სამყარო - დავიწროებული ვირუსად
აფეთქებული ახალ სამყაროდ შეკუმშული
ადამიანებად გაფართოვებადი
გაფართოებული თვალების გაოცებაში მომწყვდევად
მიკრო და მაკრო შრეებად აფეთქებებად
გაფართოვებადი სიყვარულად და დავიწროვებადი
სიძულვილად
შევიწროებული მარტოობად და მოწყენილობად
გაფართოვებული ვენებად და გუგებად, მსხვრევადი
გადამტან ცხოველებად გადატანადი ინფექციების
გადატანილი ისტორიების
გახსენების ფრაგმენტულობით შეკუმშვად
ბაქტერიებად დაშლადი და ტრანსფორმირებადი
მოლეკულურად დანახვადი სურათების ალბომად,
როგორც არასდროს, როგორც ერთხელ, არნახულად როგორც ყოველთვის
დავიწროვებული სიკვდილად და სიკვდილის შიშად
შეხების შიშის შეგრძნებად გარდაქმნილი
გარდაქმნადი სუნთქვის
შესუნთქვის და გამოსუნთქვის შიშად დაზაფრული
გაქცევის და დარჩენის სურვილად მუტირებულ
მიკროორგანიზმებად და მაკროორგანიზმებად დაქსელილი
ბუნებად და ტექნოლოგიად დახარისხებად, რელიგიად
მოხელთებადი მეცნიერებად და სახელმწიფოდ
გამიჯნული
დისტანცირებულ ექთნებად, მსხვრევადი
სტერილურად შავი, წერტილებად აფეთქებულ კოსმოსად თეთრი
გველაპარაკება ულტიმატუმით
ვის? ჩვენ
ვის - ჩვენში?
რატომ რა დროს
ვინად ვისთვის
რისთვის - რად?
მარტი, 2020