• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მკვდარი ქალაქის ცეკვა

×
ავტორის გვერდი ბელა შანავა 28 ივნისი, 2019 1995
 
                                          *   *   *  
 
მე ვცდილობ ვთქვა არა ის თუ რა დავწერე. 
ვთქვა ის თუ როდის დავწერე 
და ნაწერი იტყივს რა მსურს
რადგან თავად არ ვუწყი. 
ეს არის მრავალსაშოიანი ორგანიზმიდან წვნიანი ნაყოფის ამოგლეჯა 
რომელსაც ძირს დააგდებ და ქუსლით ნელ-ნელა გასრისავ. 
მაშინ ის ამეტყველდება და იტყვის ჭეშმარიტებას
რადგან მბრძანებელი დაიღალა და მიეძინა. 
ეს წამიერად საზღვრების სარკეებში გადაჭიმვაა. 
ამ დროს იგი ბუნდოვანი და მრუდეა 
და ყოველი ტყუილი სიმართლედ იქცევა 
და სიმართლე ტყუილად. 
ყოველი ორი ერთად და არ არსებობს არჩევანი. 
ეს არის აბსოლუტური წონასწორობა. 
რადგან მონა ბრძენია და მბრძანებელს სძინავს.
 
 
 
 
                                      *   *   *
 
მაშინ მე დავჯექი მინდორზე 
და ყოველი ბუჩქი მიფარავდა განსაწავლული მცირეწლოვნებისგან. 
აქ იყვნენ ლუჯი ქვებივით გამჭირვალე ადამიანები. 
მცირე ბუშტუკებით. 
მათ იფიქრეს რომ მე ავედევნე 
და ხმამაღლა ალაპარაკდნენ 
და ჩვენ დაგვფარა მოხუცი ქალის მოზაიკურმა ღიღინმა 
რომელსაც ჩვილი მიაბარეს.
მხოლოდ ჩვენ შორის იდო ფერადი სიბნელე
რომელიც გეჯახებოდა როცა მისი მიმართულებით იხედებოდი.
დღეს მე დავივიწყებ დანაწევრებულ სიბრძნეს
რომელიც შემასწავლეს და დავრჩები არაფერი და გავიზრდები.
თვითმორწყვადი და ჯვარედინი.
 
 
 
 
                                   *   *   *
 
როცა მე მარტო ვარ ვცეკვავ მკვდარი ქალაქის ცეკვას
და ჩემი თმა, როგორც ხმელი სარეველები წვიმაში
უკანასკნელ სურნელს აფრქვევს.
მზე წამწამებს მიწნის
და შიზოიდი ქარი დამხრჩვალ ჩიტებს მაყრის ჩამქრალ სახეზე
და ჩემი კეფა ცარიელი აკვარიუმია
რომელიც ისრუტავს ლიმფას და მაჭკნობს
და მე უფრო ჩუმად ვარ ვიდრე აქამდე
ხვალ ხის ტოტზე დამტოვებენ როგორც მკვდრადშობილს.
და როცა დავიწყებ დნობას მე და ხე 
ვიქცევით მარადიულ ცირკულაციად.
 
 
 
 
                                    *   *   *
 
ისინი მიაბიჯებდნენ ფალოსურ მინდორზე რკინის ტერფებით
და ზამბარა ხელებით მზეს ესალმებოდნენ. 
მათი წიაღი სავსე იყო პაპათა სურათებით 
და ბარძაყებზე წითელი სითბო,
ალუბლის სურნელოვანი კვამლი ფარავდა ვარდისფერ სხეულებს. 
ისინი მეტად ხრიდნენ თავს, 
რათა კეფაზე მიწებებული ჩვილთა მზეა 
მიმართულიყო არა უკან და არა წინ. 
და ისინი ფიქრობდნენ ფირუზისფრად.
 ისმოდა დამაყრუებელი დუმილი და ისმოდა სიტვები, 
რომლებსაც იტყოდნენ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული