• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

არარაობები

×
ავტორის გვერდი ედუარდო გალეანო 13 იანვარი, 2018 3176
რწყილები ძაღლის ყიდვაზე ოცნებობენ და არარაობები - სიღარიბიდან თავის დაღწევაზე,
რომ ერთ მშვენიერ დღეს ბედი გაუღიმებს,
დიდი, ლამაზი ღიმილით.
მაგრამ ბედი მათ არც გუშინ უღიმის, არც დღეს, არც ხვალ, არც არასდროს.
ოდნავადაც არ აღებს ბაგეებს,
რაც არ უნდა ევედრონ არარაობებმა:
თუნდაც ფუნაში ჩაკრან ფეხი,
თუნდაც დილით მარჯვენა ფეხით ადგნენ,
ან ახალი წლისთვის ახალი ცოცხი იყიდონ.
არარაობები: არარაობის შვილები, არაფრის პატრონები.
არარაობები: უჩინარი არარაობები, არარსებული არარაობები,
რომლებიც კურდღლებივით დარბიან და კვდებიან, ნახმარები და შემდეგ ისევ ნახმარები.
რომლებიც არ არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ არიან.
რომლებიც ენაზე კი არა, დიალექტზე საუბრობენ.
რომლებსაც რელიგია კი არა, ცრურწმენები აქვთ.
რომლებიც ხელოვნებას კი არ ქმნიან, ხელნაკეთებს ამზადებენ.
რომლებსაც კულტურა კი არა, ფოლკლორი აქვთ.
რომლებიც ადამიანები კი არა, ადამიანური რესურსები არიან.
რომლებსაც სახე კი არა, მხოლოდ მკლავები აქვთ.
რომლებსაც სახელი კი არა, მხოლოდ რაოდენობა აქვთ.
რომელთა ადგილიც კაცობრიობის ისტორიაში არ არის, მხოლოდ ადგილობრივი გაზეთების დანაშაულის ქრონიკებში.
არარაობები.
რომელთა ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ტყვია, რომელიც მათ ჰკლავს.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული