როცა ჩემს მეგობარს
ვუთხარი, რადგან მე
სულ ვლაპარაკობ, - მეთქი
ჯონ, რაც მისი სახელი
არ იყო, გარს სიბნელე
გვარტყია, რას გავაწყობთ
მის წინააღმდეგ, ან თუ
უნდა, გავაწყოთ რამე, და
ჰო არ დავითრიო ერთი დიდი წყეული მანქანა
ატარე, მითხრა, ღვთის
გულისთვის, წინ იყურე,
შეხედე სად მიდიხარ.
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ


