ყვავები და ყვავილები
პეპლები დალიპლიპებენ ჩემ მძინარე მხედველობაზე
გაიღვიძე მეუბნებიან დაინახე
ოთხი გოგო ოთხივე თეთრებში (ამჟამად) ამოწვერილი ბაბუაწვერებიდან
დაეფარნენ მდელოს მბზინავ მზიან ზედაპირს
შთაგვაგონე არსებობაში მესმის როგორ მეუბნებიან
შენ არ გაგვეცი პასუხი მაშინ
მოგვეცი ის ახლა ხილვა გაბრმავებს
ხილვა მაბრმავებს
როგორაა ასეთი სინათლე მზის სხივი ამ ხილვის ზედაპირზე
თუკი რასაც გარშემო ვხედავ ღამეა
ამ ოთხიდან რამდენ მათგან ვფიქრობ მიულოცეს
უკვე პირველი სისხლი
ყველა მხატვარი რომელიც ვნახე
ჩემი მომლოცველობის ჟამს
შესაძლოა
მამზადებდა მხოლოდ ამისთვის ერთი ოქროსფერი ანგელოზი ფრა
ანჯელიკოდან
ერთი ლურჯებში არის ღვთისმშობელი პიეროს ნახატში
ერთი სანთლით განათებული კითხულობს წერილს ვერმეერმა
რომ ჩაუდო ხელებში ერთი ბოლო რომელშიც ნახავს
რომელშიც შეხვდება ჩემი სიკვდილი თავის სიყვარულს
რომელშიც სისხლი რომელშიც ვიშვი დაფარავს ფარდებს
რომელშიც ცეცხლი რომელშიც ვიწვი—
—ჩემი ცნობიერება განიბანება ჩემსავე ხილვაში
რომელშიც ჩემი პოეზია უნდა შეხვდეს ჩემ სიცოცხლეს
რომელშიც მე ვარ ნაკლები ვიდრე რასაც შევიცავ ქოხი
(ც როგორც ის)
სავსე კოსმოსებით რომელშიც სამყარო არ არის სამყარო
რომელშიც სული თბილი თოვლია რომელშიც მისი
გრძელი გრძელი გრძელი თმები უფლებას მაძლევენ დავიბრუნო
ჩემივე ასო როგორ ვაქციო წინადადებად —არის მკვდარი
ღვთისმშობელი ლუვრის უღრმეს ბნელ ვისტა გულში სადაც ჩემივე
თანშობილმა წყევლამ განმითითა ალქიმიური ხრახნილისკენ
შენი სისხლი მიწის სისხლია თუ ხელმეორედ დაებადები თუ
ხელმეორედ
იშვები მასში
ედემში დგება ოდესმე ზამთარი?
გაძლევთ მათ სახელებს: აბელია, ირმა ანა
სოფო — ანბანის მიხედვით
ეს სახელები სურვილისამებრ
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მოგესურვებათ შეგიძლიათ
თავქვეამოიდო როგორც ამბობენ სეზანი იდებდა თავქვე ფეხსაცმელს
როდესაც უყურებდა თავის სენ-ვიქტუარის მთას (ჩვენ ვიცით
ხოლმე სად ინახება ახლა ნახატი მაგრამ პირველ რიგში მგონია უნდა
ვიცოდეთ სად დაიხატა,
არა?)
მათზე გეძინოთ უძილო ღამით აქციოთ სანძრევ ფოტოებად
ანდა პირიქით იმ ფსიქოწვეთად რომლებიც მოგვდიან სირცხვილით ღამის
სიბნელეში ცოტა მანამდე ვიდრე გავათავებთ და
გვანანებენ თითქმის ყველაფერს რაც კი ოდესმე ვქენით ან ვიფიქრეთ
ღამით როდესაც ვეჯაჯგულირებთ
ყველა ამათგანს როგორც სხვა ყველას განსაკუთრებული
ადგილი გადაუნახავს მგრძნობელობით მახსოვრობაში იმისთვის ვისაც ის
პირველად ჰყავდა მათი გულები სავსე მადლიერებით
იმისთვის რომ მოუკლა ყველა ცრუ წარმოდგენა ერთხელ და სამუდამოდ
შესახებ ყველაფრის რისაც კი სჯეროდათ
(თუ ვიტყუები? ახსოვთ კი
მართლა ყველაფერი რაც ის კაცი იყო? შეუძლიათ ჯერაც გაიხსენონ
მხურვალე სუნთქვა გულისამრევი
გამოფიტული სიცარიელით ლაპლაპა თვალები
მას მერე რაც მორჩა მასში ის რაც მხეცურია
მასში ეს ზღვარი დროებითიდან იქამდე როდესაც ისევ მეთვითონ
ხდები არის აგრეთვე რასაც უნდა ნიშნავდეს ადამიანი ვარ
არა) და რომც შეეძლოთ რისთვის რისთვის გვახსოვდეს
აპატიე მაგრამ არ დაივიწყო თქვა იმბეცილმა რომელიც ჰგავდა
ალბათ (თვითონაც) ჩვენს (უღიმღამო) დეფლორატორს
ჩვენ, არა, ვამბობთ:
დაივიწყე მაგრამ არ აპატიო
და მაინც ყველა ჩვენგანი მადლიერია რომ გავიგეთ იმის
არარსებობა რასაც გვსმენია ეძებს ზოგიერთი მთელი
ცხოვრება ჩვენ აღარ ვეძებთ ახლა შეგვიძლია ვირბინოთ
ხილვის მინდვრები როცა მოგვინდება თეთრი და ლურჯია
რაც ზედ გვაცვია თეთრი და მწვანე თეთრი და ყვითელი
თეთრი და თეთრი
თეთრი და რა შენ ენა არ გაქვს იმისთვის რომ
თქვა ყველაფერი რისაც თქმა გინდა მაგრამ შენი ენის ნაკლოვანებაც
ენაა ერთგვარი რასაც ვერ ამბობ ერთგვარი თქმაა
ნუ იტირებ
ჩვ
ენი წრე
ები მარადიუ
ლი ქრებიან შენზე
მხოლოდ იმისთვის რომ გაჩნდნენ ისევ
ამ ფერის ველს ამ სინათლის მდელოს ვირბენთ
სანამ შენ ძალა გეყოფა და ზამთარში?
