- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ხელში შემომეფშვნა
თვალი გაყვა გადმოღვრილ წყალს
წყალმა გზაზე გადაირბინა მისდევდა თვალი
წყალი და თვალი ირეკლავდნენ ერთმანეთს
მე დავიფშვენი
ენა დაღოღავს ტანზე ვერაფერს ვამბობ
ჯერ არ მოვმკვდარვარ ვერაფერს ვამბობ
თავზე მადგას ვიღაც უცნობი ტირის
მზეზე ელვარებს ცრემლი
მითხრეს ვერაოსდეს გავხდებოდი ნაწილი
მინდოდა მეგრძნო რომ კედელს იქით ვიღაც არის
მინდოდა მიმეყურადებია მისი სუნთქვისთვის
მინდოდა მიმეყურადებია მისი სხეულისთვის
მე მინდოდა მეგრძნო რაიმე
მარტივი ნიშანი რომ იქ არის ვიღაც ცოცხალი
მე ვიდექი ფანჯრის წინ საათობით ველოდი გამვლელს
ვინმეს ვისაც ხელს დავუქნევდი
მე ვიდექი ფანჯრის წინ საათობით ნიჩბებს ვუსვამდი და ველოდი გამვლელს
ვინმეს ვინც ნაპირიდან სიტყვას შემაშველებდა
დინებას დააწყნარებდა
ქარს გულში ჩაუდგებოდა
მე ვიდექი მეგობრის წინ საათობით
ვიმახსოვრები ყველა დეტალს მის შესახებ
თითქოს უკანასკნელად ვხედავდი
თითქოს ხანგრძლივ მოგზაურობაში მაცილებდნენ
მე ვტოვებდი ნაპირს
ისინი მტოვებდნენ მე
მაგრამ რომელიღაც ჩვენგანი რჩებოდა ფანჯრის წინ საათობით
ჩვენ ვიფშვნებოდით
ხმელ პურს ქვებს უშნდნენ
ჭიანჭველებს ნამცეცები მიქონდათ
სინადვილე ნაწილებს შორის იყო
ეს ის დრო იყო როცა ბედნიერები ვიყავით
მე მინდოდა აღმეწერა როგორია როცა ბედნიერი ხარ
მოულოდნელად ხელში ჩამეფშვნა
წყალმა აირეკლა ყველაფერი რაც მოხდა
როცა თვალმა თვალი ვერ გაუსწორა მომხდარს
ჩვენ დავიფშვენით
მოულოდნელად მზეზე გაიელვა ცრემლმა
გვალვიან მიწაში ჩავიდა ცრემლი
ის დაიმარხა
მე დავტოვე ნაპირი დავიბრუნე თვალი
აქედან იწყება ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა
ეს წერტილია საიდანაც არ ბრუნდებიან