- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ლორწოვანი გრავიურა,
ფურთხი და ნახველი,
ჩამოხეული შპალერის
უკან ხოჭოები იმალებიან,
ვით ჩემი სიტყვები
ყვითელ ფურცელზე.
მტვრიანი თვალი,
უხილავი სხეულების გაბრძოლებას
ხილული ფარდები ფარავს
და თვალისჩინს ამოფარებულნი
იწყებენ ცეკვას,
რომელიც უკანასკნელად
სიზმარში ვიხილე.
ძვალი,
სველი და წითელი,
როგორც ფიჭვნარი,
მიგდებული კარადის გვერდით.
შინაარსობრივად უსრული,
ხმელი,
როგორც სამშობლო.
უოლცი და მორგენთაუ ლაპარაკობენ:
"ანარქიის დროს
ქვეყნები თანამშრომლობენ"
არ ესმის ძვალს,
მას ისევ სძინავს.
გოგირდი,
მყრალი და ლაყე,
როგორც განუყოფიერებელი კვერცხი
დემონის, ან ანგელოზის,
რომელმაც გვაიძულა
მუტანტები ვყოფილიყავით.
საჭიროება წინაპირობაა
ყოველგავრი აუცილებლობის,
აუცილებლობა ქმედებაა,
ქმედება სავსე კუჭია,
რომელმაც გარდაქმნა გოგირდი ცნობიერებად.
კონტროლი,
არშია და სასწორი,
როგორც თვალახვეული ქალი,
რომელმაც მანკიერებაზე
თვალი დახუჭა.
სხეული სულისაგან განიძარცვება
წმინდა ინსტრუქციების შესრულებით
კონტროლირებადი ენერგიის პირობებში.
მაგ: დალაი ლამა კონტროლია,
მისი თავიც ამას მეტყველებს.
ფალოსი,
ერუდირებული და უტყვი,
როგორც თრიაქი.
მარადიული ცოდვის ყვავილი
გაფურჩქნილი მათ ბაგეებზე.
ერეგირებული წიგნის სანიშნე
განკუთვნილი ქალწულებისთვის,
და მარკეტინგული მასალა “ELEPHANT”-თვის
სადაც გავმდიდრდი.
ძილი,
უხვი და სველი,
როგორც ქალების შუა.
წინასწარმეტყველება აღსრულდება
მცირეოდენი დანამატებით,
გარდაიქმნება ბომბად,
და აფეთქება კარიბის ზღვაში,
მოგვიტანს ზუთხებს.
ფილოსოფოსი,
მჭკნარი და მსუყე,
ყელზე გამხმარი არაჟანი.
ანაზდად მიაბიჯებს გამოქვაბულში,
წელმოხრილი და იმპოტენტი
კოცონისაკენ,
ნესტიანი ბავშვები თეთრ მტრედებს წვავენ.
ჟანა,
შავკანიანი ურჩხული, უზარმაზარტრაკიანი,
მარწმუნებს, რომ ნიანგი დელიკატესია,
მისი ძმები და ის ნიანგებს იჭერენ კოდიუარში
და ატყავებენ იმ დანით,
რომლითაც ახლა კარტოფილს მითლის.
მამა,
ყროლი ლამბერსექსუალი,
გამოსული "ბარბერ შოპიდან"
წვერზე ხელს ისვამს და ამბობს:
"შუამავლობა"
ზიზღი,
სისხლჩაქცეული თვალი და დორბლი,
მე მახსენდება ჩემი გოგოს სიტყვები
: "ღალატი"
ქამარი,
ყელში წაჭერილი,
სინდისის ქენჯნას მაგონებს.
ღამე, საჩუქარი ღამურებისთვის.
ქიმწმენდა