შეიძლება მკითხოთ რას შვებიან ისინი ზამთარში ჰო, ეგაა
რასაც ვკითხულობდი თავად -----------------------------------------
(ორმოცდაერთიოდე) ხაზის წინ რომ
გადაშენდება ყველა ვინც მე ვარ ამ თაობაში მერე გეტყვი
თუ ვიპოვე რამე
რაღაც მომივიდა: ზამთარში
იყუჟებიან ღამეში ზამთრის ღამით იყუჟებიან სახლებში ზამთრის
ღამის სახლებით იყუჟებიან მუცლის ღუმელში რომელშიც ისე საშინლად
ცხელა მუცლის ღუმელში რომელშიც ყველაზე მყიფეა ჩემი
სრული სიძულვილი შენდაშენისხეულისადმი თუ ხელს შევყოფ შენს
მუცლის ღუმელში მაქვს გრძნობა თითქოს რაღაც საძაგლობა ვჭამე
და თუ დიდხანს გავაჩერებ იქ ხელს ვგრძნობ ხანდახან როგორ
იბერებიან სკდებიან ბუშტებად მოძრაობაში მოსული გოგონები
მათ შთამაგონეს ეს სიძულვილი რომელიც მათთან არის
წყალობა ალერსი ხანდახან კიდევ გადიან გარეთ ზამთრის ღამეში და
ნანობენ იმას რაც იქ ხვდებათ
და მხოლოდ მაშინ მხოლოდ მაშინ მხოლოდ
დამხოლოდ მაშინ არიან ოდნავ ისეთი როგორიც ჩვენ ვართ ისინი—ასეთი
იდუმალება ჩემთვის
უცნაური როგორც კატები
თქვენი სილამაზე სიღრმის კანია
ჰო
და როდესაც ვეხები
ვეხები მაშინ არა ზედაპირს არამედ სიღრმეს
ო ხილვა, დამიცავი ძალადობისგან რომ მოქმედებს
სიყვარულის სახელით არ წახვიდეთ, სილამაზე
რაც სხვა პოეტთან მეგონა სახე ყოფილა თურმე
უბრალო სიმართლე რადგან მართლაც ყოველ დილით თქვენი
თქვენი დაცვარული კანის თქვენი ნამცხებული თმების
ყოველ წვეთში თვალმოკვრადია ლილითი
და ყველა მისი ქალიშვილი à naitre
ჰო ნუ წამიხვალთ სილამაზე
მარის თმებივით აპოლინერთან ნუმიმატოვებთ
მე თქვენთვის დავლიე
წყლები ნენუფარის თქვენთვის დავკარგე ქალი ჩრდილოეთი
თქვენთვის ვთქვი უარი იმაზე რაც ჩანს ყველას თვალისთვის
სისხლი რომელიც ბალახზე დამიტოვეთ მენსტრუალურ
ღამეს ვარსკვლავად მაზის ჯერაც ჩემი წარმოსახვის
ამობრუნებულ ყვავილზე
ეს დილით და რაც ღამეს შეეხება მყავს ჩემი ზანგი ცალი
თავისუფალი ჩემს პლექსუსში შავი თვალებით მთელ სხეულზე
(ყველაფერი მასში მასზე არის თვალები) რომ უყურებს სიბნელეს
როგორც იყურება ხარი მაგიური რისხვით მკვლელობისგან
რომ განათავისუფლებს ჯალათს
გილოცავთ, ხილვა, ჩვენი სისასტიკე
ამიერიდან მოკლავს სისასტიკეს გააუქმებს მას
მოკლავს სირცხვილს
მოკლავს მორჩილებას ძალიან შორს სამრეკლოს
ზარებიდან ძალიან შორს თქვენი თანშობილი სქესიდან
ძალიან შორს ისტორიიდან
რომ არის ყველა მათგანი ამბავი რათა შეავსონ სიცარიელე
რომელიც კიდია შიდნადებსა და სამყაროს შორის
მე ვკოცნი თქვენს
ხორცშესხმულ სულს და ვუმღერი
ძილისპირულს თქვენს მკვლელ სხეულებს
თქვენ მშიერ სექსს
მაგრამ თუ დაგვტოვა ალმაგომ
ხელცარიელი
სიზმარბრმები
ხილვამთვრალები
თუ გაატაბულარაზა ჩვენი გონება
თუ ამოგვაჭრა ზურგის ძაბრიდან ჩვენი მძიმე
მწიფე კონუსი
და ახლა ღამის ერთიორი შუქი სევდიანია თითქოს
ჩრდილოელი მხატვრის ტილოზე იქნებ გვითხრას მაშინ
იქნებ გვასწავლოს ის რაც გრძნეულმა, ალქაჯმა,
ქალღმერთმა, ქალხილვამ, ბაუ კირკეტომ არ გვითხრა
ის რაც მან იცის და რაც უცნობია ჩვენთვის
მინდა მაშინ ვიცოდე ეს: ნეტა ლექსს ოდესმე თუ უხსნია
ვინმე