• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლექსი

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბერნსტაინი 00 , 0000 1743

მთარგმნელი: ინგა ჟღენტი

 

აქ. დაივიწყე.

აქ უბრალოდ ინტონაციებია

ღრუბლიანი, გრილი

ჩიტები& და ა.შ.

ჩამოჯექი მასთან ერთად.

დროა ასე მოიქცე.

ამაზე მეტად ბუნებრივი ხედი არ არსებობს.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი უნდა გარდაქმნა

სიჩუმე, ხეები

ვალდებულება, იმედს ვიტოვებ

ეს ყველაფერი შენს შინაგან მეში

მიედინება, თვალების ეს მოძრაობა

სიტყვების ეს წყობა

ყოველი მოძრაობა, ყოველი წინააღმდეგობა.

ღამე, მოძრაობენ

კომეტები ,,მბრუნავი პლანეტები,

მზეები, პემზის ბრჭყვიალა ნატეხები“   

უხეში ტონით მიგვითითებენ

სიმსივნეებზე & კარიერაზე.

„განახლებული ლიმოჟები, თუ შეიძლება.”

შეარჩიე რამე ღირებული

განწყობა, იდეა, სიმბოლო ან ქაღალდის სურნელი

ფერადი, უსიცოცხლო

& ,,ლამაზმანის სისხლძარღვებში რომ იბადება,“

უბრალოდ იაზროვნე

„აღელდი & ჩაებღაუჭე“

უფრო მეტი გატაცებით

უფრო დაუკმაყოფილებლად

ეს ყოველივე ფორმის

ნიშან-თვისებაა და ა.შ.

და განუყოფელია მისგან.

სათანადო კორექტირება

ქმნის უცნაურ,გახლეჩილ

სივრცეს

ნაღებ საზოგადოებას შორის:

 

თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ხმა

,,მუქი წითელი წრეებივით“

იფანტება

და უკან იხევს, ექოსავით გაისმის

ერთდება, ისევ იფანტება.

სათანადოდ  მორგებული

მაგალითად, შენი ტანსაცმელი,

სახე, სტილი

უნიჭო უფერულობას

ფარისევლურად რომ ასხივებს

 & რამდენიმე წუთში

სხეულს  & ცნობიერებას

რომ აკნინებს, ამასობაში  “მზეზე აფეთქებებმა“

მიზანი ხელიდან გაუშვეს.

შენ თვალები

გებინდება

ფიქრში წონასწორობას კარგავ, დაბრმავებულს

საზღვრებს  გირღვევს

ლაქების წყება.

,,მაგრამ  აღფრთოვანებისგან ჯერ კიდევ შორს ხარ.“

ეს სიშორე კარგია, გაჯადოებს.

მოიმარჯვე ბალიში & კალამი

ბროლის ფინჯანი, ხავერდის საფერფლე

ისე რომ   მოძრაობაში შეინარჩუნო მოჩვენებითი ელეგანტურობა,

შეუმჩნეველი, უჩინარი

&  ამაყი  სიმბოლოები

სარეველბს იცილებენ,

ნაწილებად და უწესრიგოდ იშლებიან,

და  ენთუზიაზმით სავსე ღიმლით  გულგრილობენ

& ახალი ფეხსაცმელების

უხეში მონაცვლეობით

,,ამაღლებულები“   &  ,,ხორცშესხმულები“

სასიკვდილოდ იმეტებენ

ადამიანად ყოფნის სიმძიმეს.

 

 





 

."

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული