• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

(სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი)

×
შოთა ჩანტლაძე
ავტორის გვერდი შოთა ჩანტლაძე 13 აგვისტო, 2018 6702
სახეზე მომეჩრდილა თამბაქოს კვამლი. 
ქაღალდზე ასოები წაწვნენ მოთიბული თავთავებივით, 
ფიქრმა დღე გუშინდელი მოინახულა გავლით, 
და ლექსი ჩაითვალა გათავებულად. 
 
გუშინ შუანათითით ვერ გავხვრიტე „ყაზბეგის“ ცარიელი ყუთი 
და გული მომივიდა, როგორც მომდიოდა, 
შარვალზე დადიოდა უთო, 
როგორც ახალდადებულ ასფალტზე ტრაქტორი დადიოდა. 
 
ვარაზის ხევის ამოვსებას, როგორც იქნა, ბოლო მოეღო, 
თბილისს მოემატა ახალი ქუჩა, 
თბილისში მშენებლობას კარგი პირი უჩანს. 
 
იქნება დაანგრიონ ჩვენი სახლიც 
და ახალი ბინები დაგვირიგონ, 
სიხარულით კედლებს თავს ვახლი, 
მასალას მივცემ სატირიკოსს. 
 
ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია, 
თუმცა არც წინად იყო მაინცდამაინც მთლად დალაგებული, 
თბილისში ეხლა ქუთაისის ჰაერია და ქუთაისში თბილისის ჰაერია დაბანაკებული. 
 
ზოგჯერ ვერ იშოვი ქალს შესახებელად 
და დაგედევნება კაცის უკანალი, 
თუ კაცს არაუშავს შესახედავად, 
ვერ დაგაბრკოლებს მორალთა მუქარანი. 
ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია, 
ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირია, 
ცხოვრება შარია, 
ცხოვრება შაირია. 
 
1957
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული