვარი, 2015 2416

პოეზიის შესახებ

 

ძველი პოეზია

სისხლის გადასხმას და გულის გადანერგვას ჰგავს

დონერები უბედურ შემთხვევებს ემსხვერპლნენ

მათი სისხლი კი

სხვის ძარღვებში ამოძრავდება

უცხო ტუჩებს აამოძრავებს

 

 

 

ბავშვის ფეხი

კარლ სენდბერგი

 

ნახე, იქ ლურჯი ვარსკვლავია, ჯენეტ,

საათში ასი მილის სიჩქარით რომ ვიაროთ

თხუთმეტ წელიწადში ვიქნებით.

 

ნახე, იქ თეთრი ვარსკვლავია, ჯენეტ,

ასი მილის სიჩქარით რომ ვიაროთ,

ორმოც წელში ვიქნებით.

 

აბა,

ლურჯი ვარსკვლავისკენ  წავიდეთ

თუ თეთრი ვარსკვლავისკენ?

 

 

 

 

ანგელოზები

რასელ ედსონი

 

მათ ვერაფერში გამოიყენებ.

ზედგამოჭრილები არიან წამებისათვის.

 

მთავრობას მაგრად კიდია რას უზამ მათ.

 

ისევე როგორც ჩიტებს, ისევე როგორც ადამიანს.

ერთს შეხედავენ ერთმანეთს და უკვე მეგობრები არიან.

მათი კვერცხები თეთრ ჟელიბონებს ჰგავს.

 

ხანდახან ისინი შთააგონებენ ადამიანებს,

რომ იმაზე მეტი გააკეთონ,

ვიდრე შეუძლიათ.

 

უმშვენიერესი ლურჯი ალით იწვიან.

მათი ტირილი ჰგავს კარის ჭრიალს და ღამურების კვნესას,

მაგრამ არავის ესმის მათი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული