• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა ღირს პოეტი

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 26 აპრილი, 2019 2910
რა ღირს პოეტი,
რა ჯდება პოეზია
რამდენს გადაიხდით პოეტში
როგორია პოეზიის კურსი,
რომელ ვალუტაში ვიყიდოთ პოეზია,
რომელი უფრო მომგებიანი იქნება,
როგორია პოეზიის საფონდო ბირჟის მაჩვენებელი,
შეიძლება პოეტი დაეცეს,
ვის შეიძლება ის დაეცეს,
ვისზე მოქმედებს მისი დაცემა,
თავად მასზე თუ იმაზე, ვინც მისი მესაკუთრეა,
რამდენია პოეზიის საერთო წილი, ეროვნულ ბანკში,
სად არის სახელმწიფო პოეტი,
სად არის პოეტი, კერძო სექტორიდან,
სად არის პოეტი, სამოქალაქო სექტორიდან,
სად არის პოეტი, 
სად არის პოეტი,
სად არის პოეტი,
სად არის პოე
სად არ
არ სად
პოეზია მშიერი ძაღლივით დაძრწის
მეტროს გამოსასვლელში, საკამალიზაციო მილში ძვრება 
და საიდუმლო გვირაბს თხრის
სამთავრობო სექტორი მისდევს პოეტს
პოეტი მშიერი ძაღლივითაა
როგორც პოეზია
მათ ორივეს ყელში დიდი ლუკმა გაეჩხირათ
და ვერაფრით ვერ ყლაპავენ
პარალელურად ვალუტა თამაშობს
როგორც როლზე ორგანულად შემჯდარი მსახიობი,
რომელიმე გარდაცვლილი თეატრის სცენიდან,
ვინ მოასწრებს კბილის ჩასოპას საყლაპავში,
ვისი ლუკმა მიაღწევს დეფეკაციის საამურ მომენტამდე
პოეზია დაეცა,
მოთხოვნა შემცირდა
პოეტის ხმა მეტარეკლამის ლაბირინთებში ექოდ ისმის
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული