• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ცარცის წრე

×
ავტორის გვერდი სანდრო კობახიძე 06 ივნისი, 2018 2359
ბავშვობაში რომ ვხატავდი
იმის მერე რაც ცოლს გავშორდი
ვზივარ და წრეებს ვხატავ.
ბევრი მეგობარი მყავს 
მოდიან და მეხმარებიან
ზუსტად იცი, ისინი არიან
ვინც შენ შეგიძულებენ
თუ კარგ ამბებს გეუბნებიან
გიხარია, როგორც დღეს.
რამდენ ადგილას იყავი, სადაც
ყოფნა გინდოდა? 
დაგინახე იქ იჯექი, სადაც გინდოდა.
მეც.
არეულ დარეული ხარ და
შენ დახატულ წრეებს უყურებ
ზუსტად იცი ისინი არიან
ვინც შენ მოგატყუებენ.
არ გეხმარება
რადგან სადაც დაიწყე იქ ამთავრებ.
 
 
შენი კაცების საძიებელი
 
არც მეტი ვარ, არც ნაკლები
ზედმეტი ვარ.
მინდა ჩემთვის ყველგან ნიშნებს ტოვებდე
რომ მივხვდე ჩემთან ხარ.
ყველაზე შესანიშნავი ლექსები არ დაწერილა
და არც დაიწერება.
გრძელია თუ ასოების მიხედვით დავაწყობ
რომელი ანბანით შევადგინო? 
მასწავლე და მაინც, მეც ვფიქრობდი არ შეგეძლო
თუ წრეზე დავალაგო? 
აქ ხუმრობის დრო არ არის.
მიყევი
ამ მთელი წლების განმავლობაში
ვერ ვხედავდი
და ვაგროვებდი, ჩუმად. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული