ერთ დროს, იყო თავზარი
რომელმაც მოიტოვა გრძელი, მკრთალი, მბჟუტავი კომეტის კუდი.
ის მოგვიცავს. ტელევიზორის სურათებს დღაბნის.
ილექება, როგორც ცივი წვეთები ანტენებზე.
შენ შეგიძლია, ჯერაც იცქმუტო თხილამურებზე ზამთრის მზეში
ხეებს შორის, ჯერაც რომ ჰკიდიათ გასული წლის ფოთლები.
ისინი ჰგვანან ფურცლებს, ამოხეულებს სატელეფონო გზამკვლევებიდან—
სახელები სიცივეს ამოუჭამია.
ჯერაც ლამაზია, გრძნობდე შენი გულის ფეთქვას.
მაგრამ ხშირად, ჩრდილი სხეულზე მეტად გენამდვილება.
სამურაი უმნიშვნელო მოჩანს
თავისი შავი დრაკონის ქერცლის აბჯრის გვერდით.