- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია
სალვადორი იქნება
გადამეტების გარეშე ვამბობ, რომ
სალვადორი იქნება მშვენიერი და მრავლისმთქმელი სახელმწიფო.
მაშინ, როცა მშრომელთა კლასი და გლეხობა
გაანაყოფიერებს საკუთარ ბრძოლას,
დენთს, წამალს, ისტორიულ გადმონაშთს.
დაალაგებს მას, გარდაქმნის
და მიმოქცევაში გაუშვებს.
დღევანდელი სალვადორის პრობლემა
ათასობით ნესტარი და ათიათასობით შეუსაბამობაა,
მილიარდობით კოჟრი და ფლუსი
კიბოები, ჩენჩოები, ქერტლი,
იარები, მოტეხილობები, დაპყრობები, სულმყრალობა.
მას ესაჭიროება მაჩეტე
ქაღალდი, სართავი ჯარა, პენიცილინი.
სააბაზანოები ტუალეტის საჯდომებით
და დენთის კოცნები.
დიდი სიბრაზე
ჩემო ქვეყანა, შენ არ არსებობ,
უბრალოდ საშინელი სილუეტი ხარ,
წინააღმდეგობრივი სამყაროა, რისიც მე ვიწამე.
ვფიქრობ სრულიად პაწაწინა იყავი
და არ შეგეძლო გემართა- ჩრდილოეთიც და სამხრეთიც.
მაგრამ ახლა ვიცი რომ შენ არ არსებობ
ვერც დედებისაგან ვისმენ შენზე საუბარს
და უფრო მეტიც - არვის სჭირდები.
ეს მაბედნიერებს და ამტკიცებს იმას
რომ მე გამოვიგონე ქვეყანა…
და მაინც საგიჟეთში მოვხვდები.
ასე რომ მე პატარა ღმერთი ვარ, თქვენს ხარჯზე მყოფი.
( და მინდა გითხრათ:
რადგან მე შენი ყოფილი პატრიოტი ვარ, შენ ჩემი ყოფილი სამშობლო ხარ)