- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ტომ იორკის საიდუმლო
მოდი, იმედების მსხვრევით დავიწყოთ,
ოღონდ ნამსხვრევებზე ფეხებს ნუ დავისერავთ.
-ყველა კარგი ტიპი გეი რომ გვეგონა, სწორი არააო,
გაიღვიძა თუ არა, თქვა და
გული მატკინა.
თუმცა მე მაინც მჯერა,
რომ ყველა ადამიანი ბისექსუალია.
მერე მეუბნება,
აი აქ იდგაო,
ჩაიხადა შარვალი,
ფეხზე ჭრილობა მანახა,
მერე ტრუსიკიც ჩაიწია,
ლაჯებსშორის დასიცხული სათესლეები ავულოკე
და იმანაც მომიწოვაო.
მერე მითხრა,
ახლა საიდუმლოს გეტყვი,
ოღონდ არსად თქვაო და თქვაო.
და მე ვფიქრობ ახლა,
ვთქვა თუ არა??!
''არა არს დაფარული რომელი არა განცხადდეს!''
მე პოეტი ვარ და
პოეტისაგან ყველაზე დიდი სიკეთეა
-გამოუთქმელი გათქვას.
ვინც დაასწრებს ჩვენში საიდუმლოს გამჟღავნებას
მაგარიც ისაა.
(თან რა ცოტა დარჩა სამყაროში გასამხელი?!)
ძვირფასო ტომ,
მთელი სხეულით თანაგიგრძნობ ამ სირცხვილში,
მაგრამ ვატყობ,
მომიწევს გაგყიდო ნაახალწლევს ჩამოფასებული ინდაურივით.
(სასჯელად უღიმღამო ცხოვრება დამითესლე
შენი ბელტებივით ყვერებიდან.)
შენც ხომ დაგპირდი, გაგიყიდი-თქო,
მაგ შენს სიზმრები შეყვარებულო.
ოცდაათ პწკარში მიწევს გაგცე იუდაავით ძვირფასო იორკ.
როგორც ბავშვები მოპარულ ნაზუქს
შემესევიან ჟურნალისტები,
ჩემსგან აიღებს ინტერვიუს მსოფლიოს ყველა ბულვარული გაზეთი,
ჩემს ფრაზას შენი საიდუმლოს შესახებ
დაუგროვდება მილიონობით ნახვა იუთუბიზე და
მეც გავხდები სუპერ სტარი პოეტებში.
უკვე შეგიძლია დაიმალო ძირფასო ტომ,
უნდა გაგთქვა,
უნდა გაგთქვა და ვთქვა,
რომ ორის ნაცვლად სამი ყვერი გაქვს.
თესლის ბიდონი
თესლი ვარ, თესლი, თესლი ვარ,
თესლი ვარ აბრაამისა,
თესლი ვარ ისააკისა,
ფარეზის რძისფერი თესლი ვარ,
თესლი ვარ, თესლი, თესლი ვარ!
მამაჩემის ყლის წვერიდან
გადავარდნილი თესლი ვარ.
მთელი ხმით უარმყვეს მშობლებმა,
უარყოფითი ნაყოფი,
თესლი, თესლი ვარ, თესლი ვარ!
ჩემზე სველდება ქალები,
ძაან მაგარი, თესლი ვარ!
ჩემს ბიჭს ვუწუწნი შეთესლილ
ულვაშებს, ტუჩებს ვნებიანს.
ნაყოფს მოველი საკუთარს
ნაყოფიერი თესლი ვარ!
მაგრად მინდა რომ ვწერო და
ამას ვახერხებ ნელ-ნელა,
თუმცა ჯერ ისევ თესლი ვარ!
თესლურად ვძვრები მიწიდან,
თესლთა თესლი ვარ,
თესლი ვარ!