• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰაერში მიცურავენ, სკოლებში გზატკეცილების თავზე...

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ოლსონი 29 აპრილი, 2020 1376
ჰაერში მიცურავენ, სკოლებში გზატკეცილების თავზე,
                                                                        მათი გონები
ცურავენ სკოლებში, ქვედა ატმოსფერო
ლაბად იქცევა მათი მოძრაობით, ქალაქები სიგარეტებს გვანან,
                                                                                  სოფელი
მსხვერპლად ეწირება მათგან დროის და სივრცის თევზებივით ხაპვას
თევზ-ხალხი     მათივე UFO-ები     თევზების (Pisces) დასასრული
შესაძლოა სახეობის დასასრული         თავად ბუნების
მინებებულის თითოეულ მფრინავ ობიექტს, რომელიც კი ჩაუვლის ლორწოს
დედამიწას რომ გარს არტყია
 
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული