• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დაივიწყე

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 23 იანვარი, 2020 2526
დაივიწყე ყველა სიტყვა,
რომელსაც მოგწერ,
სანამ ჯერ კიდევ სველია და ნერწვი არ შეშრობია,
სანამ ხსოვნის სიცარიელეს შეერთებიას,
სანამ გველივით  არ შემოსრიალებულა და შხამად არ შეგვრგებია
სიამოვნების მკრთალი ნათება,
სანამ ერთმანეთის სახეებს დავიხსომებდეთ,
მომღიმარებს, ქალაქის ვიწრო ქუჩებში,
და მოსაუბრეებს შეყვარებულებულ წყვილზე
რომლებმაც ქუჩა გადაკვეთეს
და ცნობისმოყვარე თვალებს გაერიდენ,
მეგორებზე, რომლებმაც შეიცვალეს მისამართები,
და მათზე აღარაფერი ვიცით,
ქალაქზე, რომელის დამახინჯებასაც სხვებს ვაბრალებთ,
 
სანამ, სიტყვა, როგორც მეხი, 
ერთ გარსში მოგვაქცეს და შემოგვსაზღზღვრავს,
სანამ დრო გვაქვს, საგულდაგულოდ ავცდეთ ერთმენთს,
სანამ მონატრება ქვასავით გაგიმაგრდება მუცელში,
თვალებს ნისლით გადაგიფარავს,
სანამ შენი სხეული შიერხევა და გაყვითლებას დაიწყებს,
სანამ ერთმანეთს შევიშრობდეთ,
სანამ ვდგავართ გზაგამყოფის სხვადასხვა მხარეს,
სანამ არ დარღვეულა ქსოვილი,
 
 
 
დაივიწყე ყველა ენა,
და ყველა სიტყვა გამოხშირე,
რომელსაც გეტყვი,
მხოლოდ ერთი დატოვე,
ის ერთი, რომელსაც შეუძლია ერთ გარსში მოგვაქციოს,
ის ერთი, რომლის ირგვლივაც სხვა სიტყვებმა ვერ გაიხარეს,
 
რომელიც, სანამ ჩვენ მათ დავიწყებას დავიწყებდით,
მარტო იდგა, და სხვების შემყურეს საკუთარი მნიშვნელობა დაავიწყდა.
ის ერთი დატოვე, 
სანამ უკან დასაბრუნებელ გზას  გავაგნებ,
სანამ ქვეწარმავლები დაგესლავენ შენს მონატრებას.
სანამ ზღვის შესართავს ვიპოვნიდე,
სანამ არ გელოდები,
სანამ გულისრევა გადამივლიდეს
სანამ  ხსოვნის სიცარიელეს შევუერთდები,
 
 
 
დატოვე ის ერთი.
ყველა ყველა მკვდარი ენის სახსოვრად.
 
 
 
 
2.
 
გაიხსენე როგორი იყო დასაწყისი,
როგორ მარცვლავდი სიტყვებს,
როგორ მარხავდი ქვებს ქუჩებს შორის,
 
 
რისთვის გვჭირდება ფოტოები?
რამდენად ხშირად ათვალიერებთ ოჯახურ ფოტოალბომს?
რას გრძნობ, როცა უყურებ?
გინდა საძინებელ ოთახში დაკიდო 
თუ გინდა ნაკუწებად აქციო 
 
გაიხსენე რომელია ქალაქში ყველაზე ცივი შენობა?
 
 
 
რამდენი ფიქრი შეიძლება არსებობდეს ერთდროულად?
რამდენ კითხვაზე გაქვს პასუხი?
 
 
დაივიწყე, დაივიწყე, დაივიწყე, დაივიწყე, დაივიწყე,
 
გახსოვს?
როცა პირველად აღარ დაბრუნდი ბავშვობის სახლში?
 
 
 
 
3.
 
თვალის ფოკუსი.
 
წარმოვიდგინე რომ მოვკვდი,
 
სიკვდილიც ისე მოხდა, როგორ სიცოცხლე 
ყველაფერი შეუმჩნევლად, მარტო და უინტერესოდ,
 
მერე წავედი, რომ თავი დამემარხა
 
 
გზაში ჩემი ბავშვობა შემხვდა,
ალუბლებს კრეფდა,
მახსოვს დედამ თხოვა,
 
ვკითხე ამდენ ხანს რატომ მოუნდა ამ
ტანმორჩილი ხის ჩამოკრეფას,
მითხრა რომ მე ამას ვეღარასოდეს გავიგებდი,
რადგან მკვდარი ვიყავი და აზრი არ ქონდა ჩემთვის რაიმეს
ახსნას.
 
ზურგზე მოვიგდე ჩემი სიკვდილი და
ტირილით გავაგრძელე გზას,
 
 
 
პირველი შიში მაშინ მოხდა მიწისქვეშ რომ
აღმოვჩნდი,
 
(მიწა ვარ და მიწად ვიქეცი?!)
 
ხეებმა გაიდგეს ფესვი ჩემს კანში,
იზრდებოდა და ყვავილდებოდა მათი ტოტები,
და გაყევით ხეებო ქარებს,
და ნუ შეგეშინდებათ ზამთრის სიცივის,
ფეხქვეშ მიწა არ გამოგეცლებათ.
 
თვალის ფოკუსი.
 
 
თითქოს ვიღაც კამერით მიღებს, როგორ
ვცხოვრობდი
და ყველაზე შეუსაბამო მომენტში იწყებს კინოჩვენებას,
ამ ფილმებს ისე ვუყურებ თითქოს არასოდეს მინახავს  და
არვიცი რაზეა,
 
 
 
წარმოვიდგენ, რომ ცოცხალი ვარ.
 
 
 
რაღაც მნიშვნელოვანი ყოველთვის გვიან ხდება,
მაშინ როცა მე უკვე შევწყვიტე ფილმის ყურება და 
(მშვიდად) მოვკვდი
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული