თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
ოჰ, უიღბლო თაობავ!
რა მოხდება ხვალ, თუ მმართველ კლასს-
როცა პირველად დაეუფლება ხრიკებს
არ ეცოდინება ტრადიციის პოეზია
მათთვის ეს უბედურების გამოცდილებაა,
რადგან უტყუარი ღიმილის გარეშე, მიუწვდომელი დარჩა,
ის მწირედიც კი, რასაც სცნობდნენ,
მათ უნდა აჩვენონ ეს თანხმობა,
მათ, ვისაც სურდა სცოდნოდა, თუმცა შორიდან,
გულგრილად.
ოჰ, უიღბლო თაობავ!
1970 წლის ზამთარში, თქვენ უჩვეულო პალტოები და თავშლები გემოსათ,
და თქვენ გაირყვენით-
ვინ შეგაგონათ რომ არ გამოცდიდით ხელქვეითობას?
თქვენ თქვენში ჩაიხრშეთ ღვთაებრივად ბავშვური ორჭოფობა-
ის ვინც შეუპოვარი არაა, ხალხის მტერია! აჰ!
წიგნები, ძველი წიგნები, თქვენს თვალწინ იელვებენ
ძველი მტრის ქონების მსგავსად,
თავს ვალდებულად თვლიდი არ დანებებოდი
მივიწყებული უსამართლობის შედეგად დაბადებულ სილამაზეს;
სულის სიღრმეში თქვენ ერთგულნი იყავით იმავე ნათელი გრძნობების
თქვენ ისე იბრძოდით, როგორც ებრძოდით სილამაზეს,
რასობრივი ზიზღით- ყოველივე ვნებამორეულის მიმართ;
თქვენ იმ სამყაროში შეაბიჯეთ, რომელიც ასე დიდი და ასე მარტივია,
და ამხილეთ ხალხი, რომელიც ტრადიციაზე იცინის,
და ზედმიწევნით, მოტყუებით, უკუაგდეთ, ყიამყრალი ირონია,
აღმართეთ ყმაწვილური ზღუდენი წარსულის დომინანტური კლასის წინააღმდეგ...
ახალგაზრდობა მიქრის; ოჰ, უიღბლო თაობავ,
თქვენ მიაღწევთ შუახნის ასაკს და შემდგომ სიბერეს,
ყოველგვარი მხიარულების გარეშე, რისი უფლებაც გქონდათ,
რაც შეუძლებელია ტანჯვისა და თავმდაბლობის გარეშე,
და ამით გააცნობიერებთ რომ იმ სამყაროს ემსახურეთ
რომლის წინააღმდეგ "ბრძოლაშიც ჩაეშვით":
სწორედ მათ ვისაც ისტორიის ეჭქვეშ დაყენება სურდა- საკუთარი ხელით;
სწორედ მათ ვისაც წარსულის გასუფთავება სურდა- საკუთარი ხელით;
დამორჩილდით წინააღმდეგობის გარეშე! ოჰ, უიღბლო თაობავ!
ამ სამყარომ დახმარება საკუთარ ახალ შვილებს თხოვა,
უარი ეთქვათ საკუთარ თავზე, რათა შორს წასულიყვნენ;
და ერთ დღესაც გაიღვიძებთ წიგნებისა თუ სიცოცხლის არსიყვარულით,
განახლებული სამყაროს სრულყოფილნი მცხოვრებნი
მათი რეაქციებითა და რეპრესიებით- დიახ, დიახ, ეს მართალია-
მაგრამ უმთვავრესად, თქვენ კვლავ გამოიხმეთ
თქვენ ვინც აჯანყდით,
ავტომატივით, როგორც ყველას, ამის გაკეთება გსურდათ;
თქვენი თვალები არ აივსო ცრემლებით
ბაპტისტერიუმთან, წინამძღოლებით და შეგირდებით
სეზონიდან სეზონამდე შრომაში,
არ გქონდათ ცრემლები ჩინკვეჩენტოს ოქტავებისთვის,
არ გქონდათ ცრემლები (ინტელექტუალური ცრემლები, წმინდა მიზეზით ნასაზრდოები)
თქვენ არ იცოდით ან ვერ შენიშნეთ თქვენი წინაპრების მოძრავი კარვები,
არც მამებისა და ბატონების სადგომები, როგორც ნახატი...
- და ყველა სხვა დიდებული რამ-
თქვენ არ იწყებთ (ან ღვრით ცხელ ცრემლებს)
ანონიმური სიმბოლისტი პოეტის გაჟღერებულ სტრიქონებზე, მისი ვინც იშვა...
კლასობრივმა ბრძოლამ აღგზარდა და ტირილს გიკრძალავდა:
თქვენ გალიეთ ახალგაზრდობა
ყველაფერთან წინააღმდეგობაში, რაც მშვენიერ გრძნობებს არ მოიცავდა,
არც უიმედო მრისხანებას,
და თუ ინტელექტუალები იყავით,
არ გაგაჩნდათ შნო რათა საფუძვლიანად გეკისრათ ეს ფუნქცია,
მაშინ როცა, ბევრთა შორის, სწორედ ეს იყო თქვენი ნამდვილი ამოცანა.
რატომაა ეს ღალატი?
მუშის სიყვარულისთვის... მაგრამ არვინ თხოვს მუშას
რომ არ იყოს თავად მუშა,
მუშები არ ტიროდნენ ძველი შედევრების წინ
მაგრამ მათ არც ღალატი და შანტაჟი დაუშვიათ,
და ამგრიდად, უბედურებაც,
ოჰ, უიღბლო თაობავ,
უნდა იქვითინოთ, მაგრამ მხოლოდ უსიცოცხლო ცრემლები ღვაროთ,
რადგან შეიძლება არც კი იცოდეთ როგორ დაუბრუნდეთ მას
რაც არასდროს დაგიკარგავთ და არასდროს გქონიათ;
საწყალო თაობავ, ვით კალვინისტი, ბურჟუაზიის დაბადების ჟამს,
წვრილმანად პრაგმატული, ბავშვურად ენერგიული
თქვენ ეძებდით ხსნას ორგანიზაციაში
(რომელსაც მხოლოდ მეტი ორგანიზაციის შექმნა შეუძლია)
და გაატარეთ თქვენი ახალგაზრდობის წლები
დემოკრატიული ბიუროკრატიის ენაზე საუბარში,
არასდროს მიგიტოვებიათ ფორმულების გამეორება,
რადგან ორგანიზების მნიშვნელობა სიტყვებით არ გამოითქმის,
თუმცა ფორმულებით კი,
თქვენ იპოვით საკუთარ თავს მამობრივი ძალაუფლებით,
გამოუთქმელი ძალის ხელში, რომელსაც სურდა რომ ძალაუფლებისთვის გებრძოლათ,
უბედურო თაობავ!
დაბერების ჟამს მე დავინახე თქვენი გონება მწუხარებით ივსებოდა,
თავებში ტრიალებდა უწესრიგო აზრი, აბსოლუტურად უტყუარი,
გმირების განზრახვა- უკვდავებაა,
ოჰ, უიღბლო ბავშვებო, თქვენ მიაღწიეთ
გასაოცარ გამარჯვებას, რომელიც არც კი არსებობდა!