• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წერილი აპრილში (ფრაგმენტი)

×
ავტორის გვერდი ინგერ ქრისტენსენი 10 აგვისტო, 2020 1420
ღონიერია პალმის ხე
როგორც ქარია მწვანე.
რისხვას ერთ დროს
ეთქმოდა საღვთო.
ენა რომელსაც ებადა
ერთ დროს მიმართულება.
მომავალი რომელიც
ერთ დროს
შემოგვასხლტა.
გულგრილობა ახლა
რომ თავადაც
შემოვუარე მზეს
ორმოცდაოთხჯერ.
გულგრილობა ახლა
რომ დახშული ციკლი
კარებს შეიღებს.
გულგრილობა
სინამდვილის ამ
გაუსაძლის სურათ-ხატში.
მასწავლე მომავლის
ახლა გამეორება,
სანამ ვიბადებით.
ნება მიეცი ჩემს გონებას
აუფრინდეს თავის ბუდეს
მოშრიალე გვირგვინის
სიღრმეებში.
დაე ინათონ კვერცხებმა
რძიანი მზის მსგავსი
მიმწუხრით.
დაე ქარი იყოს მწვანე
ხოლო სევდა წყურვილმოკლული.
 
*
 
სევდა 
რომელიც მფარავი 
ნათლის მტევნებად 
მეტყველებს.
ისე უბრალოდ რომ ნათელი 
თვალს იკრავს რათა იხილოს 
რომ ნათელია 
ბნელ
შრიალებაში.
ისე უბრალოდ
რომ ნათელი სწრაფია
როგორც თვალია ხვრელი.
ისე უბრალოდ
როცა დახშული ციკლი
კარებს შეიღებს,
ისევე უბრალოდ როგორც რააღარ,
როგორც შორეულ
აკაციათა
მანათობელ
ყორღანებში,
სამყარო ისე 
მოკლული
და დამარხული
იქ და მაშინ
ნათელში,
ნათელი
რომელიც გახევებულა,
ისე უბრალოდ
აპრილში
ტკივილის
აპრილში
როდესაც აკაციები
მხედავენ
როგორც დედაჩემმა
მიხილა დაბადებული.
და სანამ ვხაზავ
და რუკაზე დამაქვს
მთელი კონტინენტები
მოყვრობასა და
სევდას შორის,
ბრუნვა ტრიალებს,
დაკიდულად გამოკიდული,
და გრძნობა
რომელიც არასდროს გაუძღვის
წამით
თვის
გარეთაა
და სხივოსნდება
მკვდრებში,
უნუგეშებელ
ხილული
და მდუმარებას
კარები აქვს ყველგან
 
 
თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული