• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გასეირნება ლიტერატურაში

×
ბოლანო
ავტორის გვერდი რობერტო ბოლანო 20 ივნისი, 2018 3955

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

 

1. დამესიზმრა, რომ ჟორჟ პერეკი სამი წლის იყო და ჩემს სახლს ესტუმრა. გადავეხვიე, ვაკოცე, ვუთხარი, რომ ძვირფასი ბიჭუნა იყო.

 
2. ნახევრად მოუმზადებლები ვართ, მამა, არც მოხარშულები, არც უმები, დაკარგულები ამ უსასრულო ნაგვის გროვის სივრცეში, დავხეტიალობთ და ვიკარგებით, ვკლავთ და პატიებას ვითხოვთ, მანიაკალურად დეპრესიულები შენს სიზმარში, მამა, შენს სიზმარში, რომელსაც საზღვრები არ ჰქონდა და რომელიც გამოვშიგნეთ, ათასგზის და შემდეგ ათასგზის კიდევ, როგორც კრისტალისა და ლაფის ლაბირინთში დაკარგულმა ლათინოამერიკელმა დეტექტივებმა, წვიმის ქვეშ მოგზაურებმა, ვუყურეთ ფილმებს, რომლებშიც მოხუცები ჩნდებიან, კივილით ტორნადო! ტორნადო!, ბოლოჯერ შევხედეთ საგნებს, ისე, რომ მათ ვერ ვხედავდით, როგორც აჩრდილებს, როგორც ბაყაყებს ჭის ფსკერზე, მამა, დაკარგულებმა შენი უტოპიური სიზმრის გაჭირვებაში, დაკარგულებმა შენი ხმების და შენი უფსკრულების ნაირფეროვნებაში, მანიაკალურად დეპრესიულებმა ჯოჯოხეთის მიუწვოდმელ ოთახში, სადაც იხარშება შენი იუმორი.
 
3. ნახევრად მოუმზადებლები, არც უმები, არც მოხარშულები, ბიპოლარები, რომლებსაც ძალუძთ ქარიშხლის ჭენება.
 
4. ამ ვერან ადგილებში, მამა, სადაც შენი სიცილისგან არქეოლოგიური ნარჩენებიღა დარჩა.
 
5. ჩვენ, nec spe nec metu’ები.
 
11. დამესიზმრა, რომ აფრიკის დავიწყებულ სასაფლაოზე წავაწყდი მეგობრის საფლავს, რომლის სახესაც ვეღარ ვიხსენებდი.
 
17. მესიზმრა, რომ ბებერი და ავადმყოფი დეტექტივი ვიყავი და დიდი ხნის წინ დაკარგულ ხალხს ვეძებდი. დროდადრო სხვათაშორის შევხედავდი ჩემს თავს სარკეში და რობერტო ბოლანოს ვცნობდი.
 
18. მესიზმრა, რომ თხუტმეტი წლის ვიყავი და ნიკანორ პარას სახლში მივდიოდი დასამშვიდობებლად. ფეხზე მდგარი დამხვდა, შავ კედელს მიყრდნობილი. საით მიდიხარ, ბოლანო?, მკითხა მან. შორს სამხრეთ ჰემისფეროდან, ვუპასუხე მე.
 
19. მესიზმრა, რომ თხუთმეტის ვიყავი და რომ, მართლაც, სამხრეთ ჰემისფეროს ვტოვებდი. ზურგჩანთაში მედო ერთადერთი წიგნი, რომელიც გამაჩნდა (ვაიეხოს ტრილსე), რომელიც იწვოდა. საღამოს შვიდი საათი იყო და მე ქარს გავატანე ჩემი დამწვარი ჩანთა.
 
41. მესიზმრა, რომ სიზმარს ვხედავდი და რომ სიზმრის გვირაბებში როკე დალტონის სიზმარი ვიპოვე: მამაცთა სიზმარი, რომლებიც დედამოტყნული ქიმერის გამო მოკვდნენ.
 
53. დამესიზმრა, რომ ქუჩებს დავუბრუნდი, მაგრამ ამჯერად ვიყავი არა თხუთმეტის, არამედ ორმოცს გადაცილებული. არაფერი მქონდა, ერთი წიგნის გარდა, რომელსაც ჩემი პატარა ზურგჩანთით ვატარებდი. უეცრად, სანამ მე მივაბიჯებდი, წიგნმა წვა იწყო. თენდებოდა და მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ. როდესაც ჩემი დამწვარი ზურგჩანთა კანალიზაციაში ჩავაგდე, ვიგრძენი, რომ ზურგი მეწვოდა, ისე, თითქოს ფრთები მქონოდა.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული