მიხვდებოდი რა მარტოსული ვარ,
გემთახლების ნავსადგურში
გემების გარეშე,
ცალი მავალი ღრუბელიც კი არსად.
აფრიკა მიუწვდომელია,
და კუნძულები არსად არიან,
გახსოვდეს, ერთი ჩემისთანა სადაც
ნაპირს თავესხმებოდა.
საერთოდ თუ მივაღწევდი
მომიწევდა თვალთმაქც ღიმილად
ღამეული ზღვისპირის ხლება
და იმედობა, გამკივანი მეთოვლიები
არ გამიცემდნენ მომლოცველობას.
მიხვდებოდი, მე იქ მანამდეც ვყოფილვარ,
ამ ჩემს გარდა ყველას კუნძულზე.
მაგრამ წასვლის დროა,
ამიტომ ზღვადმავლობა მიწევს
მის სახელის მღერებით, ქალის
აქ რომ გამომგზავნა.
ეს ნებისმიერს ეუნარება,
უბრალოდ, სურათს დაუყოვნდი -
ერთხელ, ტემზა გადავიარე
ლამბეთისაკენ
ჩვეულ სიზმარში ფეხდაუსველებლად -
იოტისოდენა შიში ვიგრძენი
მაგრამ მეტად თითქმის აღარ,
მარილიანი სიმძაფრე მხოლოდ
ყოფნისა იქ სადაც არ უნდა ვიყო -
ახლავს ამას რაღაც სიამე,
ჰო იცი, როგორც არის ხოლმე,
ფანჯარა - ბინძური,
მაგრამ ზეცა მოკრიალებული.
სიმღერა, მოიგონე, როგორ იწყებოდა:
გაყინული ბალტიის გაღმა
ტროას ბჭეებთან
ზეზეულად მის ზამთრისაგან
გამოსახსნელად...
რაღაც ეგეთი.
ახლა ხმელეთი არ მშორიახლობს -
მგონი, თითქმის მისული ვარ.
ირაკლი ყოლბაიას თარგმანი
კელის 85'ე დაბადების დღის აღსანიშნავად