• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე ვნატრობ შევეხო სამყაროს სევდას...

×
bataille par giacometti
ავტორის გვერდი ჟორჟ ბატაი 09 აპრილი, 2019 2538
მე ვნატრობ შევეხო სამყაროს სევდას
უცხო ჭაობის განხიბლულ ნაპირას
მძიმე წყალს ვსიზმრობ კვლავ მივაკვლევ სადაც
დაკარგულ ბილიკებს შენი ღრმა პირის
 
ჩემს ხელთ ვიგრძენი ბინძური ცხოველი
შემზარავი ტყის ბნელს გამოქცეული
და ეს იყო ავი გკლავდა რომელიც
ეს სევდა ჩემგან სიცილად ქცეული
 
შეშლილი ნათელი ქუხილის ჭექა
სიცილი რომ ახსნის შენს ვრცელ სიშიშვლეს
უსაზღვრო ნათება დამეცა მეხად
 
და ტანჯვა შენი წყალობად ვიხილე
ბნელსხივმოსილი გრძელი შუქ-სხეული
და შენი მარადისობის ზარი სამარეული
 
 
თარგმნა ???მ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული